ლენინიდან – აზიზიემდე, სერგოდან – მიშამდე…

ლენინიდან – აზიზიემდე, სერგოდან – მიშამდე…

უაღრესად დროული და ზუსტი სტატია გამოაქვეყნა ვასილ მაღლაფერიძემ – «ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი».

როცა ვესაუბრები ჩემს აჭარელ მეგობრებს, რომლებიც ძალიან დათრგუნულნი არიან აჭარაში თურქების მოძალებით, თურქებისთვის სასათბურე პირობების შექმნით და ისიც ხომ არავისთვის აღარაა დაფარული, როგორ იზრდება მთიან აჭარაში თურქების მიერ დაფინანსებული რელიგიური სკოლების, ხოლო ბათუმსა და ქობულეთში – თურქი „ინვესტორების“ იმედად მომრავლებული საუნა-ბორდელების რიცხვი, ბოღმა მიპყრობს იმის შეგნებაზე, რომ ასლან აბაშიძის უვარგისი რეჟიმი უფრო საშინელი რეჟიმით შეიცვალა … ახლა კიდე ეს აზიზიეს მეჩეთის, როგორც თურქეთის იმპერიის აჭარაში ბატონობის სიმბოლოს, აღმართვა…

ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული იმპერიის კლანჭებიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ მაშველ რგოლად მეც თურქეთი მესახებოდა, იმაზეც ვფიქრობდი, რომ სულ რაღაც 20 წელიწადში ეკონომიკურ აღმავლობის გზაზე მდგარი თურქეთის მიძინებული იმპერიული ამბიციები, მზარდი აპეტიტი და პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქულენოვან ხალხებში ცენტრიდანული ტენდენციების ცენტრისკენულით ცვლილება საკმაოდ საშიშ ტენდენციებს დაუდებდა სათავეს. სამწუხაროდ, ეს ტენდენციები გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, რასაც აქვს თავისი როგორც გლობალური მიზეზები, ასევე – შიდათურქულ პოლიტიკურ-ეკონომიკურიც, მაგრამ, ასევე, ჩვენდა სავალალოდ, ყველაზე მწვავე და სამარცხვინო – შიდაქართულ-ნაცმოძრაობული…

იმ “მსოფლიო რანგის” პოლიტიკანების (თავხელიძე, მასხარაშვილი, გაბაშვილი, წიკლაური…) საყურადღებოდ, რომელთაც მსოფლიოში ერთადერთ და განუმეორებელ საფრთხედ მხოლოდ რუსეთის იმპერია მიაჩნიათ, მინდა, უბრალოდ შემოგთავაზოთ იმ ტერიტორიების რუკა, რომელიც თურქულენოვანი ხალხებით არის დასახლებული. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვასილ მაღლაფერიძის სტატიაში საკმაოდ ნათლად წარმოჩენილი პოლიტიკური დოქტრინა – ტურგუთ ოზალის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ განვითარებული ნეოოსმანურ-ანატოლიური „კულტურული“ ერთობა – საკმაოდ ელეგანტური სატყუარია და თუ ზემოთდასახელებული ქართველი პოლიტიკანები ამას ვერ ამჩნევენ, ეს არაფერს ამტკიცებს, ან – თუ ამტკიცებს, მხოლოდ ამ პოლიტიკანების მწირ ჰორიზონტს და ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს აბსოლუტურად დისკრედიტირებულ საგარეო პოლიტიკას (თუ ამას საერთოდ პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს). 


ეს კი ამ ხალხთა ჩამონათვალია: თურქები, კვიპროსელი თურქები, აზერები, ყაზახები, ყირგიზები, ბაშკირები, კაშკაი, გაგაუზები, იაკუტები, ყირიმელი თათრები, ჩუვაშები, ყარაკალპაკები, ყარაჩაეველები, ნოღაელები… ამ ხალხთა რაოდენობა 170-175 მილიონია, ხოლო ევროპაში განსახლებული თურქული დიასპორისა და ბოსნიელ, ალბანელ თუ კოსოველ მუსულმანთა ჩათვლით, რომლებსაც თურქეთთან სულ უფრო მზარდი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები აკავშირებთ, 200 მილიონიც არ არის ზღვარი. დაბოლოს, ჩრდილო აფრიკასა და არაბეთში დაწყებული რევოლუციური პროცესების განვითარების სულ უფრო აშკარა ბენეფიციარად სწორედ თურქეთი ისახება… იმ დროს, როცა რუსეთის გაძლიერების მთავარი მტერი მკვეთრად უარყოფითი დემოგრაფიული ვექტორია, თურქეთის და ნეოოსმანური კულტურულ-სოციალური თანამეგობრობის სილუეტში ეს ვექტორი მკვეთრად დადებითია… აი, ამაზე უნდა ფიქრობდნენ დღეს ქართველი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, მათ შორის თითო-ოროლა ნიჭიერი თუ გამოერევა, მაგალითად თორნიკე გორდაძე, სერგი კაპანაძე.. და ისინიც, ნაცმოძრაობის მიერ დაკრულ დუდუკზე ცეკვავენ…

ახლა კი იმ შიდა ფაქტორის შესახებ, რატომ იქცა თურქეთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლის უკანასკნელ იმედად და ნავსაყუდელად.

1) სააკაშვილი გამწარებით ეძებს კრედიტორებს.

ამერიკა და ევროპა გამორიცხულია. მათი მხრიდან მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღოს, 10-50 მილიონი დოლარია. მიშას კი არჩევნების მოსაგებად, ლაზიკის მსგავსი მეგაფანტაზიების განსახორციელებლად და საბიუჯეტო ხვრელების სასწრაფოდ „დასალარტკად“, სულ ცოტა, ნახევარი მილიარდი სჭირდება! ჩინეთმა უარი უთხრა… ისრაელის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად „ოპერაფრენდ-მეგაბიზნესმენ“ კეზერაშვილის შარავანდისა, ისრაელის საქმიან წრეებში მისი რეპუტაცია და მისდამი ნდობა, როგორც ირანთან იარაღით ვაჭრობის საეჭვო მონაწილის მიმართ, ძალიან დაბალ ნიშნულზეა, ხოლო ფუქსის და ფრენკელის საქმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რენომე საბოლოოდ მოთხრილია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი „მადლობა“ განაცხადეს „შეწყალებულმა“ პატიმრებმა და ებრაელმა პოლიტიკოსებმა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მათ მიმართ ტიპიური სახელმწიფო ტერორი და შანტაჟი გამოიყენა. არაბ ინვესტორებზეც ადრინდელი იმედებიც არ გამართლდა – სააკაშვილის ბებიის არაბეთში ჩასვლამ ვერ გამოიღო ის მაგიური შედეგი, რასაც შვილიშვილი იმედოვნებდა… არაბები პასიურობენ…

მხოლოდ სამი შანსი აქვს – სომხეთი (მაგრამ ეკლესიების გადაცემის დაპირებაზე მათ “უტრომ – სტულია, ვეჩერომ – დენგი”-ო:), აზერბაიჯანი – მიშა ჰპირდება ტერიტორიულ დათმობებს, რომელთა ნაწილი უკვე ასრულებულია, ხოლო ახლახანს გაცხადებული იდეა - ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთობლივ განაცხადზე იმის რისკს ზრდის, რომ აზერბაიჯანი მისთვის ამ აბსოლუტურად არამომგებიან ტანდემზე მხოლოდ საქართველოს მხრიდან სერიოზული ტერიტორიული დათმობების ხარჯზე თუ წამოვა. დაბოლოს – თურქეთი. ყველაზე უფრო მდიდარი და დაინტერესებული „ინვესტორი“. მით უფრო, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს, სააკაშვილის მართლაც გაღლეტილი რეჟიმისათვის ფინანსური დახმარების სამაგიეროდ, ტერიტორიული დათმობების მიღების სურვილი ექნებათ, რაც საქართველოში მიშას და ნაცმოძრაობის რეიტინგს საბოლოოდ დაასამარებს. ხოლო თურქების ინტერესი უფრო შორს მიდის და სავსებით შეიძლება, რომ ხირდაპირ და ხისტად ტერიტორია კი არ მოითხოვონ, არამედ ლაზიკის მშენებლობა დააფინანსონ – იმ შემთხვევაში, თუ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება და ლაზიკის ძირითადი მოსახლეობა იქ კომპაქტურად ჩასახლებული თურქი მესხებით შეივსება. სააკაშვილი კი ერთდროულად 5(!) კურდღელს დაიჭერს, ქალაქსაც ააშენებს, ევროსაბჭოს ვალდებულებასაც შეუსრულებს, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან ლტოლვილების და რეპატრიანტების ასეულათასიან ცოცხალ ფარს აღმართავს, მილიარდსაც ჩაიჯიბავს და… ოშკსაც აღადგენს, რომელიც არც მას, არც – რურუას, და არც არავის ნაცმოძრაობაში ასი წელი არ გაახსენდებოდათ, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაჭირვება რომ არა…

2) სააკაშვილი ეძებს ადგილს, სადაც ფულს უსაფრთხოდ დააბანდებს. არც ისეთ არეკილია, რომ საერთოდ არ ფიქრობდეს წასვლაზე. ამერიკის და ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა – ბენ ალის, მუბარაქის და კადაფის ანგარიშების დაყადაღებამ სერიოზულად ჩააფიქრა. კორეაში და კუბაში ეგ არ წავა. აქაც ორი ვარიანტი რჩება -არაბეთი (მაგრამ იქაური მკაცრი ფუნდამენტალისტური წესები არ უნდა ხიბლავდეს) და ისევ – თურქეთი.

