ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო საქართველოს „თავისუფლებისთვის“ იბრძვის, არამედ იბრძვის სირიის, ალჟირისა და პაკისტანის ქვეყნების „თავისუფლებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონზე საუბრისას.
„როდესაც სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს არც საქართველოს, არც პაკისტანისა და არც ალჟირის მიმართ, რომელიც დღეში 7-8 „ტვიტს“ წერს ამ ქვეყნებზე, ფაქტია, რომ ამას ის აკეთებს რაღაცის ინტერესის გამო. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს არის ფინანსური ინტერესი. არანაირი აზრი არ აქვს მსგავს ფიგურებთან თანამშრომლობას, რადგან ისინი ვერ ცვლიან პოლიტიკურ ამინდს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამერიკელი კონგრესმენის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოს მიმართ. პრემიერ-მინისტრის ღია წერილმა და ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით პარლამენტის პასუხმა ჯო უილსონი გააღიზიანა. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაურთო მთავარი არხის ე.წ. ქარდი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვები დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. ჯო უილსონმა იქსზე პოსტი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ჯო უილსონი „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებს.