ოქტომბრისკენ მიმავალი ეკლიანი გზა

ოქტომბრისკენ მიმავალი ეკლიანი გზა

ხელისუფლება ოპოზიციის შესავიწროებლად ყოველდღიურ რეჟიმში ბეჯითად ირჯება და როგორც ჩანს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო სტრატეგიაცა და ტაქტიკაც. არსებობს ვარაუდი, რომ მმართველ პარტიას არჩევნების ჩატარებაც არ აწყობს და შესაძლოა, მის ჩაშლასაც კი შეეცადოს.

რა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები არსებობს იმისათვის რომ ხელისუფლებამ თუკი არჩევნების ჩაშლა განიზრახა, მისი სისრულეში მოყვანა შესაძლებელი იყოს, ან რამდენად არის შესაძლებელი, რუსული ფაქტორის განხილვა ამ კონტექსტში. რატომ აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალადობის გზა, მაშინ როდესაც დემოკრატიული ქმედებებით შეენარჩუნებინა და გაეფართოებინა საკუთარი ელექტორატი. მოვლენათა როგორ განვითარებას უნდა ველოდეთ საპარლამენტო არჩევნებამდე და რა რესურსით შეძლებს ოპოზიცია გაუმკლავდეს იმ უმძიმეს წნეხს, რომელიც ხელისუფლებისაგან მოდის, ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ხელისუფლება დემოკრატიაზე საუბრის პარალელურად, ოპოზიციის და არა მხოლოდ მის წინააღმდეგ ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც ავტოკრატიული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, როგორ ფიქრობთრას მოუტანსნაციონალურ მოძრაობასასეთი ნაბიჯები? გეკითხებით იმიტომ, რომ ლოგიკურად, საეჭვოა, ძალადობამ მისი მომხრეების რიცხვი გაზარდოს...

-არაერთხელ მითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, შეეცვალა თავისი საარჩევნო ტექნიკა თუ სტრატეგია და სრულიად ახალი სახით წარმდგარიყვნენ ამომრჩევლის წინაშე. ახალი პროგრამით, ახალი სახეებით და რაც მთავარია, სრულიად ახალი მიდგომით.

ბოლო თვეებამდე მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც ახალს და ინოვაციურს ისინი საკუთარ ტაქტიკას მიამატებდნენ, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ბოლო სამ თვეშიც არაფერი არ შეიცვლება მათ ტაქტიკაში. ეს უკვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, იმიტომ, რომ ის დრო, რომელშიც შეიძლებოდა შეცვლილიყო მათი ქმედებების სახე და ზოგადად, ურთიერთობის ფორმა საზოგადოებასა და ამომრჩეველთან, უკვე გავიდა.

მთელი ამ თვეების განმავლობაში მისდევენ იმ ხელწერას, რომელიც არჩეული ჰქონდათ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლიდან და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ანუ ძალაზე ორიენტირებულ ქმედებებზეა ლაპარაკი.

მინდა, გავიხსენო 2003 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი გუნდისგან მოვლენების ინსპირირება ხდებოდა ბოლნისში, შემდეგ აჭარაში, სპეციალურად ხდებოდა შეტაკებების, ძალისმიერი აქციების ინსპირირება, რომლის მიზანიც იყო იმის დემონსტრირება, რომ ოპოზიცია ძლიერია და ოპოზიციას შეუძლია ხელი გადაუღუნოს ხელისუფლებას. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინ ამ ტაქტიკას ძალიან ბევრი ამართლებდა.

შედეგის თვალსაზრისით, ნამდვილად გამართლებული იყო, იმიტომ, რომ  ძალზე მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს შეუქმნა შენი ძლიერების განცდა, იმის განცდა, რომ შენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, შეგწევს უნარი, ერთი მხრივ, დაიცვა შენი უფლებები, ბოლომდე გაიტანო შენი პოლიტიკური ხაზი და მომავალი და მეორე მხრივ, იმავდროულად დაიცვა შენი ამომრჩევლის უფლებები, შენი ამომრჩევლის მიერ შენთვის მოცემული ხმა.

ანუ, ძლიერების და გამარჯვებულის იმიჯი ძალზე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ და როგორც გითხარით, შედეგის თვალსაზრისით ამან „ნაციონალებისთვის“ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

თუმცა, მაშინვე ვამბობდი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც მსგავსი ტიპის ქმედებებს გვიჩვენებს, ის ამ ქმედებებს უკვე აუცილებლად თავის ხელწერად გაიხდიდა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ძალაზე ორიენტირება ანუ ძლიერი, დაუმარცხებელი და შეუვალი პოლიტიკური ძალის იმიჯი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ხელწერად და ამ იმიჯმა მინდა გითხრათ, რომ გაამართლა 2011 წლის აპრილამდეც კი.

