სააკაშვილმა გაზეთების

სააკაშვილმა გაზეთების "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" დახურვა ბრძანა!!!

"სააკაშვილმა გაზეთების "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" დახურვა ბრძანა! - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც "ალია ჰოლდინგის" 50 000 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, სწორედ ამას ნიშნავს! ეს არის მიშა გადაწყვეტილება სასამართლოსა სა სამართლის სახელით. ეს არის ქვეყანა, სადაც კანონიცა და სამართალიც ერთი კაცის ხუშტურებზეა აგებული!. სააკაშვილმა "ალია" და "კვირის ქრონიკა" სიმართლისთვის დასაჯა. დასაჯა იმიტომ, რომ ეს გაზეთები ამხელენ მას, მის ხელისუფლებას და მის ფავორიტებს. თუნდაც ისეთ ფავორიტი როგორც ოთარ კობერიძეა და ისეთ დანაშაულში, რასაც პედოფილობა ჰქვია. სწორედ პედოფილობაში მხილებული ოთარ კობერიძე გამოიყენა მიშამ "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" დასახურად! სასამართლოს ცილისწამებად ჩაათვლევინა ის, რაზეც კობერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და რაზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სააკაშვილმა "სააკაშვილმა გაზეთების "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" დახურვა ბრძანა!!!

"სააპელაციო სასამართლოს სახელით მიშამ "ალია ჰოლდინგს" კობერიძისთვის 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, რაც ავტომატურად გულისხმობს ჰოლდინგის ფინანსურად დანგრევას და გამოცემების გაჩერებას. უსამართლო ქვეყანაში, შესაძლოა, აზრიც არ აქვს ამ საქმის სამართლებრივი მხარის განხილვას, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის საქმე, სადაც ყველაფერი დღესავით ნათელია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯერ კიდევ 9 მარტს განიხილა კობერიძის სარჩელი და მაშინ მოსამართლე მესიკ ბუგიაშვილმა ჩათვალა, რომ "ალია-ჰოლდინგს" კანონი არ დაურღვევია. გაგაცნობთ რამდენიმე ციტატას პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: "სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია რომ ზემოაღნიშნულ სტატიებში სადავოდ მიჩნეული გამონათქვამები წარმოდგენილია რესპონდენტთან ინტერვიუების სახით, კერძოდ, ელიზბარ ჯაველიძესთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან და სხვა ინკოგნიტო პირებთან. შესაბამისად, არც ერთი განცხადების ავტორი არ არის ჟურნალისტი, ხოლო რაც შეეხება თავად ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ აზრს და შეფასებებს, იგი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რი გამოც აზრის გამოთქმა არ იწვევს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას..." - აღნიშნავს სტატიაში "ალია ჰოლდინგი".

"შპს "ალია ჰოლდინგმა" (და ჟურნალისტმა დ. ჩუბინიძემ) სტატიების გამოქვეყნებით დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი გამოხატვის თავისუფლების უფლების შესახებ. უშუალოდ მოპასუხის (ან ჟურნალისტის) რამე ქმედებით მოსარჩელე ოთარ კობერიძეს არ დარღვევია კანონით დაცული რომელიმე უფლება და ამის შედეგად არ მიყენებია მას რამე სახის ზიანი...". პირველ აგვისტორ აღმიოჩმდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არაკანონიერი ყოფილა. უსამართლო და პედოფილების დამცველმა მოსამართლემ, თეა სოხაშვილმა-ნიკოლაიშვილმა, ასეთივე უსამართლო და პედოფილების დამცველ მოსამართლეებთან, ივანე წიკლაურთან და მაია ბაქრაძესთან ერთად ოთხშაბათს სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ "ალია ჰოლდინგს" 50 000 ლარი დაეკისროს კობერიძის სასარგებლოდ!" - განაგრძობს გამოცემა.

"რით ასაბუთებს სააპელაციო ამ გადაწყვეტილებას, ჯერ არ ვიცით, რადგან მიშას განაჩენი არ ჩაგვბარებია!. ახლა "ალია ჰოლდინგს" უფლება აქვს სააპელაციოს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც კანონით 20 დღიდან 1 თვის ვადაში უნდა ჩაგვბარდეს, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, რომელმაც, თავის მხრივ, ერთ თვეში უნდა თქვას, საერთოდ განიხილავს თუ არა ამ საქმეს. თუმცა ამს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან სააკაშვილმა განაჩენი უკვე გამოიტანა! იურიდიული ტერმინები არ აგვრევია - დიახ, განაჩენი და არა გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილის განაჩენით "ალია" და "კვირის ქრონიკა" მაქსიმუმ ორ თვეში დაიხურება. უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ "ალია ჰოლდინგს" დაუყადაღებენ ანგარიშებს და თუ ამ ანგარიშებზე ამდენი თანხა არ აღმოჩნდა, ქონებას გაუყიდიან!. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები მხოლოდ შემსრულებლები არიან, ხოლო კობერიძე - შირმა. რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა, რითაც, მის მიერვე "ფაშისტურ ელემენტად" შერაცხული და ზუსტად ერთი წლის წინ უდანაშაულო ფოტორეპორტიორებისთვის მებრძოლი გაზეთები დასაჯა!" - წერს "ალია ჰოლდინგი"

"როგორც ჩანს, მარტში სააკაშვილს არ აწყობდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ზაფხული თავისუფალი მედიის დასასჯელად შესანიშნავი პერიოდია. თანაც კობერიძის საქმე ერთადერთი არ არის - "ალია ჰოლდინგს" "რეალტივი" 100 000 ლარს სთხოვს იმისთვის, რომ რამდენიმე სტატიაში ეს ტელევიზია მოიხსენია ისე, როგორც ყველა იხსენიებს - ანუ გურამ დონაძის ტელევიზიად. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში ეს საქმეც მოგებული გვაქვს, მაგრამ კობერიძის საქმის მსგავსად, შესაძლოა, სააპლაციო სასამართლომ სოხაშვილ-ნიკოლაიშვილებმა, წიკლაურებმა და ბაქრაძეებმა" რეალტივის" დონაძის ტელევიზიად მოხსენიება ცილისწამებად ჩათვალონ და 50 ათასს, 100 ატასიც დაუმატონ. მერე "საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის" საქმე მოდის, რომელიც 17 ათას ლარს გვედავება და ეს საქმეც სასამართლოშია - ესაა თავისუფალი მედიისთვის ფინანსების გადაკეტვა და ამ გზით მისი განადგურების შესანიშნავი მაგალითი", - მიიჩნევს "ალია ჰოლდინგი".

"და მაინც... ჩვენ არ გავჩერდებით! როგორც ყოველთვის, ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის და თავისუფალის სიტყვის გადასარჩენად. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ამის ზიფიკური შესაძლეობა გვექნება. "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" განადგურება გინდა? მაშინ უნდა დაგვხოცო მიშა! სხვანაირად არაფერი გამოგივა!!!" - დასძენს "ალია ჰოლდინგი".