არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია

არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ქრონიკასთან“ აფასებს და აღნიშნავს, რომ იუკნევიჩიენე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია.

„ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ამ ადამიანებს აკრიტიკებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არ ირჩევენ მის მეგობარ ძალას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა - „გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება“.