აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა გაბედული ნაბიჯია, რომელიც ირანის რეჟიმის დაცემას გამოიწვევს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერია, რომელმაც დღეს აიათოლების რეჟიმს მკაფიოდ და მტკიცედ განუცხადა: მორჩა! ირანი დიქტატურაა, რომელიც მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორიზმსა და სიკვდილს მსოფლიოს მასშტაბით. ირანი თავისი არსით ტერორისტულია და ბირთვული იარაღისკენ მიისწრაფვის. ტრამპის ეს ნაბიჯი გაბედულია, რაც ამ საშინელი რეჟიმის დაცემას გამოიწვევს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.