გუშინ მიხეილ სააკაშვილი თავისი პარტიისა და ხელისუფლების ღირსებებზე ღიად ალაპარაკდა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სიბინძურისა და სიყალბის აპარატი დაუპირისპირდა.
„ჩემი და ჩემი თანაფრაქციელების წინააღმდეგ დიდი ფული და დიდი წინააღმდეგობა გაერთიანდა.
ეს სიყალბისა და სიბინძურის აპარატია. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას, ჩვენთვის ეს საქართველოს თავისუფლების, ამ ხელისუფლების ღირსების საკთხია.
ამნისტირებული კლეპტომანების ხელში ჩაგდებული საქართველო იქნება ფეხქვეშგათელილი, ღირსებაშელახული საქართველო, მთელ მსოფლიოში ყველას საგინებელი. ბრძოლა ამ ხალხის წინააღმდეგ ხალხის მომავლისთვის ბრძოლაა“. - განაცხადა სააკაშვილმა.