2011 წლის 23 მაისს ჭავჭავაძის პროსპექტზე გამოვედი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიიდან - "ალბატროსი", მოულოდნელად თავს დამესხნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც არც განმარტება მომცეს, არც საბუთები წარმომიდგინეს და მანქანაში ჩამტენეს. ჯერ საფინანსო პოლიციაში წამიყვანეს, მერე კუდ-ში, მოდულის შენობაში. ბიზნესმენთან საფინანსო პოლიციას შეიძლება კითხვა ჰქონოდა, მაგრამ მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ვიკითხე, აქ რა მინდა-მეთქი. თქვენთან ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უნდა გასაუბრებაო. სოსო თოფურიძის ოთახში შემიყვანეს. იქ გიორგი უდესიანი დამხვდა..." - აცხადებს შვეიცარიაში პოლიტდევნილის სტატუსით მცხოვრები ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უდესიანი ჯერ დამემუქრა, მერე მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა..." / რას ჰყვება შვეიცარიაში პოლიტდევნილის სტატუსით მყოფი ბიზნესმენი.
"უდესიანი კამუფლაჟში იყო ჩაცმული და ვიფიქრე, ალბათ, აქ მუშაობს და უფლება აქვს, კითხვები დამისვას-მეთქი. თოფურიძის სავარძელში ჩაჯდა და მითხრა, ხელისუფლებაში კარგი თვალით არ გიყურებენ, ქონების გამო პრობლემები გაქვს ხელისუფლებასთანო. რა ქონებასა და პრობლემებზე მელაპარაკებით-მეთქი? რაღაცას მიედ-მოედებოდა. ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციასთან მაქვს კავშირი. უნდოდა, გავლენის ქვეშ მოვექციე. ვუთხარი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არც ბურჯანაძეს ვიცნობ და არც რომელიმე ოპოზიციონერს-მეთქი. მაინც განაგრძო, ხომ იცი, ეგენი რუსეთის ხალხია, რუსები მართავენო. არც ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი. მერე მუქარა დაიწყო, მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა. ძალიან გაურკვევლად მელაპარაკა. მითხრა, შენს ძმასაც პრობლემები აქვს ხელისუფლებასთანო. კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და დაშავება ხომ გამორიცხულია, თუ რამე პრობლემაა, პირდაპირ მითხარით-მეთქი. უდესიანმა ამის მერე კეთილი ადამიანის როლის თამაში დაიწყო. მამის სული იფიცა, შენ აქ არავინ შეგეხება, მაგრამ აქ უნდა დარჩე, სანამ ვითარება გაირკვევაო. ვუთხარი, ადვოკატთან დავრეკავ-მეთქი. არ გინდა, მე მოგიგვარებ ყველაფერსო. თოფურიძის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ სამი ღამე მეძინა (!). ჩემთან ერთად იყო ერთი კუდ-ის თანამშრომელი, რომელიც თოფურიძის თანაშემწედ გამეცნო. წუთითაც არ მცილდებოდა, საჭმელი მოჰქონდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბეგიაშვილი.
"თოფურიძემ მნახა თავის კაბინეტში. მითხრა, ყველაფერი მოგვარდებაო და წავიდა. უდესიანთან საუბრის მერე, ღამით მოვიდა საფინანსო პოლიციის გამომძიებელი და ბრალდების ფურცელი მომიტანა. წავიკითხე და ისეთი აბსურდი ეწერა, გამეცინა. პროკურატურა მედავებოდა, თითქოს 17 წლის წინ თაღლითური გზით შევიძინე ქონება სახელმწიფოსგან (ფართი ჭავჭავაძის ქუჩაზე). არადა, ეს ქონება 1995 წელს ყველა პირობების დაცვით ვიყიდე ქონების მართვის სამინისტროსგან იმ ფასად, რაც გამოცხადდა და საკუთრების მოწმობაც მქონდა. ამ ბრალდებაზე გამეცინა, ცოტა მეტი ინტელექტი გამოგემჟღავნებინათ და რამე უკეთესი მოგეფიქრებინათ-მეთქი. ეს იმდენად სასაცილო ბრალდება იყო, მეგონა, ვინმე გონიერი გაერკვეოდა საქმეში და მალე დასრულდებოდა ეს გაუგებრობა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გამომძიებელმა მითხრა, არ შეიძლება თქვენი აქ ყოფნა. მოდულის დროებითი დაკავების იზოლატორში უნდა ჩაგიყვანოთო. ჩამიყვანეს. ღამის სამი საათი იქნებოდა. ამასობაში ექიმიც მოვიდა და დამათვალიერა. დაახლოებით 1 საათი დავყავი იქ და ისევ ამაბრუნეს თოფურიძის ოთახში. იქ ისევ უდესიანი დამხვდა. უჩემოდ ვინ ჩაგიყვანა იზოლატორში, ეს როგორ გაგიბედესო? "კარგ ტიპს" თამაშობდა. თან ცინიკურად მეხუმრა, მამაკაცმა ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ციხე, არა უშავს, ხვალ დილით გაგათავისუფლებენო. პასუხისმგებელი პირები, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ეხება, აქ არ არიანო. იგივე გაგრძელდა მეორე დღესაც. არავინ გამოჩენილა, ისევ თოფურიძის ოთახში ვიყავი მის თანაშემწესთან ერთად. შევწუხდი, ჩემ გამო აქ ღამეს ათევთ-მეთქი. აქ იმდენი ვინმე ყოფილა, მიჩვეული ვარო. საღამოს მოვიდა უდესიანი და ხვალ გიშვებთო. ბრალი რომ წამიყენეს-მეთქი? ფეხებზე დაიკიდე, როგორც მოიტანეს, ისე წაიღებენო. როცა ოთახში მძევლად ვიყავი, ლადო ვარძელაშვილი შემოვიდა. არ ვიცი, ამას დაადასტურებს თუ არა..." - ამბობს დევნილი ბიზნესმენი.
