მივმართავ ფოთს და ფოთელებს: თუ არის ადგილი საქართველოში უფრო ახლოს ჩემს გულთან გარდა თბილისისა, სადაც ყველა ჩემები ვერაზე დაიბადნენ და გაიზარდნენ, ან კიდევ კახეთზე და სამეგრელოზე, სადაც ოჯახის ფესვები ღრმად ჩადის, ეს არის სწორედ ფოთი! პაპისაგან, როგორც ანდერძად დატოვებული. ნიკო ნიკოლაძის უზარმაზარი მართლაც აღმშენებლობითი საქმიანობა, რომელიც მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა და ყველა დარგში მატერიალიზრდებოდა, ფოთში ყველაზე ნათლად გამოიჩინა თავი. პორტის დაგეგმარებაში თუ საბორის აშენებაში, ან კიდევ ქალაქის თანამედრობვე ევროპულ ქალაქად გადაქცევაში, სანიაღვრეებით და თანამედროვე კომუნიკაციებით... მისი მოღვაწეობა ფოთში არის ჩემთვის მაგალითი თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ერზე, რეგიონზე, ქალაქზე თავისი მმართელი - და არა დღევანდელ ხელისუფლების მსგავსად, ყველაფერს ანგრევდე ანადგურებდე ახალს თუ ძველს... ამიტომ, შურთ მისი უზარმაზარ შემოქმედების და ცდილობენ გააქრონ და დაავიწყონ ხალხს, რადგანც ვერ უძლებენ კონკურენციას...
ამ ყველაფრის გამო ფოთის მიმართ გამაჩნია სპეციალური ვალდებულების გრძნობა, ეს ქალაქი ასე უაზროდ მიტოვებული არ უნდა იყოს, არც ტყუილ დაპირებების სხვერპლი (თავისუფალი ზონის მაგალითზე) ფოთი არის ღირსი ნამდვილი განვითარების გეგმის და სერიოზული ზრუნვის. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება დაწყებული ყარსის რკინიგზით და სატრანსპორტო პოლიტიკის უქონლობით, ფოთის პერსპექტივები შავი ზღვის გავლით ევროპის კარი გამხდარიყო, ტყუილად არ იქნა გამოყენებული და დაიკარგა, და ბევრი კიდევ სხვა რამ, რაც შეიძლება გაკეთებულიყო...
მაგრამ პაპაჩემის ანდერძი მხოლოდ ფოთის სიყვარულით (და დიდი ჯიხაიშის) და ფოთისთვის ზრუნვით არ შემოიფარგლება... იმასთან საერთო ისიცა მაქვს - ამას ვამბობ დიდი მორიდებით, მაგრამ დამთხვევებია საინტერესო - რომ ვემსახურეთ სახელმწიფო საქმეს და ინტერესებს გულწრფელად და მთელი ენერგიით, მერე ორივე გაგვაგდეს და დაგვაბრალეს სად კორუფცია და სად - არაკომპეტეტნტურობაც... ორივე გვაიძულეს წავსულიყავით ქვეყნიდან (სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს)და იქ მოვიპოვეთ მეტი დაფასება და მეტი გასაქანი ვიდრე სამშობლოში...
და ბოლოს, დაბრუნდა დიდი ნიკო... ამის იქით ვერ ვადარებ მას ჩემს თავს, ვინაიდან ასეთი ამპარტავანიც არ ვარ, მაგრამ მეც კიდევ ერთხელ, უთუოდ დავბრუნდები სამშობლოში. უთუოდ ფოთის სამომავლო გეგმებით დავინტერესდები და უთუოდ, ამ ქვეყნის სამსახურში ისევ დავდგები...
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ფოთის ან სხვა ოლქის მაჟორიტარად ჩემი კანდიტატურის დაყენებას. მე ასეთი აზრი არსად მიხსენებია, პირიქით, ყველაგან მაქვს გამოცხადებული, რომ არცერთი პოსტისთვის არ ვემზადები და არსად ვარ კანდიდატი. მე ან მეტის ან ნაკლების ამბიცია მაქვს და არ ვიცი ჯერ, კიდევ როდის მოვა ამის დრო...
ასე რომ, დღევანდელი სპეკულაცია ჩემი სახელით სრულიად უსაფუძვლოა. ან მხოლოდ ჭორებზე აგებული იმათგან, ვისაც რაღაც კონკრეტული ადგილი უნდა მიმიჩინოს, ან უფრო ცუდ შემთხვევაში, ვიღაცას ინტერესებს ემსახურება ჩემი ამ ამპლუაში ჩაკეტვა... ჩემს გეგმებს კი - არა. ამ ჭორებში მაინც ერთი ჭეშმარიტება დევს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფოთი საქართველოს ფილტვია და ჩვენი მოსავლელი თუ გვინდა, რომ საქართველომ ხვალ ისუთქოს და აღზევდეს...