კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადების გახლეჩის მცდელობა, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოველენთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია, სამართალდამცავები უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა.
„ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რამე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. მოვუწოდებ სამართლადმცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.
ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.