წაუგებელ თამაშს თამაშობდნენ ამ თვალსაზრისით, მათი ძლიერება და ხელშეუხებლობა, მათთან შედარებით, ოპოზიციის სისუსტე და ის ფაქტი, რომ მაშინ ოპოზიციას არ შეეძლო ისეთივე ძალისა და ძლიერების დემონსტრირება, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო 2003 წლის არჩევნების წინ, ეს მთელი ამ წლების მანძილზე სწორედ „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამდა წყალს და მოსახლეობის უმეტესობას ჰქონდა განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერია, რომ მასთან შერკინებას აზრი არ აქვს.

მეორე მხრივ ის, ამომრჩეველს უჩნდებოდა განცდა, რომ ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ის საკუთარ თავსა და საკუთარ უფლებებს ვერ იცავს და ჩემი უფლებები როგორღა უნდა დაიცვას. ამიტომ, სულ მინიმუმ, საზოგადოება იყო ინდიფერენტული, პრცესების მიმართ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უმეტესობა პესიმიზმში იყო გადავარდნილი.

თუმცა დღეს ბევრი რამ უკვე სხვაგვარად ჩანს და მათ შორის, ოპოზიციაც...

- სწორედ ამას ვამბობ, „ნაციონალებმა“ მხედველობიდან გაუშვეს ის დრო და მომენტი, როცა მათ სჭირდებოდათ, ხელწერა შეეცვალათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად სხვა ტიპის მოთამაშე გამოვიდა ასპარეზზე, რომლის შეშინებაც ასე მარტივად არ შეიძლება.

აქედან გამომდინარე, საოცარი რამ ხდება. ამდენი ჯარიმების, ამდენი შევიწროების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილიზე, ხალხში მაინც არის განცდა, რომ ის არის ყველაზე ძლიერი დღეს - 2003 წლიდან არსებულ ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთი  პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს გამარჯვების რესურსი.

უცნაურია, მიუხედავად, იმისა, რომ ეს ადამიანი გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე არის განუწყვეტელი ზეწოლის ქვეშ, დამარცხებულის ასოციაცია, არც მაშინ, როდესაც მოქალაქეობა წაართვეს, არც მაშინ, როცა აჯარიმებდნენ და აყადაღებდნენ, ხალხში არ გამოუწვევია, ეს ყველაფერი არ იწვევს განცდას, რომ ეს ადამიანი სუსტია, დამარცხებულია და თავზე უვლიან.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გამოეპარა მხედველობიდან იმიტომ, რომ ის შეჩვეული იყო ერთი და იგივე ტიპის მოწინააღმდეგესთან ბრძოლას, რომელსაც მასთან გამკლავების შინაგანი ნება, იღბალი, გონიერება, მორალი თუ ნებისყოფა არ ჰყოფნიდა და მისი ტაქტიკა შედეგზე ორიენტაციის თვალსაზრისით (ეს შედეგი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლებაში დარჩენა იყო), ამართლებდა.

ამ შემთხვევაში ეს არის მათთვის აბსოლუტურად სხვა ტიპის მოწინააღმდეგე, რომელთანაც მათი ტაქტიკა, როგორც ჩანს, სულ მინიმუმ, იმდენად ეფექტური არ არის, როგორც ისინი ელოდნენ. ამიტომ, შეიძლებოდა, მათ სრული ტრანსფორმაცია განეცადათ - იყო ამისი თეორიული შანსი, თუმცა, როგორც ჩანს, ძალზე ძნელია საკუთარი ხელწერის შეცვლა, ისევე როგორც ადამიანის ხასიათის. ეს სტილი მმართველობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც ჩანს, მათ ხასიათში გაუჯდათ და ამიტომ, მათთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში მათ ვერ შეძლეს რაღაც ინოვაციურის შეტანა საკუთარ ხელწერაში და ისევ იმ ტაქტიკას იყენებენ, სრულიად სხვა ტიპის მოწინააღმდეგესთან, რომელსაც დღემდე მათთვის გამარჯვება მოჰქონდა. რას მოუტანს ამჯერად ეს ტაქტიკა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვნახოთ, ამას უკვე არჩევნები გვიჩვენებს.

