რომელი “ზონდერი” შესახლდება რომა კუსიანის დაყადაღებულ ბინაში

რომელი “ზონდერი” შესახლდება რომა კუსიანის დაყადაღებულ ბინაში

 

“თავისუფალი დემოკრატებისა” და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, რომა კუსიანი ნათია მოგელაძის ერთ-ერთ მსხვერპლთაგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ჭიპმოჭრილი რომა დღე-დღეზე უბიანოდ დარჩება - “ოცნებისთვის” შეწირული 30 ათასი ლარის გამო, მოგელაძემ ხუთამგი ჯარიმის, ანუ 150 ათასის გადახდა დააკისრა და, პარალელურად, ბინაც დაუყადაღა. ჰოდა, თუკი კუსიანი ჯარიმას არ გადაიხდის, სახელწმიფო ხუთ-ოთახიან ბინას გაუყიდის. შეიძლება, სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ მგონია, რომ “ნაციონალები” რომა კუსიანს საგანგებოდ სჯიან და ამ “დასჯას” გარკვეულწილად შურისძიების ელფერიც დაჰკრავს...      

- რომა, რას გერჩიან?
- მხოლოდ მე კი არა, მთელ ჩვენს კოალიციას ერჩიან...
- კი ბატონო, მაგრამ წესით, უნდა გცოდნოდა, “ოცნებასფულს რომ შეწირავდი, ნათია მოგელაძე დაგაყადაღებდა...
- სერიოზულად გეუბნები, რომ ამას არ ველოდი...
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი შემოსავალი საშუალებას მაძლევდა, კოალიციისთვის 30 ათასი შემეწირა.
- რომა, თუ არ ვცდები, 2008 წლის შემდეგ ოფიციალურად არსად მუშაობ, შემოსავალი და, მით უმეტეს, დანაზოგი საიდან გაქვს?
- 2008 წელს, ანუ დეპუტატობის დროს, დანაზოგი 37 ათასი ლარი მქონდა, 2008 წლის შემდეგ კი, საოფისე ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი საბანკო სექტორის გავლითაა დეკლარირებული... ვინაიდან ხელისუფლებას გლეხი თვითდასაქმებულად ჰყავს გამოცხადებული, ამიტომ, როგორც დამატებით შემოსავალი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიც ვაჩვენე, რომელიც საჩხერის რაიონში მდებაროებს და რომელიც მუშავდება.
- ქუჩაში როდის დარჩები, ანუ დაყადაღებული ბინის დაცლას როდის მოგთხოვენ?
- მაშინ, როცა აღსრულების პროცედურები დასრულდება.
- და ამის შემდეგ შენი ბინა აუქციონზე გაიყიდება?
- არ ვიცი, რას შემომთავაზებენ, რადგან აღმოჩნდა, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების ტყვეობაში მოექცნენ და ამას ისიც მოწმობს, რომ პარტიებმა, რომლებიც დააჯარიმეს, ჯარიმის გადახდის ყველანაირ ვადას გადააცილეს, მაგრამ დღემდე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ამ პარტიებს რა უნდა მოუხერხონ. არადა, კანონიდან გამომდინარე, ეს პარტიები აქამდე უნდა დაეყადაღებინათ...
- სასამართლომ რამდენოთახიანი ბინა დაგიყადაღა?
- ხუთი.
-
და ეს ბინა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ანუ 150 ათასს ჰყოფნის?
- ორჯერ 150 ათასს ჰყოფნის.
- ვთქვათ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, არჩევნების შემდეგ კი, ხელისუფლებაშიოცნებამოვიდა. ამ საცხოვრებელ ფართს უკან დაიბრუნებ?
- არა.
- აბა, რას იზამ?
- დოკუმენტაცია, რომელიც სასამართლოს ახლაც წარვუდგინე, გამარჯვებისთვის არასააკაშვილისეულ სასამართლოში სრულიად საკმარისია.
- ეს გავიგე, მაგრამ თუკი მფლობელი სხვა იქნება, თუნდაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ბინას როგორ დაიბრუნებ?
