კუდი - ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც კანონის სახელით ადამიანებს ხოცავს

კუდი - ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც კანონის სახელით ადამიანებს ხოცავს"

"გავიხსენებ ნავთლუღის ბაზართან ჩახოცილ 3 ადამიანს - ესეც კუდის ოპერაცია იყო. მაშინ ამ მკვლელობის დეტალები ბოლომდე არ იქნა გაშუქებული. მოკლეს რომანოზ სურმანიძე, მურად გორგაძე და მარად არქმელიძე. ისინი ისე ჩახოცეს, რომ ზუსტად არ იცოდნენ, ვის კლავდნენ - მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი იცოდნენ - მურად გორგაძის. სამი დღის განმავლობაში ვერც ერთი უწყება ვერ ასახელებდა. გავრცელებული ინფორმაციითაც, ეს 3 ადამიანი ჩახოცა კუდ-მა და ამაში თავად დათა ახალაია და დონაძე მონაწილეობდნენ", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სკანდალური ფაქტები დათა ახალაიას შესახებ / "თავიდან ბოლომდე რომ გავშიფროთ კუდ-ის მოქმედება, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც კანონის სახელით ადამიანებს ხოცავს, აპატიმრებს, პროსტიტუციას, ტრეფიკინგს, ნარკობიზნესს ეწევა".

"მათი თქმით, დახოცილი ადამიანები ციხიდან აპირებდნენ შეიარაღებული თავდასხმით მურად გორგაძის ძმის გია გორგაძის გამოყვანას, რომელიც რუსთავის პირველ დაწესებულებაში იჯდა და კუდ-იც თურმა ასე იმიტომ მოიქცა. ოჯახის წევრები თავად ცდილობდნენ სიმართლის გარკვევას, მათ ნახეს ფაქტის თვითმხილველიც, რომელიც ამბობდა, რომ სამივე გარდაცვლილი დახვრეტამდე მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, არ ესროლათ მათთვის, მაგრამ ყველა დახოცეს ავტომატური იარაღით და საკონტროლო ტყვიებიც დაახალეს. ბოლოს კი გვერდით იარაღი დაუწყვეს, რაც იყო აბსურდი და ავისმქნელი დათა ახალაიას "შემოქმედება": სამივე მათგანი ახალი ჩამოსული იყო თურქეთიდან, ისეთი მიკლე ტყავის ქურთუკები ეცვათ, იქ იარაღს ნამდვილად ვერ დამალავდნენ, მაგრამ ქათმებს რომ დახოცავენ, ისე დახოცეს ეს ხალხი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე.

"საქმე კი მიჩუმათდა. ერთი პერიოდი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ესეც შეჩერდა და აღარც გაგრძელებულა, რადგან პროკურატურა ვერ იტყოდა, ეს ადამიანები კუდმ-მა დახოცაო. დამნაშავეც რომ ყოფილიყო ეს ხალხი, ამ სტრუქტურისთვის მათი გაუვნებელყოფა პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მათ მაინც სისხლის გზა არჩიეს. დახოცვის შემდეგ მათ ბინებში ჩხრეკაც კიო არ ჩაუტარებიათ - თუ მართლა მკვლელები იყვნენ, ხომ ასე უნა მოქცეულიყვნენ? მაგრამ ასეთია დათა ახალაიასა და მისი ძმის სისხლიანი კვალი. ამ ხალხის ჩახოცვის ერთ-ერთი მიზეზიც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში შიშის დანერგვის მცდელობა გახლდათ. სამწუხაროდ, მაშინ არასამთავრობო სექტორმაც ვერ დააყენა მწვავედ ეს საკითხი. თუმცა ეს ოპერაცია პირადად დათა ახალაიას სინდისზეა და მის უშუალო ცოდვად ითვლება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველოში ნარკომაფიის, პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის საკითხი ძალიან მძიმედ რომ დგას, ეს არის ფაქტი. აჭარაში რაც ხდება, ეს კუდმ-მა მშვენივრად იცის, მაგრამ რადგან ვარშალომიძის ბიზნესია, ხმას არ იღებს. აბსოლუტურად ყველგან, სადაც სანაპიროა, სადაც დამსვენებლები ჩადიან გახსნილია ე.წ. ბორდელები, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება რა დანაშაულიც უნდა მოხდეს. რადგან თუ ეს ყველაფერი სრულყოფილად გამოიძიეს, აჭარის მეპატრონის პასუხისმგებლობამდე მივლენ. პოლიცია ყველა ასეთ საქმეს იგნორს უკეთებს და ამის გარანტი არიან სწორედ ახალაიები. ცხადია, ამ ბიზნესებიდან მხოლოდ ვარშალომიძე არ ჭამს - ეს არის ნაციონალების ყულაბა, რომელსაც აჭარის ხელმძღვანელი უკეთებს ორგანიზებას და კუდ-ი ამ ყველაფრის მფარველია. თავიდან ბოლომდე რომ გავშიფროთ კუდ-ის მოქმედება, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც კანონის სახელით ადამიანებს კლავს, ხოცავს, აპატიმრებს, პროსტიტუციას, ტრეფიკინგს, ნარკობიზნესს ეწევა და ა.შ. არანაირი საერთო კუდ-ს კანონთან და სამართლის დაცვასთან არ აქვს", - დასძენს ლევან ჩიტაძე.

"მეტსაც გეტყვით - ახლა კორპუსებში დადიან ნაციონალების აგენტები და ოჯახის ყველა წევრს ასეთ კითხვებს უსვამენ: იცით თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილმა გამოგიყოთ 1000-ლარიანი ვაუჩერი? რაში უნდა მოიხმაროთ ის? მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და ვის აძლევთ ხმასო. მინდა საზოგადოება გავაფრთხილო, რომ ესეც კუდ-ის დაგეგმილი ერთ-ერთი სცენარია, რათა წინასწარ გამოავლინონ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და არჩევნებამდე მათ შესაბამისად გაუსწორდნენ. მინდა ასევე ყველამ იცოდეს, რომ ყველა ინფორმაცია, რასაც ნაციონალების ე.წ. აგენტები აგროვებენ კითხვარების, გამოკითხვებისათუ დაკვირვებების სახით, ყველა კუდ-ში მიედინება და მერე ამის შესაბამისად ექცევიან ადამიანებს", - აცხადებს მოძრაობა "არას" ლიდერი და შეკითხვას - "კი მაგრამ, დათა ახალაია ახლა თავდაცვაშია და კუდ-ის სცენარების დაგეგმვაში კიდევ მონაწილეობს? - პასუხობს:

"ახლა მისი ძმა ბაჩოა ამ ყველაფრის მეთაური და როგორ გგონიათ, დათა ამ საქმეს ჩამოშორდებოდა თუ უფრო კარგად არ ჩაყოფდა ცხვირს?"