მოვლენათა შეფასებისას ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დღესნაციონალური მოძრაობისქმედებები მიმართულია მხოლოდ ერთისკენ, როგორმე ისე გააღიზიანონ ოპოზიცია, რომ ქუჩაში გამოიტყუონ, სადაც საკმაოდ ძლიერია ხელისუფლება. ამას შესაძლოა მოჰყვეს დარბევები და ოქტომბერს ოპოზიცია დასუსტებული, ხოლონაციონალური მოძრაობაგაძლიერებული შეხვდეს. დღემდენაციონალურმა მოძრაობამამას ვერ მიაღწია და ამიტომ,ეიძლება დავუშვათ თუ არა, რომ ასეთ შემთხვევაშინაციონალურმა მოძრაობამმიმართოს კიდევ უფრო რადიკალურ მეთოდს, რაიმე მიზეზის, მაგალითად ჯარიმის გადაუხდელობის გამო ივანიშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადოს, რამდენად დასაშვებად მოგაჩნიათ ასეთი სცენარი? თანაც, შესაძლო ლიკვიდაციაზე ლაპარაკი დიდი ხანია მიმდინარეობს...

- „ნაციონალური მოძრაობის“ არსენალში შეიძლება იყოს ყველა მეთოდი და „ქართული ოცნებაც“ ალბათ, ამ ყველა მეთოდს ითვლის, აანალიზებს და შემხვედრი ნაბიჯების მზადყოფნაშიც იქნება. ამისი თქმა შემიძლია მისი წარსული მოქმედებებიდან გამომდინარე, ოქტომბრიდან დღემდე. ის ფაქტობრივად, მშრალი და დაუმარცხებელი გამოდის, ხშირ შემთხვევაში, უიმედო სიტუაციებიდანაც. დაჯარიმების შემთხვევაში სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, შემდეგი ეტაპი ქონების დაყადაღება, შეფასება და გაყიდვაა, ამ თვალსაზრისით უფრო სიმპტომატური მეჩვენა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადება, როდესაც თქვა, რომ ივანიშვილს ჰგონია კანონზე მაღლა დგასო.

ეს განცხადება უფრო სიმპტომატურია, ვიდრე ჯარიმის თემა. ზოგადად, მზადება იმისათვის, რომ ივანიშვილი კანონგარეშე გამოცხადდეს ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ არსენალში და ნაბიჯ-ნაბიჯ, ალბათ, ამისთვის ემზადებიან.

კანონგარეშე რა თვალსაზრისით?

-ვერ გეტყვით, როდესაც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ივანიშვილის ქმედებები სულ უფრო და უფრო სცილდება კანონიერებასო, ამის შემდეგ ლოგიკურად უნდა ვიგულისხმოთ, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი.

ნებისმიერ სხვა პერსონასთან მიმართებაში მსგავსი ტიპის განცხადება რომ გაჟღერებულიყო, როგორ ფიქრობთ, ის თავისუფალი იქნებოდა? ნებისმიერ ადამიანს თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობას იგნორირებას უკეთებს და თავს ამ კანონმდებლობაზე მაღლა აყენებს, თავისუფლება უკვე შეზღუდული ექნებოდა.

როდესაც ამ ტიპის განცხადებები ისმის, რა თქმა უნდა, ვარაუდი იმისა, რომ ეს სცენარიც იხარშება, ივანიშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვის, აღკვეთის თუ დეპორტაციის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ ტიპის სცენარი „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ გამოირიცხება.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში მეორე თემა გახლავთ, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი რამდენად მზად არის ამისათვის ან რამდენად მზად არის საზოგადოება, იმისათვის, რომ რეალურად დაიცვას თავისი ბოლო იმედი, რომელიც მას აქვს უახლოესი მომავალი ათწლეულის განმავლობაში.

რას გულისხმობთ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობისმიზანიც სწორედ ივანიშვილის დასაცავად ქუჩაში ხალხის გამოყვანა იყოს...

- ალბათ, ასეთი სცენარის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გათვლილი ექნება, რომ ხალხი გამოვა ქუჩაში, აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ სადმე დაიგეგმა, რომ ივანიშვილს თავისუფლება შეუზღუდეს და დააკავეს, ხალხის რეაქცია ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს, უნდა დარჩეს სახლში? გასაგებია, რომ  ამაზე უარესი სცენარებიც იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მხარე ყოველთვის იყო ძალზე ძლიერი ანალიტიკური აპარატი, სხვაა, ეს ანალიტიკური აპარატი რამდენად სასიკეთო სცენარებს ამუშავებს ქვეყნისთვის, მომავლისთვის და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი დემოკრატიულ ჩარჩოებში, მაგრამ ეს რომ მათი უძლერესი მხარეა, ფაქტია.

რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის საპირწონე, როგორ ფიქრობთ?