- ბინას კი არა, ბინის შესაბამის თანხას დავიბრუნებ.
- მოკლედ, რომა, ასეა თუ ისე, “ნაციონალთაბუნებას გადასარევად იცნობ, იმასაც ამბობენ, რომ იდეალური სტრატეგი ხარ და კიდევ გეკითხები, ნუთუ, ყასიდადაც არ დაუშვი, რომ ბინას, ან სხვა ქონებას დაგიყადაღებდნენ?
- ნაწილობრივ დაშვებული მქონდა...
- რომა, ძალიან ხალისიანად მელაპარაკები. არადა, დღე-დღეზე ქუჩაში უნდა აღმოჩნდე და რა გიხარია?
- პირველი, ის მიხარია, რომ ოჯახი ყველაფერს გაგებით შეხვდა...
- ანუ, ცოლმა ისტერიკები არ მოგიწყო?
- არა, ელემენტარული გულისწყვეტაც კი არ ყოფილა, თან მართლა მაინტერსებს, თუ რომელი “ზონდერი” შევა ჩემს ბინაში... ვანო, ამ საქმეში მთავარი იცი, რა არის?
- რა?
- რა და, - სახელმწიფო მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს მეუბნება, შემოსავალი არ გქონდაო. თუკი შემოსავალი არ მქონდა, მაშინ რითი ვცხოვრობდი? ამასთან, სახელმწიფო მეუბნება, 30 ათასი დანაზოგი არ გქონდა, მაგრამ ახლა, მე მჭირდება და საიდანაც გინდა, 150 ათასი მოიტანეო.
- ეს საკითხი სასამართლოზე არ დასვი?
- რა თქმა უნდა, დავსვი. სხვათა შორის, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საბანკო პრობლემების შემთხვევაშიც კი, მოქალაქეს კანონი იცავს, რომ ბინა არ დაეკარგოს. საქართველოში კი, მოქალაქის ბინიდან გამოყვანის, ასე ვთქვათ, ინიციატორი სახელმწიფოა და ეს ნოვაცია მხოლოდ რომა კუსიანსა და კიდევ ხუთ ადამიანზე გავრცელდა, თორემ მანამდე ვითომ დარღვევისთვის 19 პირი გაასამართლეს და მათთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ ჯარიმა მათაც დააკისრეს, მაგრამ ქონებისთვის ყადაღა არ დაუდვიათ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ჯარიმას სახელმწიფო მაშინ ამოიღებს, თუ მათ ანგარიშზე ჯარიმის შესაბამის თანხა გაჩნდება.
- რომა, გასაკვირი არაა, რომ სამაგალითოდ დაგსაჯეს და აი, რატომ: შენ, მიხეილ სააკაშვილი და სხვაგანაციონალებულისუბიექტები თავის დროზემოქკავშირისწიაღშიიშვით”... სხვათა შორის, გუშინდელი დღესავით მახსოვს, თუ როგორ დატოვეთმოქკავშირი”, როგორ შექმენით .. ჟვანიას გუნდმაგაერთიანებული დემოკრატები”, სააკაშვილმა კი, - “ნაცმოძრაობა”... ისე, ხმა დადის, რომ მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი შენ გააცანი...
- არა, არანაირად...
- შენც საჩხერელი ხარ და ივანიშვილს ადრეც ხომ იცნობდი?
- კარგად არა, თუმცა მხოლოდ მას კი არა, მისი ოჯახის წარმომადგენლებს - ძმას და დასაც ვიცნობდი...
- რომა, ახლა მიშა რომ შეგხვდეს, რას ეტყვი?
- პირველ რიგში, იმას გავუმეორებ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს შევუთვალე.
- 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობ?
- დიახ, მაშინ კიდევ ერთხელ ვენდე და საჩხერე-ჭიათურაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაზე დავთანხმდი. სხვათა შორის, ამ, ასე ვთქვათ, თანამდებობაზე ერთადერთი სამოქალაქო პირი ვიყავი, რადგან ყველა სხვა რაიონში მაშინ არჩევნები პოლიციამ და პროკურატურამ ჩაატარეს. სააკაშვილის ინტერესი იყო, რომ ჭიათურა, რომელიც სინამდვილეში, მისი მშობლიური რაიონი არაა, მის მხარეს ყოფილიყო.
- რომა, ახლა აღიარე: 2008 წელს საჩხერე-ჭიათურაში საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა?
- საჩხერე-ჭიათურაში “ჩაყრა” ნამდვლად არ მომხდარა. უბრალოდ, ერთ-ერთ ზონაში არასწორი ოქმები დაიწერა.
- და მაინც, რა შეუთვალე მიხეილ სააკაშვილს არჩევნების მეორე დღეს?
- საჩხერე-ჭიათურაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაზე იმ პირობით დავთანხმდი, რომ ისინი, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, პოლიტიკას ჩამოციდლებოდნენ.
- კონკრეტულად, ვინისინი”?
- “თავისუფლების ინსტიტუტი”.
- ანუ, გიგა ბოკერია?
- მხოლოდ ბოკერია კი არა, ყველა, ვინც “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიის მატარებელია. სხვათა შორის, 2008 წელს სააკაშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ქუთაისში გახსნა და ის სიტყვები, რაზეც ჩვენ ვიყავით შეთანხმებულნი, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა და განაცხადა, ვინც ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, სახელისუფლებო წრეებს ჩამოშორდებიანო, მაგრამ არჩევნები რომ დამთავრდა, ტელევიზიით ისევ “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიის მატარებელი ხალხი გამოჩნდა, სააკაშვილს კონკრეტული ადამიანის პირით შევუთვალე, თუმცა, ამ ადამიანმა შენათვალის სააკაშვილამდე მიტანაზე უარი თქვა.
- ეს ადამიანი ვინაა, ან შენათვალის მიტანაზე უარი რატომ თქვა?
- ვანო, მის ვინაობას არ ვიტყვი, თუმცა მან მითხრა, რომ თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა და თუ რამის თქმა მინდოდა, სააკაშვილისთვის პირადად მეთქვა.
- ასეთს რას აბარებდი სააკაშვილთან, რომ ადამიანმაშენათვალისგადაცემაზე უარი თქვა?
- სააკაშვილს შევუთვალე, რომ მატყუარაა.
- სააკაშვილი მას შემდეგ არ გინახავს?
- არა. ამის შემდეგ, პრაქტიკულად, აღარც პარლამენტში დავდიოდი, თუმცა ამის მიუხედავად, 2008 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტეს, რომ “ნაციონალების” საარჩევნო სიაში ვყოფილიყავი. როცა ამის შესახებ გავიგე, საარჩევნო სია უკვე ცესკო-ში იყო გაგზავნილი, მაგრამ ცესკო-ს გადაწყვეტილება მივაღებინე, რომ ჩემი გვარი სიიდან ამოეღო.
- ესე იგი, სააკაშვილისთვის რომა კუსიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა?
- არ ვიცი...
- შენი ნაამბობი იმის თქმის საფუძველსაც იძლევა, რომ პრეზიდენტმა შენზე შური იძია...
- შურისძიების ელემენტები არ ჩანს...
- 150 ათასით დაგაჯარიმეს, თან ბინაც დაგიყადაღეს და ამაზე მეტი შურისძიება რაღა გინდა?
- ყველას აჯარიმებენ, ვინც “ოცნებას” ეხმარება...
- რომა, როგორ ფიქრობ, შენი დაჯარიმება-დაყადაღების ბრძანება პირადად პრეზიდენტმა გასცა?
- ამაში უფრო ლევან ბეჟაშვილი მონაწილეობდა...
- რომა, რასაც ახლა გკითხავ, გულწრფელად მიპასუხებ?
- კი ბატონო, ოღონდ თუ ისე თემას შეეხები, რომელზეც ოდესმე რაღაც პირობა მაქვს მიცემული, არაფერს გეტყვი...
