დამლაგებლის შრომა საქართველოში დაბალანაზღაურებად ხელობად ითვლება.
კერძო ოჯახებთან შედარებით, ოფისები დამლაგებლებს მეტს უხდიან, თუმცა იქ ადგილები არასდროს არის ვაკანტური.
დაწესებულება-სამსახურების გარდა, დამლაგებელთა შრომით ყოველთვის სარგებლობდა დიასახლისთა შეძლებული კატეგორია, რომელიც უდროობას ან სიზარმაცეს უჩიოდა. ამ საქმიანობით თვითდასაქმებული ქალბატონები ყოველთვის მრავლად იყვნენ, ამ გაჭირვების ფონზე ახლა მათ ისეთებიც შუერთდნენ, ვინც ამას თაკილობდა და არასდროს იკადრებდა.
ბევრისთის ამგვარი საქმიანობა ამჟამადაც შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ითვლება, თუმცა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, დამლაგებლების ანაზღაურება საქართველოში მხოლოდ სიმბოლურად გამოიხატება.
თუკი კვირაში ერთხელ სტაბილურად დაიბარებთ, დამლაგებელი ერთ მოსვლაზე 5 ლარს გამოგართმევთ, ხოლო ყოველი მეორე მოსვლის შემთხვევაში, 3 ლარითაც დაკმაყოფილდება. ე.წ. „უბორკებზე“ სარგებლობისთვის დამლაგებლის შრომა დღეში 10 ლარი ღირს. ამასთან დასალაგებლად საჭირო ფხვნილები და ხსნარები მასპინძლების საზრუნავია.
უკეთეს სიტუაციაში არიან არასახაზინო დაწესებულებათა ოფისების დამლაგებლები. უკეთესი შემოსავალი (შესაძლოა, დოლარებში) აქვთ აგრეთვე მათაც, ვინც საქართველოში მომუშავე უცხოელებს ემსახურებიან. თუმცა ამგვარი ადგილები, როგორც წესი, არასდროს არის ვაკანტური. ის კი არადა, არც მაინცდამაინც კერძო ოჯახებში მოიძებნება თავზე საყრელი სამუშაო.
საქართველოს პერიფერიებში კი, დედაქალაქთან შედარებით, დამლაგებლის შრომაზე გაცილებით ნაკლები მოთხოვნილებაა.