- არის ერთი თემა, რომელზე საუბარიც ღირს, ეს არის ივანიშვილის მეუღლის ფაქტორი. როდესაც თამარ ჩიქოვანის გადაცემაში მოვუსმინე, მაშინაც დავწერე „ფეისბუკზე“ და ახლაც თამამად შემიძლია გავიმეორო, რომ ეს ქალი ბიძინა ივანიშვილის ყველა მილიარდს გადაწონის და ამას გეუბნებით, როგორც სპეციალისტი.

ეს იყო საოცარი ეფექტი, ქალს, რომელიც პირველად ურთიერთობდა კამერასთან მთელი საათის განმავლობაში აბსოლუტურად ერთი შეცდომა არ დაუშვია, პიარ ტექნოლოგიების თუ პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ეს არის ბუნებრივი თუ შინაგანი ნიჭი, რითაც იბადება ადამიანი. ნებისმიერი სპეციალისტი, ვინც კი სუბიექტური არ იქნება, ამას დაგიდასტურებთ. ეს იყო ბუნებრივი პიარის ფეიერვერკი, ისეთი სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა მოდიოდა, რომ მსგავს არაორდინალურ სიტუაციებში, როგორც ჩანს, ივანიშვილის და ალბათ, საზოგადოების მთავარი იმედიც არის მისი მეუღლე და მან თქვა კიდეც ეს პირდაპირ, რომ თუ რაღაც პრობლემა შეექმნება ბიძინა ივანიშვილს, ამ შემთხვევაში სახალხო მოძრაობის სათავეში მე ვდგებიო.

რასაც ვუყურე და მხოლოდ ამ ერთი გადაცემის მიხედვით შემიძლია ამ ადამიანზე ვიმჯელო, ეს ქალი არანაკლებ უძლიერესი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და აქედან გამომდინარე, ალბათ ესეც ექნებათ „ნაციონალებს“ გათვლილი. იმიტომ, რომ  ზოგადად ბიძინა არ არის მხოლოდ ერთი კაცი. ეს არის მინიმუმ ორი ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, თანაბარი რესურსი აქვს და ამ შემთხვევაში, მატერიალურ რესურსს საერთოდ არ ვგულისხმობ. თანაბარი, ბუნებრივი და ანალიტიკური და სტრატეგიული რესურსი აქვს ამ ორ ადამიანს. აქედან გამომდინარე, ასე მარტივად, რომ  მოხდეს ბიძინა ივანიშვილის ნეიტრალიზაცია და ამით მოხდეს ზოგადად ყველაფრის ნეიტრალიზაცია, რაც მასთან არის ასოცირებული, მე ვფიქრობ, ასე მარტივად ეს თემა ვერ გადაწყდება.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ოპოზიციისთვის იყო რეგიონები, იმიტომ, რომ თბილისი გაჩეჩილაძე რომ კენჭს იყრიდა, მაშინაც კი დიდი ოპოზიციური მუხტის მატარებელი იყო. ეს პრობლემა იდგა იმ პერიოდშიც, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა, თუმცა რეგიონებში შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ სიტუაცია იცვლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასრეგიონებშიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს?

- ამ ეტაპზე შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ რეგიონების განწყობა თითქმის იდენტურია, რაც თბილისის, რაც იშვიათი შემთხვევაა, თუ საერთოდ გამონაკლისი შემთხვევა არ არის 2003 წლის შემდეგ.

აქ არის ერთი ასეთი ნიშანდობლივი და ძალიან უცნაური მომენტი. ის, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვიყავით, იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზადება დაიწყო 1999 წლიდან და დაიწყო პირდაპირი საინფორმაციო შტურმით, რასაც ახორციელებდა „რუსთავი 2“.

იმაზე ლაპარაკი, რომ მაშინ ზოგადად, სოციალური მდგომარეობა ასატანი იყო, ამ საინფორმაციო შტურმის გარეშეც გადასარევად იყო ქვეყანაში საქმე და ხალხში უკმაყოფილება არ არსებობდა, რა თქმა უნდა, სირცხვილია და სასაცილოა, მაგრამ მეორე თემაა, რომ ამ გაბნეული სოციალური უკმაყოფილების აკუმულირება და დამუხტვა, ერთ მუშტად შეკვრა, შემდეგ უკვე კულმინაციამდე მიყვანა და გახეთქვა 2003 წლის მოვლენების სახით, ამ ყველაფრის თავი და თავი და წარმმართველი იყო სწორედ საინფორმაციო შტურმი, რომელიც მაშინ ხორციელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მთელ საზოგადოებაზე, ერთიანად თბილისზეც და რეგიონებზეც.