- კარგი... .. ჟვანიას გუნდის ყოფილ წევრებთან, რომლებიც დღესნაციონალურ ავანგარდშიდგანან, მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანთან, ან გია ბარამიძესთან ურთიერთობა გაქვს?
- არა! ეს ურთიერთობა წარსულს მას შემდეგ ჩაბარდა, რაც ამ ადამიანებმა ჟვანიას გუნდის იმ წევრების მიმართ გულგრილობა გამოიჩინეს, რომლებიც ვცდილობდით, რომ საქმე, რომელიც თაროზეა შემოდებული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ყოფილიყო.
- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე ლაპარაკობ?
- დიახ...
- ანუ, მიხეილ მაჭავარიანს ან, სულაც, გია ბარამიძეს ამ კუთხით რამის გაკეთება შეეძლო?
- რა თქმა უნდა... თუკი ისინი ჩვენთან და ოჯახთან ერთად დადგებოდნენ, ყველას ვარწმუნებ, რომ ეს საქმე თაროზე შემოდებული არ დარჩებოდა!
- გული გწყდება, რომ თქვენი მეგობრობა ასე დამთავრდა?
- ვანო, მოდი, ამას მეგობრობას ნუ დავარქმევთ. ჩვენ ძალიან ახლო საქმიანი ურთიერთობა გვქონდა...
- იმ წლებს ნანობ?
- არა, რადგან ერთად ყოფნით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით...
- რომა, ეგებ, შეცდომა მაშინ დაუშვი, როცა ჟვანიას საქმის თაროზე შემოდების მიუხედავად, სააკაშვილს საჩხერე-ჭიათურაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაზე დასთანხმდი?
- არჩევნების დამთავრებისთანავე ჩავთვალე, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, თუმცა როცა შტაბის ხელმძღვანელობას მთავაზობდნენ, ჩვენს შორის ძალიან გულახდილი საუბარი გაიმართა და მეგონა, რომ სააკაშვილი თავის, ასე ვთქვათ, თვითშემოქმედებაზე დაფიქრდა...
- ამ გულახდილი საუბრის დროს პრეზიდენტს ჟვანიას გარდაცვალებაზე არაფერი ჰკითხე?
- კი, ვკითხე...
- და რა გიპასუხა?
- მხოლოდ ის ვიცი, რაც ცნობილია და გული ძალიან მტკივა, რომ ერთ-ერთი თანამებრძოლი გამომაკლდაო.
- დაუჯერე?
- არა, თუმცა მაშინ გარემოცვის განწყობის ტყვეობაში იყო...
- რომა, შეიძლება, ამ თემის განვრცობა არ ღირს, მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. როგორც ვიცი, “ნაციონალებიჟვანიას წინააღმდეგ რაღაც პატარ-პატარა ინტრიგებსვარდების რევოლუციისდამთავრებისთანავე აწყობდნენ... სხვათა შორის, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, მისი ერთგულები ცოტანი დარჩით...
- გარდაცვალებამდეც ასე იყო... ამ ერთგულებაში დიდი ზღვარი 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გაავლო და ყველამ საკუთარი ინტერესი გამოაჩინა.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობ...
- რას და, - საარჩევნო კამპანიის დროს ე.წ. ჟვანიას გუნდის ბევრმა წარმომადგენელმა ის საქმე აკეთა, რაც მიხეილ სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” სჭირდებოდა.
- ესე იგი, ადასტურებ, რომვარდების რევოლუციისდამთავრებისთანავე საკაშვილსა და ჟვანიას შორის დაპირისპირებამ იჩინა თავი?
- ეს დაპირისპირება კი არა, კონკურენცია იყო, რომლის ელემეტებსაც სააკაშვილი და მისი გუნდი ამძაფრებდა.
- იმხანად სააკაშვილის გუნდშირესპუბლიკელებიციყვნენ...
- ეგენი მთავარი გამძაფრებლები იყვნენ...
- შენი აზრით, რა გახდა ჟვანიას მოცილების მოტივი?