"მესამე დღეს, დილის 7 საათზე, ისევ საფინანსო პოლიციის გამომძიებელი მოვიდა და მითხრა, სასამართლოში წავიდეთ, გათავისუფლებთო. საქალაქო სასამართლოში წამიყვანეს. მოიყვანეს ნამძინარევი მოსამართლე და მდივანი. მოვიდა პროკურატურის თანამშრომელიც. სტაჟიორი ვარო, გამოაცხადა და წაიკითხა, რომ ბრალი მედებოდა 17 წლის წინ ქონების შეძენისას ჩადენილ თაღლითობაში და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვა გირაო 100 ათასი და არა დაპატიმრება. უდანაშაულო ვარ, რა გირაოზეა ლაპარაკი, გაუგებრობაა-მეთქი. მოსამართლემ დაამთქნარა და გამოაცხადა, ვეთანხმები პროკურატურის შუამდგომლობასო. მოკლედ, დარბაზიდან გამიშვეს იმ ვალდებულებით, რომ 100-ათასიანი გირაო 10 დღეში გადამეხადა. ამის მერე უსამართლობის მთელი კასკადი გაგრძელდა. ყველა ჩემი ორგანიზაცია დაულუქავთ და მთელი დოკუმენტაცია წაუღიათ. გაუციათ ბრძანება ინვენტარიზაციასა და დოკუმენტების შემოწმებაზეც. საგადასახადო ინსპექციამ დაიწყო ინვენტარიზაცია და დარღვევა ვერ აღმოაჩინა. მერე საფინანსო შემოწმებაზე გადავიდნენ", - დასძენს დავით ბეგიაშვილი
"27 მაისს მესიჯი მივიღე ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზების სამმართველოს უფროსის, გიორგი ხოდელისაგან, თქვენთან შეხვედრა მინდაო. როგორც მერე გავიგე, ჩემი დევნის საფუძველი ყოფილა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის წერილი. ვიფიქრე, მივალ ხოდელთან და გავარკვევ ყველაფერს-მეთქი. ხოდელმა პრინტერზე ამომიბეჭდა ფურცელი, სადაც წავიკითხე, რომ 27 მაისს ჩემი ქონება ეკონომიკის სამინისტროს თავისთვის გადაუფორმებია. ამ ფართობზე საკუთრების უფლება მქონდა და როგორ შეიძლებოდა ასე უაპელაციოდ ამის გაკეთება? ამის საფუძველი გახდა სულ სხვა ორგანიზაციის აღსრულების ფურცელი, რომელიც საფუძვლად დაუდეს გადაფორმებას საჯარო რეესტრში - ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრს წარუდგინა სულ სხვა ორგანიზაციის აღსრულების ფურცელი. ჩვენი ქონების პრივატიზაცია 1995 წელს მოხდა, მანამდე ამ ქონებას (ფართს) უწყებრივად ფლობდა სახელმწიფო ორგანიზაცია "კავკასელექტროქსელმშენი". აღსრულების ფურცელი ეხებოდა "კავკასელექტროქსელმშენს", რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვქონდა. ჩვენი ორგანიზაცია "ვაკე-5"-ია, მაგრამ, როგორც გავიგე, ეკონომიკის სამინისტრომ ჩემი ქონება "კავკასელექტროქსელმშენისგან" გადაიფორმა!" - განმარტავს რესპონდენტი.