დღეს  არის კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია. არაერთხელ მითქვამს, რომ თბილისი და რეგიონები არის აბსოლუტურად სხვადსხვა საინფორმაციო სივრცე. თბილისი არის გაჯერებული ყველა სახის ინფორმაციით, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე.

ჩვენ ყველანი, ვისაც ამ საქმესთან შეხება გვაქვს, ვამბობდით, რომ ეს არის მთავარი საფრთხე. საინფორმაციო ვაკუუმი თუ არ დაიძლია, „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ექნება სერიოზული პრობლემა. დღეს დავდექით ძალიან უცნაური მოვლენის წინაშე, რომ ასეთი მაშტაბური საინფორმაციო ვაკუუმის ფონზეც კი, რეგიონები, ფაქტობრივად, დადგა ივანიშვილის მხარეზე. ამას ასეთ ახსნას ვუძებნი, რომ ეს არის ბუნებრივად, ხალხში დაგროვილი საპროტესტო განწყობის გამოხატულება.

ამაზე მიზანმიმართულად არავის არ უმუშავია. ის სცენარი, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წარმოებულიყო, რეგიონებში ასეთი რაღაც არ ხდებოდა. ის, რაც დაგროვდა საზოგადოებაში, ამ მუხტის ზედაპირზე ამოსვლის მომსწრენი ვართ. ეს მოხდა ყოველგვარი საინფორმაციო დახმარების გარეშე და ამას კიდევ საინფორმაციო ფონიც რომ ახლდეს, წარმოიდგინეთ, მაშინ რა სურათი გვექნებოდა რეგიონებში.

როგორც ხელისუფლება დაგვპირდა, „მასთ ქერი“, ანუ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი გამოცხადება. როგორ ფიქრობთ, ეს დრო საკმარისი იქნება რეგიონებისთვის?

- იმდენად მომზადებიულია ფონი, რომ დამატებითი მუხტის შესატანად ესეც სრულიად საკმარისი იქნება. მაგრამ ჩვენი საუბარი ისე წარიმართა თითქოს „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი განაღდებული აქვს, მაგრამ წინ არის უმძიმესი სამი თვე და ამ სამი თვის სიმძიმე მოსატანიც არ არის ერთად აღებულ პერიოდთან ოქტომბრიდან დღემდე.

როგორ შეძლებს „ქართული ოცნება“ ამ უმძიმესი სამი თვის გამკლავებას და ჯერ არნახული ბარიერების გადალახვას, ამაზე იქნება დამოკიდებული გამარჯვება, თორემ განწყობა მისი გამარჯვებისა, შემზადებულია. ამ განწყობის კონკრეტულ საარჩევნო ხმებად რეალიზებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, იმ ბარიერების პირობებში, რომელიც შეიქმნება, თანაც არაერთი და გაცილებით სერიოზული, ვიდრე იყო აქამდე. შემდეგი უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ ამ ხმების დაცვაა.

როდესაცქართული ოცნებებისწინასაარჩევნო ნაბიჯებს აფასებენ, ხშირად მომისმენია, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად და კარგად მიდის და წარმატებისთვის საჭიროაქართულმა ოცნებამარ დაუშვას რადიკალური შეცდომა. რა შეიძლება ჩაითვალოს ისეთ შეცდომად, რომელიც ოპოზიციას სერიოზულად დააზიანებდა?

- რეიტინგების პრობლემას მე ნაკლებად ვხედავ, აქ  ლაპარაკი შეიძლება იყოს იმ საფრთხეებზე, რომელზეც ვსაუბრობდით. ხალხის ქუჩაში გამოსვლის იძულება, იმ თვალსაზრისით, რომ მას სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ დარჩეს, ასეთ შემთხვევაში საინტერესოა, როგორ მოიქცევა იგივე „ქართული ოცნება“ და რა გეგმა ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. ამას ვგულისხმობ იმ მძიმე გამოცდად, რომელიც ამ სამთვენახევარში შეიძლება მოხდეს. ეს არის მათი ყველაზე მთავარი გამოცდა. დღეს რეიტინგის ვარდნაზე საუბარი ვეღარ იქნება.

ვგულისხმობ იმ გამოუვალ სიტუაციებს როდესაც ხალხი იძულებული გახდება საკუთარი არჩევანი დაიცვას არჩებნებამდე. რა ფორმით იქნება გამოხატული მათი პროტესტი, რა ექნება ხელისუფლებას მათთვის შემზადებული, ამაზე იქნება დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი.

საკმაოდ ხშირადნაციონალური მოძრაობისგანრუსეთთან ომის საფრთხეზე გვესმის მინიშნება, რამდენად შეუძლია მმართველ პარტიას ეს თემა გამოიყენოს იმისათვის, რომ არჩევნები გადაიტანოს ან რაღაც ისეთი მოიფიქროს, რაც მისი აზრით, გამარჯვების მეტ გარანტიას მისცემდა?

