1989 წლის 9 აპრილისთვის გია ბარამიძე ტექნიკური უნივერსიტეტის საგაფიცვო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. იმ დღეს მორიგე იყო და ტელევიზიის წინ გამართულ აქციაზე იდგა.
- შესაძლო დარბევის თაობაზე ინფორმაცია ჩვენთანაც მოვიდა. რამდენიმე მეგობართან ერთად მთავრობის სახლისაკენ წამოვედით, უწმინდესსა დაა უნეტარესს მოვუსმინეთ და უკან გავბრუნდით, რათა ყოველივე ტელევიზიასთან შეკრებილთათვის გვეცნობებინა.
ტელევიზიის აქციაც დაარბიეს.
- ოღონდ ნიჩბები და იარაღი არ გამოუყენებიათ. გია ბარამიძეს გაზი სახეში შეასხურეს. მან გონება დაკარგა. მეგობრებმა ის არეულობას გამოარიდეს. მათი აღწერით, გია საკმაოდ ემოციურად გამოხატავდა პროტესტს.
- დიახ. მე საოცარი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილიც და სიამაყეც. ამ უხეში, ველური ძალის მიმართ კი (რომელიც უმწეო და უარაღო ხალხს თელავდა) წყენისა და ზიზღის გრძნობა გამიჩნდა.
მაშინ მთავრობის სახლის წინ განსაკუთრებით ერთიანობა და თანადგომა იგრძნობოდა. ისინი ერთად იდგნენ და საერთო მიზანი ამოძრავებდათ.
- ეს დასაწყისი იყო და დასაწყისი ყველაფერი დიადი და განუმეორებელი. ესეთი რამ, განუმეორებელია. ესეთი რამ, ალბათ, აღარასოდეს განმეორდება.