საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქექეს, ქექეს და რუსეთს დასაკლავი დანა გამოუქექეს.
მათ ერთ-ერთი მიმალული და გადაკარგული, შესაბამისად, გაუფორმებელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც რუსეთის სადაზღვევო კომპანია „Ингострах“-ს, საქართველოს სსრკ-ის დროინდელი 300 მილიონი ვალი აქვს.
„კიდევ ბევრს ამოვქექავთ და დარწმუნებული ვართ, რუსეთს უფრო მეტი ვალი ექნება ჩვენთან, ვიდრე საქართველოს რუსეთთან“. - ამბობენ კომპეტენტური პირები.