- საფრთხე არის რეალური და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდა არაფერ შუაშია. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ცუდად წაეწყო ერთმანეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება თუ პრესკონფერენცია.

ეს იყო ხიზრი ალდამოვის პრესკონფერენცია, სადაც მან პირდაპირ დასდო ბრალი შევარდნაძეს და შემდეგ უკვე სააკაშვილს ვაჰაბიტების ხელსეწყობაში და მისი განცხადებით, ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რაც მე ვფიქრობ, არის აბსოლუტურად მოღალატური განცხადება, იმ პოზიციიდან, რომ თავის დროზე, ეს ადამიანი საქართველომ თავისად მიიღო და რეალურად მისი ერის დასახმარებლად ედგა მას გვერდით.

თუ შევხედავთ იქიდან, რომ ის თავიდანვე შემოგზავნილი იყო საქართველოში იმ მიზნით, რომ ყველაზე მწვავე სიტუაციებში ის განცხადებები ეკეთებინა, რასაც აკეთებს, მაშინ მოღალატეობაზე ლაპარაკი არ არის, მაშინ პროფესიონალი აგენტი ყოფილა და  შესაბამისად, თავის მიზანს მიაღწია. ამ შემთხვევაში სხვაა, რას აკეთებდნენ ქართული სპეცსამსახურები, თუ ვერ გაშიფრეს, ადამიანი, რომელიც 1995 წლიდან მოყოლებული აქ ცხოვრობს.

ამას მოჰყვა ლაკობას განცხადება, სადაც ამბობს, რომ შეიარაღებული ფორმირებების და პარტიზანების გააქტიურება იმიტომ ხდება, რომ ეს შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების ჩაშლისთვის გამოიყენოს და აფხაზეთის საზღვარზე პროვოკაციები მოაწყოს და შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

ამას მოჰყვა ხომერიკის განცხადება სადაც ის ამბობს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკვეთავს ტერორისტულ აქტებს რუსეთის ტერიტორიაზე.

შემდეგ იყო ასევე ლაკობას განცხადების იდენტური განცხადება. მე ეს ყველაფერი ძალიან ცუდ ანალოგიებს მიჩენს 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდთან. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებაზე არ მაქვს საუბარი. ხელისუფლება ამ ეტაპზე პროვოცირებას ნამდვილად არ ახდენს და ნუ ავკიდებთ იმ ცოდვას, რაშიც არ არის დამნაშავე დღესდღეობით. ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

სახეზე გვაქვს ასევე რეალური საინფორმაციო ომი რუსეთის მხრიდან, რომელიც უკვე მასშტაბურად გაიშალა და მე ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ რუსეთი რაღაცისთვის ემზადება. იმაზე გაცილებით მატად, ვიდრე სამხედრო წვრთნებია საქართველოს საზღვრებთან.

რუსეთს რომ საქართველოში შემოსვლა უნდოდეს, ერთ დღეში თუ არა, ერთ კვირაში მაინც მოახერხებს შესაბამისი სამხედრო ძალების მობილიზებას, ისე, რომ ამას წვრთნებსაც არ დაარქმევს.

ასე რომ, ეს გაცილებით საშიშად მიმაჩნია, უკვე დაწყებული და გამოცხადებული საინფორმაციო ომი რუსეთის მხრიდან. კიდევ ძალზე მნიშვნელოვანია ერთი საგარეო ფაქტორი. დღემდე ყველა ამბობდა, რომ ირანში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში რუსეთი შემოვა საქართველოში. მე ვამბობდი, რომ ირანამდე რუსეთს გადასახარში აქვს სირია. იმიტომ, რომ სირიაში ნატოს სამხედრო ძალების შესვლა გაცილებით ახლო პერსპექტივაში უფრო რეალურია, ვიდრე ირანის თემა.

სირია არის პლაცდარმი, რომლის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთი ცალსახად დაკარგავს უკვე ირანსაც, ამიტომ საფრთხე გაცილებით უფრო ახლოს არის, ვიდრე ირანის თემა.

მე არ გამოვრიცხავ, რომ სირიაში ნატოს სამხედრო შენაერთებისა და ამერიკის შესვლის შემთხვევაში რუსეთი სანაცვლოდ, შემოვიდეს საქართველოში. თუ ის დაკარგავს ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბეთს, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენა ამოიკვეთება, ამ შემთხვევაში, რუსეთს ალტერნატივად რჩება ის, რომ დაიკავოს კავკასია, რათა საკუთარი პოზიციები მაქსიმალურად გაიმყაროს ამ რეგიონში.

