არავის ჰქონდეს ილუზია, რომ როგორმე გააჭიანურებს საგამოძიებო კომისიის მუშაობას

არავის ჰქონდეს ილუზია, რომ როგორმე გააჭიანურებს საგამოძიებო კომისიის მუშაობას

არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ან თავისი პოლიტიკური პოზიციიდან, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას გააჭიანურებენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ, კომისიის წევრ ეკა ბესელიასთან მიმართებაში ზაზა სარალიძის პოზიციის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბესელიასთან მიმართებაში ზაზა სარალიძის პოზიცია მისთვის გასაგებია და კომისიაში მის მუშაობაზე გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. 

"მე ძალიან კარგად მესმის ბატონი ზაზას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. თავის დროზე კარგი იქნებოდა, რომ "ქართულ ოცნებას" შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ახლა კომისია გააგრძელებს მუშაობას. როგორც ზაზა სარალიძის, ასევე ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობა იქნება. აქედან გამომდინარე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბესელია ამას ვნახავთ. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ან თავისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, როგორმე გააჭიანურებენ ამ კომისიის მუშაობას. თვითონ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება ბესელიასთან დაკავშირებით", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.