მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იწყებს მუშაობას

საქართველოს მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იწყებს მუშაობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა შემუშავდება. 

"ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, შესაძლოა პარლამენტის წევრებიც, თბილისის მერი, სადაც ჩვენ კომპლექსურ გეგმაზე ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ხელმისაწვდომობაზე. ეს იქნება საყოველთაო ჩართულობით შედგენილი გეგმა, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება ამის აღსრულებაში", - განაცხადა პრემიერმა.