ამ შემთხვევაში რუსეთს გაცილებით სერიოზული მიზეზები აქვთ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება - თითქოს მიზეზი ქართული არჩევნები შეიძლება იყოს...

- ხელისუფლებისთვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი, ეს შესაძლო საფრთხეები, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. სხვაა, რომ ხელისუფლებას აწყობს, ეს ყველაფერი არჩევნების თემას მიაბას, მაგრამ კაცმა არ იცის, სირიის ბომბი როდის გასკდება, აქედან გამომდინარე, კაცმა არ იცის, რუსეთის სავარაუდო და თეორიული საფრთხე საქართველოს მიმართ როდის შეიძლება იქცეს რეალურად.

არჩევნებთან ამ თემას პირდაპირი ბმა ნამდვილად არ აქვს, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ სირიასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე, კოსოვოს ეფექტი, რამაც შემდეგ გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი მიტაცება რუსების მხრიდან 2008 წელს.

ამ შემთხვევაში, კოსოვოს ეფექტის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს სირია. თუკი ამერიკა თავს უფლებას მისცემს და შევა სირიაში რუსეთმა რატომ არ უნდა მისცეს თავს უფლება და შემოვიდეს საქართველოში. ამ ლოგიკით იხელმძღვანელა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოშიც.

ეს ლოგიკა არჩევნებთან დაკავშირებითაც შეიძლება განვავრცოთ, თუკი ამერიკა თავს უფლებას აძლევს და ერევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში, სამართლიანობის დაცვის კუთხით დაამყაროს წესრიგი და ჩაერიოს ძალიან პირდაპირი და მათ შორის, სამხედრო ძალითაც, იმ შემთხვევებში, თუ მან ჩათვალა, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა დემოკრატიულად და ხელისუფლების სათავეში არ მოვიდა სამართლებრივი გზით არჩეული ხელისუფლება, რატომ არ იზამს ამას რუსეთი? რატომ არ შეიძლება ეს კითხვა არსებობდეს? ნამდვილად აქვს, ამ კითხვას არსებობის უფლება.

ეს თემაც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ნაკლებად საშიში და ნაკლებად რეალისტური სცენარია,  ვიდრე სირიის შემთხვევა, ანუ ახლო აღმოსავლეთში რუსეთისთვის გავლენის სრული დაკარგვა.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთს აქვს პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე. ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით, რამდენად დავარდა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი, რაც რუსეთის ბიუჯეტს კატასტროფას უქადის. აშშ-ს ეს ძალუძს და ხელეწიფება იმიტომ, რომ მას კონტროლი აქვს იმ სახელმწიფოებზე, რომლებსაც ძალიან დიდი ნავთობმარაგები აქვთ და მათთან ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად შეუძლია, ნავთობის ფასები არეგულიროს. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რა იქნება რუსეთისთვის რომ სირია, ირანი, ახლო აღმოსავლეთი და კასპიის გაზითა და ნავთობით უმდიდრესი რეგიონები მთლიანად გადავა ამერიკის კონტროლის ქვეშ.

ამ შემთხვევაში აშშ სრული განმსაზღვრელი და მოკარნახე, მსოფლიოს ენერგეტიკული რესურსების ფაქტობრივი ბატონ-პატრონი იქნება და ამ შემთხვევაში, რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ბედიც მთლიანად იქნება აშშ-ს ხელში. მას შეეძლება ნავთობის და გაზის ფასები ისე ათამაშოს და იმ ვადით, რა ვადითაც მას საშუალება მიეცემა, რუსეთი სრულ სოციალურ კატასტროფამდე მიიყვანოს, რასაც შემდეგ რუსეთში ბუნტი და შიდა სახელმწიფოებად დაშლა მოჰყვება და ა.შ.

ასე რომ, რუსები ამ ყველაფერს ითვლიან და ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში საუბარია, არა როგორც რუსეთის ზესახელმწიფოს სტატუსის გადარჩენაზე, არამედ რუსეთის როგორც სახელმწიფოს, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დღეს არსებობს მომავალ ბედზე და ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან.

ასეთ შემთხვევაში საქართველოში შემოსვლა როგორ დაეხმარეობოდა რუსეთს საკუთარი პოზიციების გამყარებაში ახლო აღმოსავლეთში და როგორ გადაარჩენდა ამ ყველაფრისგან, რაზეც ვისაუბრეთ?

