ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა

ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. ამის შესახებ ევროკავშირში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal წერს.

„შესაბამისი თხოვნით პუტინმა კურცს ავსტრიის დედაქალაქში 5 ივნისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის დროს მიმართა. ავსტრიის კანცლერი პუტინს დაპირდა, რომ აღნიშნულ ინიციატივას აშშ-ს პრეზიდენტთან დააყენებს“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კურცმა ამ საკითხზე შესაძლოა მომავალ კვირას, ბერლინში ვიზიტის დროს, გერმანიაში აშშ-ს ელჩთან იმსჯელოს.

„ავსტრიელები მზად არიან საკუთარ ქვეყანაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ჩაატარონ. მოლაპარაკებების მიზანი სირიის, უკრაინისა და სხვა საკითხების ირგვლივ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებაა“, - აღნიშნავს გამოცემა.