- რაღაც ეტაპზე, დღის წესრიგში ჟვანიას ლიკვიდაციის გეგმა აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ ის, რაც მოხდა, ლიკვიდაციის გეგმის აღსრულება არ იყო და ყველაფერს კონკრეტულ შემთხვევითობას მივაწერ.
- შეგიძლია, დაასახელო, ვთქვათ, სამი ადამიანი, ვინც ჟვანიას სიკვდილის საიდუმლო იცის?
- ეს საიდუმლო, დარწმუნებული ვარ, რომ იცის სააკაშვილმა, ყველა სხვა ადამიანი კი, ამ პროცესში ჩართულია...
- მას შემდეგ, რაც პრემიერი გახდა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ყველაფერზე, რაც ჩემი შს მინისტრობისას მოხდა, პასუხისმგებლობას ვიღებო. ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილსაც აკისრებ?
- ჟვანიას საქმის არგამოძიებაზე პასუხისმგებლობა მერაბიშვილს ეკისრება...
- წეღანრესპუბლიკელებიახსენე. არსებობს მოსაზრება, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი ამ გუნდს დროზე არ მოიცილებს, კოალიციის საქმე ცუდად იქნება. ისე, იმასაც ამბობენ, რომ ყველა ოპოზიციურ ერთობაში, რომელიცვარდების რევოლუციისშემდეგ არსებობდა, განხეთქილება თითქოსრესპუბლიკელებმაშეიტანეს... მოკლედ, არსებობს თუ არა გარანტია, რომ დღესრესპუბლიკელებიორმაგ თამაშს არ თამაშობენ?
- ვინც რა თამაში უნდა ითამაშოს, არ არსებობს საშიშროება, რომ პროცესი დაზარალდეს, რადგან ამ პროცესების მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია...
- არსებობს თუ არაქართულ ოცნებაშიინტრიგები?
- ინტრიგებს ვერ დავარქმევ, მაგრამ საერთოდ, ყველა კოალიციაში ასეა - ყველა თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს...
- რომა, როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე კვირაა, სამეგრელოში ხარ. თავის დროზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება სამეგრელოში არაფორმალურ შეიარღებულ დაჯგუფებებს ქმნის... არსებობს კულუარული ვეერსია, რომ ზუგდიდში შესაძლოა, “ქართული ოცნებისაქცია დაარბიონ... მოკლედ, რომა, ვინაიდან სტრატეგად ითვლები, ალბათ, იცი, თუ რა შეიცვალა ბაჩოს ახალიას შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ...
- შსს-ა თუ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს დამატებითი იმპულსი არ მიუღიათ, ანუ ორ კვირაზე მეტია, ბაჩო ახალია შს მინისტრია, მაგრამ სამეგრელოში რაღაც მოქმედებები არ ჩანს. ადრე ადამიანები იმაზე ლაპარაკსაც ერიდებოდნენ, რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა და ეს ხელისუფლება ცუდია, ახლა კი, ხალხი კოალიციასთან ღიად მოდის.
- შენი ინორმაციით, “ნაცმოძრაობაშიპანიკაა?
- პანიკა კი არა, გაჭირვებაა, რადგან ვეღარ შოულობენ ადამიანებს, ვინც აქტივისტები და კოორდინატები იქნებიან. ამიტომ, კოორდინატორებად შემთხვევითი ხალხი მოჰყავთ. ამასთან, ვიცი, რომ “ნაციონალები” ზუგდიდში ყველა უბანზე თვეში, მინიმუმ, 5 ათას ლარს ხარჯავენ...
- “ნაციონალებში.. წასვლის სამზადისი იგრძნობა?
- რაღაც-რაღაც დავალების შესრულების დროს, შემსრულებლის მხრიდან ხშირად ვალდებულებას ვგრძნობ, ანუ ადამიანები იმ ჩარჩოს იქით აღარ გადიან, რაც დაავალეს... კატა ცდილობს ხოლმე, რომ ყოველთვის ფეხებზე დახტეს. “ნაცმოძრაობაც” ამას ცდილობს და ვა-ბანკზე მიდის, რომ ხელისუფლების რაღაც ნაწილი დაშინების გზით მაინც შეინარჩუნოს და არჩევნებზე 30 პროცენტში მაინც აღმოჩნდეს.