"აღსრულების ფურცელი ჩვენს ორგანიზაციაზე უნდა გამოწერილიყო, უნდა ყოფილიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. ასე რომ, ჩვენი ქონება თაღლითურად გადაიფორმა სახელმწიფომ. გიორგი ხოდელს ვუთხარი, ამას არ შევეგუები-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ კუდ-ში მეუბნებოდნენ, თუ ერთ მაღაზიას დათმობ, პრობლემა აღარ გექნებაო, ჩემს კომპანიაში დოკუმენტური რევიზია ჩაატარეს. ბუღალტერმა მომილოცა, დარღვევები ვერ ნახესო. ამის მერე დაიწყო ჩემი თანამშრომლების 8-8-საათიანი დაკითხვა. იყო ზეწოლაც, ეუბნებოდნენ, ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ, მაგრამ არავინ დაეთანხმა. ბოლოს კომპიუტერში ნახეს ფაილი, სადაც ჩვენი პროდუქციის სარეკომენდაციო ფასებია და ეს შავ ბუღალტერიად ჩამითვალეს. ჩვენ ლუქს-სეგმენტის წარმომადგენლები ვართ და ჩვენი ბრენდები სარეკომენდაციო ფასებს გვიწესებენ, მაგრამ პროდუქცია რეალურად ბევრად იაფად იყიდება. ამის გამო ჯერ 5 მლნ ლარით დამაჯარიმეს, მერე 3 მლნ-ზე ჩამოვიდნენ, დავების საბჭოში საქმის განხილვის მერე კი 1 მლნ-ზე", - აცხადებს დავით ბეგიაშვილი.
"საქმე, რომელიც თაღლითობის მუხლით აღიძრა, დღემდე განსახილველია. რადგან სათანადო მტკიცებულებები არ ჰქონდათ, გადაწყვიტეს საგადასახადო კუთხით შეექმნათ. ჩემმა პარტნიორებმა ("მონბლანმა") და შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნის დიპლომატებს მიმართეს დახმარებისთვის. გერმანიისა და შვეიცარიის ელჩებმა წერილები მოსწერეს ეკონომიკის მინისტრსა და პრეზიდენტს. შვეიცარიის ელჩი ადეიშვილს შეხვდა და უთხრა, ბევრი უკანონობა ჩაიდინეთ, ეს კაცი უდანაშაულოაო. ადეიშვილმა უპასუხა, პირველი საკითხი (ფართობი ჭავჭავაძეზე) დახურულია, თუმცა, საგადასახადო კუთხით სასამართლოში შეუძლია იდავოს, თუ არა, შეიძლება საგადასახადო შეთანხმებაცო. კიდევ ერთი კაცი შეხვდა ადეიშვილს და ჩემზე ესაუბრა, მაგრამ უთხრეს, ამ საქმეში აღარ ჩაერიოო. მივხვდი, რომ საქართველოში დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო, ვითარებას ამზადებდნენ ჩემს დასაჭერად და 2012 წლის აპრილის ბოლოს წამოვედი საქართველოდან", - აღნიშნავს რესპონდენტი და შეკითხვას - "იმას, რაც გადაგხდათ, რას მიაწერთ?" - პასუხობს:
"გარდა იმისა, რომ ვიღაც ჩემი ქონებით დაინტერესდა, იყო ჩემი ბიზნესის განადგურების სურვილიც. სანამ მე პრობლემები მქონდა, საქართველოში გამოჩნდა ახალი ოპერატორი, რომელმაც მაღაზია "ქრონოგრაფი" გახსნა საკრებულოს შენობის პირველ სართულზე! ამ ზონაში ლუქს-ბრენდების ყველაზე დიდი პორტფელი ჩვენს კომპანიას ჰქონდა. ახალი ოპერატორის შემოსვლა მაშინ, როცა ამ ზონაში ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი ამ ბიზნესზე, შეუძლებელი იყო. ჩვენი ჩაძირვით სხვა კომპანიას გაუწმინდეს გზა. ეს არის სომხური კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში და მისი საწესდებო კაპიტალი 50 ლარს შეადგენს. ჩემი ინფორმაციით, "ქრონოგრაფის" მეპატრონე სომხეთის საბაჟოსა და საგადასახადოს უფროსია. ოცწლიანი ავტორიტეტული ქართული კომპანია ჩაძირეს და გზა დაუთმეს უცხოურს. კომპანიის სომხური წარმომავლობა შესანიღბად უნდათ, თორემ დარწმუნებული ვარ, მის უკან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან".