ქუთაისიდან დაბრუნებული ელენე თევდორაძე ცოტა არ იყოს შეშფოთებული იყო.
„აქედან რომ გავალ ყველას დაგხოცავთ, მათ შორის შენცო“ - დამუქრებია მას ქუთაისის ციხეში მყოფი გიორგი კუტივაძე.
მუქარის მიზეზი ასეთია: კიტოვანის შეიარაღებული ფორმირების უიარაღო წევრს, გიორგი კუტივაძეს სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კუტივაძე, თურმე, საკმაოდ ჯანღონიანი ვაჟკაცი ყოფილა და თევდორაძე შეშფოთებულია, ვაითუ მუქარა მართლა აასრულოსო.