3) სააკაშვილი ეძებს დახმარებას – არა მარტო პოლიტიკურს, არამედ – სამხედროსაც. არაა გამორიცხული, რომ თუ არჩევნები წააგო, თურქეთს ჯარი სთხოვოს. და მართალია, ძნელად წარმომიდგენია, რომ თურქეთი ასეთ ავანტიურაზე წავიდეს, მაგრამ გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთი 5,000-იანი კონტიგენტი გამოუგზავნონ აჭარაში გასამაგრებლად (და მერე იქედან მოსამაგრებლად?) საიდან ასეთი გიჟური ნაბიჯის მოლოდინი, რომელსაც ამერიკა მხარს არ დაუჭერს?! ამაზე ვასილ მაღლაფერიძის სტატიის შემდეგ დავფიქრდი, სადაც რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზულად დამთბარ-დამტკბარ ურთიერთობაზე მახვილდება ყურადღება… მართლაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ძაააალზე ზომიერ კრიტიკას, რომლითაც თურქეთი საქართველოში რუსების შემოჭრას შეხვდა და მხოლოდ იმაზე მინიშნებას, რომ მასაც შეეძლო – არც მეტი არც ნაკლები – ჯარების აჭრაში შეყვანა, დიდხანს ყოყმანს ნატოს ხომალდების საქართველოსკენ გამოტარებაზე დასტურის საკითხში, ასევე Black Sea Force-ში თურქულ-რუსულ სამხედრო თანამშრომლობას, სერიოზულ კოლაბორაციას ენერგეტიკულ პროექტებში, – არაა გამორიცხული, ახლა 2008 წლის აგვისტოს უკუ-ვარიანტი გათამაშდეს! ჩათვალეთ, რომ აჭარაში თურქი იანიჩარების გამოჩენა, არსებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, რუსეთსაც ძალიან უნდა აწყობდეს – იმწამსვე შემოიყვანს ჯარს სამეგრელოში!..

4) ორივე ახლადგამოჩეკილი ქართული სამხედრო მანქანა სინამდვილეში ნორმალურ დონეზე შესრულებული ერზაცია – „ლაზიკა“ – ამერიკული M113-ისა, რომელსაც უკვე 20 წელია, თურქები და პაკისტანელები მასიურად აწარმოებენ, ხოლო „დიდგორი“ – თურქული „ოტოკარ-კობრა“-სი. სავარაუდოდ, ეს TAM-სა და „დელტაში“ დაპროექტებული კი არა, თურქეთში აწყობილი მანქანები უნდა იყოს – ან ნახაზები და დეტალები გამოგვიგზავნეს თურქებმა… არაა გამორიცხული, რომ ეს ამერიკასთან იყოს შეთანხმებული, ან – არც იყოს…

5) დაბოლოს – სააკაშვილი ისევე არ არის დასავლური აზროვნების და დასავლური ღირებულებების მატარებელი ადამიანი, როგორც სტალინი არ იყო რელიგიური და ლენინი – დემოკრატი. როგორც ეკზიუპერი ამბობდა, „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“… ბავშვობაში კი სააკაშვილს ზრდიდნენ რუსეთის კგბ-ს ოფიცერი ბიძა და თურქეთზე და ყველაფერ თურქულზე შეყვარებული დედა! ამიტომ არის მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად “მომზადებული” რუსულ და თურქულ იმპერიულ აზროვნებაში, ამიტომ ახერხებს ასე კარგად ერთი ნავიდან მეორეში გადახტომას, მთავარია, რომ ამ ნავში მისთვის გამზადებული საპრეზიდენტო სკამი, მილიარდებით სავსე ჩემოდანი და ლამაზი ფატმან-ხათუნები დახვდნენ…

საქართველოს ხშირად ჰყოლია “გამოჩენილი” ადამიანები, რომელიც „გამოჩენას“ და თვითდამკვიდრებას სხვა იმპერიების მსახურების ხარჯზე ახერხებდნენ – როგორც წესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს მიწების და ქართველი ხალხის ცინიკური გაყიდვის ხარჯზე… ხანდახან ასეთ ადამიანებს ძეგლებს საქართველოშიც უდგამდნენ… როგორც წესი – ეს ძეგლები დიდხანს არ ძლებდა… მიუხედავად იმისა, რომელ კონკრეტულ იმპერიას მსახურებდნენ გამოჩენილი “მანქურთები”&helli