- მმართველი გუნდის გავლენიანი პერსონები იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეთ, “ქართულ ოცნებასთანდაახლოებას ცდილობენ?
- ადგილზე მათი მოქმედებები ისეთი აგრესიული აღარაა, როგორც 2007-2008 წლებში იყო და გუბერნიისა თუ გამგეობის თანამშრომლები “გამარჯობასაც” მედიდურად აღარ ამბობენ...
- ეს გასაგებია, მაგრამ მებობოლა” “ნაციონალებზეგკითხე...
- ამის თქმა მხოლოდ დეპუტატებზე შემიძლია...
- რომა, მართალია, აუდიტის სამსახურის უფროსობიდან გადადგა, მაგრამ როგორც ვიცი, ლევან ბეჟაშვილზე გარკვეული მამხილებელი მასალა გაქვს და არ აპირებ, რომ უჩივლო?
- არა, თუმცა ბეჟაშვილი თავადაა სამართალდამრღვევი, რადგან 2012 წლამდე უმაღლესი თანამდებობის პირი, პარალელურად, ინდმეწარმე იყო, რაც კანონით, აკრძალულია.
- რას აწარმოებდა?
- ეს საგადასახადო დოკუმენტაციაში გამოჩნდება, რომლის გამოთხოვის უფლებაც რიგით მოქალაქეს, პრაქტიკულად, არ აქვს. გარდა ამისა, ვაპირებ “თიბისი ბანკს” ისეთივე სახის კრედიტი მოვთხოვო, როგორიც ბეჟაშვილს მისცა - ვაშლიჯვაშრი მდებარე 41 კვატრატულმეტრიანი საცხოვრებელი ფართის საფუძველზე, 500 ათასი დოლარის კრედიტი გამოუყო. სხვათა შორის, ბეჟაშვილს, სხვადასხვა დამსახურების გამო, თბილისის ზღვაზე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად აჩუქეს... საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რომ ვიყავი, იყო მცდელობა, რომ ჩემთვის გარკვეული ჰონორარი მოეცათ, მაგრამ უარი ვთქვი...
მოკლედ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის კონტროლის პალატას პასუხს აუცილებლად მოვთხოვ, ბინის წართმევისთვის კი, რა თქმა უნდა, ევროსასამართლოსაც მივმართავ. სხვათა შორის, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, 150 ათასი ჯარიმის გადახდის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღეს, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი, რადგან ჯერ ერთი, ეს ჯარიმა უკანონოა, მეორეც, ვთვლი, რომ ხელისუფლებას ხარკი არ უნდა გადავუხადოთ.
- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 10 მილიონი გადარიცხა და სტიქიის მთელი ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზადაა, თუმცანაციონალებიამბობენ, ივანიშვილმა, უბრალოდ, ჯარიმა გადაიხადა და ამ თანხას სახელმწიფო საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგავსო...
- სხვათა შორის, არსებობდა ინიციატივა, რომ ფონდი შექმნილიყო, სადაც მხოლოდ ივანიშვილი კი არა, ნებისმიერი სხვა მსურველიც თანხას შეიტანდა, მაგრამ ფონდი არ შექმნეს და ივანიშვილლმა ეს გამოსავალი მონახა. ისე, ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხიდან სტიქიით დაზარალებულ თითოეულ ოჯახს, მინიმუმ, ათი ათასი ლარი უნდა გადაუხადონ!
- რომა, ბიძინა ივანიშვილმა გაიგო, რომ უსახლკაროდ რჩები?
- არ ვიცი...
- ისე, არ გინდა, ავანტიურაზე წახვიდე და სოციალურად დაუცველთა სააგენტოს მიმართო?
 - სააგენტოს არა, მაგრამ ვაპირებ, დასაქმების სამინისტროს მივმართო და მაინტერსებს, სამი მოწვევის პარლამენტის წევრს სად დამასაქმება