სამხედრო თანამშრომლობის ახალი, შეზღუდული სტრატეგია

სამხედრო თანამშრომლობის ახალი, შეზღუდული სტრატეგია

საქართველოში თავისი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თბილისს მისთვის სასურველი, „სამხედრო თანამშრომლობის ახალ ასპექტებთან“ დაკავშირებული ცნობები ჩაუტანა, რომელსაც საქართველოს შესაძლოა პირდებოდნენ კიდეც ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, მაგრამ მაშინ კონკრეტული არაფერი თქმულა.

ბათუმში სააკაშვილთან ერთად ყოფნის დროს (მანამდე, სანამ ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმს დააგემოვნდებდა) მან დააკონკრეტა ის, თუ რას მოიცავს ეს ახალი თანამშრომლობა:

„ჩვენ წელს მოვილაპარაკეთ ასევე სამხედრო თანამშრომლობის ახალ ასპექტებზე. აშშ უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების წრთვნას და მხარდაჭერას ქვეყნის სანაპირო და საჰაერო კონტროლის სრულყოფის მიზნით. ჩვენ დავეხმარებით მას, ვერტმფრენთა პარკის განახლებაში, რათა შეუმსუბუქოთ რესპუბლიკას თავის ტერიტორიაზე მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირება. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ საქართველოს შეიარაღებულ ძალების მომზადებას 21-ე საუკუნის სულისკვეთებით, რაც აუცილებელია ამოცანების განხორციელებისთვის დღევანდელ ცვალებად სამყაროში. ამ სიახლეების რეალიზებით საქართველო უფრო მტკიცე საერთაშორისო პარტნიორი გახდება, აიმაღლებს რა საკუთარ თავდაცვისუნარიანობის დონეს“.

სახელმწიფო მდივანმა მონაწილეობა მიიღო ასევე ქართული მხარისთვის სანაპირო დაცვის ახალი ქართული კატარღის გადაცემის ცერემონიალში – ის ერთ-ერთია იმ სამ ხომალდს შორის, რომელიც აშშ-ს დახმარებით განახლდა:

„მე სიხარულით ვმონაწილეობ იმ საპატრულო კატარღის გადაცემის ცერემონიალში, რომელიც სულ მალე საქართველოს სანაპიროს დაცვის სამსახურში ჩადგება. ეს ხომალდი, მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით და შესაძლებლობებით, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დადასტურებაა. საქართველო და ამერიკა ერთობლივად მუშაობდნენ მის მოდერნიზებაზე. და მე ვამაყობ იმით, რომ 2009 წელს აშშ-მ 10 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის დახმარების მიზნით, რათა ის უფრო მდგრადი, დამოუკიდებელი ერთეული გახდეს და შეძლოს ქვეყნის ტერიტორიული წყლების დაცვა და პატრულირება.

სამი საპატრულო კატარღის გარდა, ჩვენ ხელი შევუწყვეთ სარემონტო ვერფის აღჭურვას, თვალყურისა და კომუნიკაციის ახალი საშუალებების დანერგვას, ასევე მაღალტექნოლოგიური საზღვაო საინფორმაციო ცენტრის შექმნას. ეს ყველაფერი ხორციელდება საქართველოს საზღვრების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილი მხარდაჭერის ფარგლებში. ეს მოიცავს პოლიციის ახალი სანაპირო განყოფილებების შექმნას მოშორებულ ადგილებში, დოზიმეტრების დამონტაჟებას ყველა პორტში, დამატებითი მოწყობილობის გადაცემას, სასაზღვრო და შეიარაღებულ ძალთა წრთვნას, ნატოსთან კავშირების გაფართოვებას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის საშუალებით. აშშ ამ პარტნიორობის ერთგულია და მას მომავალშიც გააფართოვებს“.

ეს ყველაფერი საქართველოსთვის სასარგებლოა, თუმცა ის სულაც არ წარმოადგენს იმ „თავდაცვითი ფუნქციის მატარებელ იარაღს“, რომლის მიღებაც სააკაშვილს სურს, კერძოდ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და საჰაერო თავდაცვის სისტემას. დეტალების არცოდნის ფონზე, გაურკვეველია ისიც, თუ რამდენად წარმოადგენს სიახლეს ეს „21-ე საუკუნის წრთვნა“, რომელიც უკვე გარკვეული პერიოდია რაც მიმდინარეობს აშშ-ს მიერ იმ ქართული კონტიგენტის მომზადების ფარგლებში, რომელიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობს. ხოლო „ნაპირების და საჰაერო სივრცის კონტროლი“, როგორც ჩანს სანაპირო დაცვის დახმარებით შემოიფარგლება, რაზეც ჰილარი კლინტონმა ისაუბრა.

მიუხედავად ამისა, თავად სააკაშვილმა, ჰილარი კლინტონის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილების ჩამოთვლისას პირველ რიგში ახსენა აშშ-ს მიერ გამოცხადებული პროგრამა „საქართველოს თავდაცვითუნარიანობის განმტკიცების შესახებ, რა კომპონენტებისგან შედგება, ძირითადი კომპონენტები გამოცხადდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

თუმცა, კითხვა შემდეგში მდგომარეობს: არის კი ეს ნაბიჯი გადადგმული სამხედრო თანამშრომლობის „ახალი საფეხურისკენ“, რომელზეც, საქართველოს მთავრობის თქმით, ის აშშ-სთან ერთად გადადის, თუ სწორედ ეს არის ის საფეხური. (საქართველოსთვის) ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტშიც კი მათ არ უნდა მოსწონდეთ ობამას ადმინისტრაციის აშკარა სურვილი, რომ როგორმე პროცესი გააჭიანუროს.
foreignpress.ge