გუშინ ფრაქციების „სახალხოს“, „ლეიბორისტისა“ და „აფხაზეთის“ ინიციატივით, შექმნილი ორგანიზაციის „მოძრაობა აფხაზეთისათვის“ სხდომა გაიმართა.
გიორგაძის თქმით, მისი შექმნა პროცესების დამღუპველი გზით წარმართვამ განაპირობა.
კაკუბავას განცხადებით, უმრავლესობამ დაამტკიცა, რომ მათ მომავალ არჩევნებში გამარჯვების მეტი არაფერი აინტერესებთ.
„პარლამენტი დემაგოგიის თეატრია, ზურაბ ჟვანია კი - მთავარი რეჟისორი. მოვითხოვ, რომ სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდეს.
კაკუბავამ შესთავაზა მონაწილეებს, რომ მიტინგზე საქართველოდან იმ ხალხის განდევნა მოითხოვონ, რომლებმაც აფხაზეთი ამ დღემდე მიიყვანა.
„გიორგი ბარამიძესა და ზურაბ ჟვანიას, ეტყობა, აფხაზეთი საქართველოდ არ მიაჩნიათ“. - დასძინა მან ბოლოს.