- ეს რა თქმა უნდა არ არის პანაცეა და თავის გადარჩენის საშუალება რუსეთისთვის იმ საფრთხისგან, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, მაგრამ გარკვეულწილად ეს მის იმიჯს აამაღლებს, გარდა ამისა, კავკასია ძალიან სტრატეგიული რეგიონია. კავკასიაში მოიაზრება აზერბაიჯანიც და კავკასიის ხელში აღებით რუსეთი შეეცდება, გავლენა შეინარჩინოს იგივე დსთ-ს ყოფილ სივრცეზე, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე, რომლებსაც ასევე დიდი მარაგები აქვთ.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იმ მასშტაბის პასუხი რუსეთის მხრიდან, რა მასშტაბის საფრთხეც მას ელოდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება მისი მხრიდან თავის გადარჩენისთვის გადადგმული ერთადერთი სასწარკვეთილი ნაბიჯი, რომელიც მაინც შეაკავებს და შეამსუბუქებს იმ სცენარს, რაზეც გვქონდა საუბარი, იმიტომ, რომ კავკასიის ხელში აღებით რუსეთი შეეცდება, იქ გაიმყაროს პოზიცია, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია, თუკი რუსეთის დაშლაზეა ლაპარაკი. ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კავკასია, საიდანაც ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს.

თუკი რუსეთი შეძლებს კავკასია მთლიანად საკუთარი ქუსლის ქვეშ ამყოფოს, გარკვეულწილად შეაჩერებს იმ პროცესებს, რა პროცესების წინაშეც შესაძლოა არც თუ შორეულ პერსპექტივაში შეიძლება დადგეს.

გარდა ამისა, კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხიც ფაქტობრივად, იქნება რუსეთის კონტროლის ქვეშ, ანუ ალტერნატიულ დერეფანზე საუბარი ამ შემთხვევაში მოხდება.

თუმცა, სავარაუდოდ რუსეთის დაშლა და დასუსტება არ უნდა აწყობდეს ევროპას, რადგან ფაქტობრივად ერთგვარი შემაკავებელია აზიასა და ევროპას შორის. ამ თვალსაზრისით რამდენად შეიძლება, დასავლეთისთვის მომგებიანი იყოს რუსეთის დასუსტება?

- ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც სამყაროს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცენტრი ინაცვლებს აზიისკენ, - დიდი ხანია, გადანაცვლებულია უბრალოდ, დღეს აქ მისი კოსმეტიზაცია ხდება. ამერიკისთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთის თემა, მაგრამ არანაკლებ უმნიშვნელოვანესია ჩინეთის თემაც და აქედან გამომდინარე, რასაც ამერიკა აკეთებს, ორწვერიანი შუბის პრინციპია. ის ანეიტრალებს და ასუსტებს რუსეთსაც და მეორე მხრივ, ასწრებს ჩინეთს აითვისოს მთელი აღმოსავლეთის ენერგეტიკული მარაგები და ამ თვალსაზრისით, საკუთარი პირობები უკარნახოს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც. თუკი ამერიკა შეძლებს, დაარღვიოს ანდაზა, „ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“ და ორივე კურდღელი დაიჭიროს - რატომაც არა, როგორც ჩანს, სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე.

ამ დღეებში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩირიკბას განცხადება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ  საქართველოსთან დიალოგისთვის მათ სჭირდებათ ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან ივანიშვილი და ალასანია. როგორ ფიქრობთ, მართლაც რეალური იქნებოდა ასეთი პერსპექტივა თუ ეს შეიძლება აღვიქვათ მხოლოდ განცხადებად და რამდენად დაუშვებდა ამას რუსეთი?

- ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კარიერა დაიწყო აფხაზეთთან ურთიერთობით და მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აფხაზებთან მოლაპარაკების კუთხით. მე ზუსტად არ ვიცნობ ამ გეგმას და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აფხაზურ-ქართული დიალოგი ამდენად შედეგიანი აფხაზეთის ომის შემდეგ არ ყოფილა.

როდესაც აფხაზები ამის კონსტატაციას ახდენენ, ეს არ არის მხოლოდ იმედი და მოლოდინი, მათ იციან ეს კაცი საქმეში და ისინი ენდობიან ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ხელშესახები შედეგები, უბრალოდ მას ამის ბოლომდე მიყვანა არ აცალეს.

აქედან გამომდინარე, მათი მოლოდინი ალასანიას მიმართ სრულიად გასაგები და ლოგიკურია. რაც შეეხება ივანიშვილს, ამ შემთხვევაში ხაზგასმული იყო მისი პრაგმატულობა და გარდა ამისა ალასანია დღეს მის გუნდს წარმოადგენს. რაკი ისინი ამას ამბობენ, როგორც ჩანს, აქვთ ამისი საფუძველი.