ვინც ალყის გარღვევა სცადა...

ვინც ალყის გარღვევა სცადა...

13 ოქტომბერს პოლიციამ აღკვეთა მოქალაქეთა მცდელობა, პატივი მიეგოთ მერაბ კოსტავას ხსოვნისათვის.

ამ დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან ექვსი წლისთავი შესრულდა.

თბილისელებმა სცადეს თანაგრძნობა გამოეთქვათ გარდაცვლილი დისიდენტის დედისათვის, ოლღა დემურიასათვის, მაგრამ პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა და ცემით გარეკა ყველა, ვინც ალყის გარღვევა სცადა.

სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი კერვალიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის არა მარტო ადამიანის უფლებათა დარღვევა, არამედ ანტიქრისტიანული აქცია.