კახა კალაძე: მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ცილისწამებაა, საქართველოს სულისკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილშიც გამოიკვეთა.

მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს გააჩნია მნიშვნელოვანია. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი - ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დოი ჩემს ქვეყანას გაუმარჯოს, ამდენი მოღალატე აგენტურის გადამკიდეს კიდევ როგორ უდგას სული...ყველაფერი კარგად იქნება...
1 საათის უკან