რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების მიზნით დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს აგზავნიან

რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების მიზნით დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს აგზავნიან

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში რუსულ ენაზე მსახურებისთვის სასულიერო პირს აგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.

„2018 წლის 14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილე I-ს განცხადება საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის გაგზავნის შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან შეთანხმების შედეგად წმინდა სინოდის წევრებმა თბილისში, რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების მიზნით ქალაქ მოსკოვის დეკანოზის ვლადიმერ ალექსანდროვის გაგზავნა გადაწყვიტეს. აუცილებელ შემთხვევებში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.