"ეს არ არის ერთ თვეში მიღებული გადაწყვეტილება, ამას წინ უძღოდა დიდი ფიქრი. რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ოპოზიცია ნამდვილად არ არგებდა საერთო საქმეს. ქალბატონმა ნინომ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მან თავის თავზე მაღლა დააყენა საქვეყნო საქმე. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბრები "სახალხო კრებაში", მე თავიდანვე მომხრე ვიყავი, რომ არ მომხდარიყო დაყოფა. ოპოზიციურმა ძალებმა რომ რაღაც ბლოკი შექმნეს და ცალკე გავიდნენ, ეს ძალიან ცუდია. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა სხვა დროა, ასე დაქსაქსვით ამხელა მონსტრს ვერ დავამარხებთ. დიახ, მე ვურჩიე ქალბატონ ნინოს, რომ ცოტა ხანს განზე გამდგარიყო და დიდი მადლობა მას, სწორად მოიქცა. იყო ისეთი ლაპარაკი, რომლის შესახებაც დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, დღეს მეტის თქმა არ შემიძლია", - აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", "სახალხო კრების" წევრი ლუკა კურტანიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა გარანტიები მისცა ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს?! / ლუკა კურტანიძე ბურჯანაძის გადაწყვეტილების დეტალებს ამხელს.
"ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ადამიანი ცოტა ხანს უნდა შეჩერდეს, გვერდზეც უნდა გადგეს, რათა ხვალ უფრო მეტი პერსპექტივა გქონდეს. ძალიან რთულია მოქმედი პოლიტიკოსისთვის გაჩერება, მაგრამ ბურჯანაძე ამ შემთხვევაში თავის თავზე მაღლა დადგა. ის არა მხოლოდ ჩემი თანამებრძოლია, არამედ მეგობარიც. ბატონი ბიძინა "სახალხო კრების" წევრებს ისე მოგვექცა, რაც არ დაესიზმრება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა, დღეს ამაზე არარ შევჩერდები. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, მე არ ვიცი რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ საერთო საქმიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი აუცილებლად დაუფასდება მას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც რჩევა მისცეს. ამის გარანტიას ვიძლევით ჩვენც და იძლევა ბატონი ბიძინაც. ქალბატონმა ნინომ უპირველესად გაითვალისწინა ბიძინა ივანიშვილის რჩევა, შუამავლები ვიყავით ჩვენ. "სახალხო კრება" მას დაეხმარა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობები მაგრამ საერთო ჯამში გადაიდგა ასეთი ნაბიჯი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლუკა კურტანიძე.
"ახლა თიანეთში ვიყავი "მწყემსობაზე", მერე ზესტაფონში წავედი - გოგი ქავთარაძეს ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები. "მწყემსობაზე" "ნაციონალები" არ ყოფილან, იქ გზები არ ვარგა, ძალიან რთული მისასვლელია და თავს არ იწუხებენ. ეგენი დოდო ოჯახიშვილები არიან და "დიდგორობას" ზეიმობენ. ვუყურე რაც ჩაიდინეს და შემოდგომის ბუზები გამახსენდა, მწარედ იკბინებიან, ეს მაგათი ბოლოა. რაც ხდება ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ზუსტად იგივე მოხდა ოლიმპიურ თამაშებზე. როდესაც ზონდერები ნაკრების წევრებს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და საქმეებს ურჩევენ, რაღაზე უნდა ვილაპარაკო. პირადად ვნახე ბეთქილ შუკვანი. მას ემუქრეობოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ უდესიანები და ვიღაცები. დღეს რა მედლებიც მოიპოვეს ბიჭებმა, ეს არ არის მთელი საქართველოს კუთვნილება, ეს `ეკუთვნის~ ავადმყოფ სააკაშვილს და მის გოშიებს. სააკაშვილისთვის ზონდერბრიგადები წარმოადგენს ეროვნულ ღირებულებებს. საქართველო დღეს არის ავადმყოფი ვირთხების ხელში. ლაჩარი ადამიანები ძალიან საშიშები არიან, ნორმალური ადამიანის გონება იმას ვერ მოიფიქრებს, რისი მოფიქრებაც ამათ შეუძლიათ", - განაგრძობს ლუკა კურტანიძე.
"ლაგოდეხშიც ჩართეს თავიანთი ბინძური მანქანა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ რაიონში თითი თითზე არავის დაუკარებია. ახლა ვერაფერს ვერ ამოეფარებიან თავიანთი ავადმყოფური აზრებით და საქმეში ჩართეს საპატრულო პოლიცია. თუ ჩვენი აქტივისტების მანქანები გაჩერებულია, მოდიან და ეუბნებიან, ღერძულა ხაზი გადაკვეთეთო - არადა ლაგოდეხში ღერძულა ხაზი საერთოდ არ არსებობს. ხვალ რომ გამოგვიცხადონ, მანქანების ნაცვლად სპოლოებზე სხედხართო, ვერაფერ დავუმტკიცებთ, ეგრევე ჯარიმებს გამიგვიწერენ - აი, ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, მაგრამ არა მგონია, მათმა ფსიქიკამ ამდენ დატვირთვას გაუძლოს", - დასძენს ლუკა კურტანიძე და შეკითხვას - "ალისტრახოები გაწუხებენ?" პასუხობს:
"არა... რომ ჩამოვიდნენ კარგიც იქნება, ცოტა გაგვხახალისებენ. აქ არიან ადგილობრივები, მაგრამ ჩვენ უფრო მძაფრი ალსიტრახოები გვინდა".