ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროებოდა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროებოდა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საუბრისას „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ამბიციური მიზანი აქვს და ეს არის „ქართული ოცნების“ ევროპული ტიპის გაერთიანებად ჩამოყალიბება. 

„ამ კუთხით ნამდვილად არ იყო აუცილებელი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა ძალიან დიდი როლი შეასრულა - როგორც კი გამოჩნდა ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამან გაამარტივა იმ სირთულეების მოგვარება, რომელიც იყო „ქართულ ოცნებაში“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამისთვის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელი არ იყო. ამას შევძლებდით ჩვენ ასეთი ნაბიჯის გარეშეც. 

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი. ბევრად უფრო მაღალი და ამბიციური მიზანი. ეს არის საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება უშიალოდ „ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირების საკითხს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო გარკვეული შეცდომები და არასწორი განცხადებები. „იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული, არ მინდა დეტალებში შესვლა. იყო არასწორი განცხადებები გაკეთებული“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ, თუმცა რა შეცდომები და განცხადებები ჰქონდა მხედველობაში, არ დაუკონკრეტებია.