ლევან მახაშვილი: ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი, რაც მანამდეც გვინახავს

ლევან მახაშვილი: ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი, რაც მანამდეც გვინახავს

ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი, რაც მანამდეც გვინახავს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე საუბრისას.

სავარაუდოდ ახლაც იქნება ერთგვარი შაპიტო, სადაც მოწვეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს, საზოგადოებრივი შუღლის და შფოთის გაღრმავებას, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო. ჩვენთვის ეს ადამიანები არ არიან ის ადამიანები, რომელთაც ნამდვილად გულწრფელად აღელვებთ საქართველოს ბედი და არ არიან ის ადამიანები, რომელთაც ეთქმით საქართველოს მომავალზე რაიმე სიტყვა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ჰელსინკის კომისია, რომლის მოსმენაზე მოწმეებად სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან დაბარებული, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.