საქართველოს სახალხო ფრონტი საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, პირადობის მოწმობაში საქართველოს ყველა ეთნიკურ მოქალაქეს დაუფიქსირდეს ეროვნება „ქართველი“ ან „ქართული“, დაუშვებლად მიიჩნევს.
სახალხო ფრონტის აზრით, ეს დაფარავს დემოგრაფიულ ინფორმაციას, რასაც შედეგად არაქართველთა ასიმილაცია მოჰყვება.
„პასპორტში საკმარისია მოქალაქეობის აღნიშვნა, რადგან ამით ფიქსირდება, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორთა აზრითაც პირადობის მოწმობაში უნდა ჩაიწეროს მოქალაქის ეროვნება და „საქართველოს მოქალაქე“, ხოლო პასპორტში მხოლოდ „საქართველოს მოქალაქე“.