Bild: ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა, სადაც ტრამპს ვიდეოზარის საშუალებით გაუესაუბრება

Bild: ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა, სადაც ტრამპს ვიდეოზარის საშუალებით გაუესაუბრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გერმანიის დედაქალაქში ზელენსკი ქვეყნის კანცლერს ფრიდრიხ მერცს შეხვდება, ხოლო შემდეგ ვიდეოზარის საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაესაუბრება.

გამოცემის ცნობით, საუბრის მთავარი თემა 15 აგვისტოს დაგეგმილი ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა და მასზე განხილული საკითხები იქნება.

მოგვიანებით, ზელენსკი და მერცი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.