საქართველოს პარლამენტის შენობა სამეცნიერო ფანტასტიკიდან

საქართველოს პარლამენტის შენობა სამეცნიერო ფანტასტიკიდან

CNN -ის რუბრიკა Eye On საქართველოში მიდის. იკითხეთ და უყურეთ რეპოტაჟებს ონლაინ და ტელევიზიით 24 ივნისამდე.

(CNN) – ახალი პარლამენტისთვის ეს არასახარბიელო დასაწყისი იყო.

ახალი ნაგებობების მშენებლობების გახსნა საქართველოში ძირითადად შესაბამისი ღონისძიებით იწყება, მიწის ბელტის პირველი ნაზი გადატრიალებით და ხანდახან სასულე ორკესტრის თანხლებით. საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა კი იმით დაიწყო, რომ - 46 მეტრიანი საბჭოთა მემორიალი ააფეთქეს.

აფეთქება ტრაგიკულად დამთავრდა – დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი ქალი, მისი 8 წლის ქალიშვილი და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული,“ განაცხადა მურთაზ ზოდალევამ, ქვეყნის იმჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა.

სამი წელი გავიდა და შუშის გუმბათიანი, დიდი შენობა, რომელიც სავსებით მოუხდებოდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ მხატვრულ ფილმს, ისევ დავების საგანია.

მშენებლობა 83 მილიონი დოლარი დაჯდა და ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ გაღატაკებული ქვეყნისთვის ეს მშენებლობა უზარმაზარი სისულელეა.

სხვების აზრით, ეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ძალაუფლება დედაქალაქიდან, თბილისიდან, ქვეყნის სიდიდით მეორე, დასავლეთში მდებარე ქალაქ ქუთაისში გადადის (თბილისიდან 220 კილომეტრში), მეტ გამჭვირვალობას არ მოიტანს

მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობისათვის, შენობა საქართველოს მომავლის ოცნებას წარმოადგენს.

მისი პრო-დასავლური მთავრობა, რომელმაც 2008 წელს რუსი სამხედროებისგან მარცხი იგემა, ისევ არ ეპუება თავის გიგანტ მეზობელს. აღება მემორიალისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ რუს და ქართველ სამხედროებს ეძღვნებოდა, მოსკოვმა, როგორც „ვანდალიზმის“ აქტი, ისე დაგმო.

სააკაშვილისთვის ახალი პარლამენტი მოსკოვისთვის გაგზავნილი მძლავრი შეტყობინებაა.

„პარლამენტის ეს ახალი შენობა, ახალი საქართველოს სიმბოლოა,“ განაცხადა სააკშვილმა პარლამენტის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შენობასთან, ოფიციალურ გახსნაზე, სამხედრო აღჭრვილობისა და სამხედროთა მარშირების ფონზე.

მან თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ სურს თავისი „სანატრელი ოცნების შესრულება: საქართველოს მთავრობის დამხობა“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მცველად დაუდგება საქართველოს დამოუკიდებლობას,“ განაცხადა მან. „ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰყავდეს ერთი ელიტა და იმისთვის, რომ ქვეყანა არ იმართებოდეს ერთი ქუჩიდან.“

ამ დროს ოპოზიციური ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის მშენებლობა საიდუმლოების საბურველით იყო მოცული და სახელმწიფო სახსრებიდან პროექტისთვის „სრულიად არაგამჭვირვალედ“ სულ ცოტა $45.3 მილიონია გაღებული, აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისური უფლებადაცვითი ჯგუფი.

საიას ანგარიშშის თანახმად, დოკუმენტები, რომელიც მოითხოვეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქვეყანაში მოქმედი კანონების შესაბამისად, იმით დამთავრდა, რომ მიიღეს მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი, ხოლო სხვებზე კი უარი უთხრეს.

„მონიტორინგის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ ინფორმაცია პარლამენტის მშენებლობაზე მთლიანად დახურული იყო,“ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამ სრულიად არაგამჭვირვალე პროცესს მივყავარათ იმ სამართლიან დასკვნამდე, რომ 73.77 მილიონი ლარი გამოყენეს გაურკვევლად და შესაძლოა, კორუფციულადაც.“

ჯგუფი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გარიყავს ქვეყნის ოპოზიციას, რადგან სამრეწველო ქალაქში, ქუთაისში გადატანილ პარლამენტს ვეღარ მოსთხოვენ ანგარიშს საპროტესტო გამოსვლებითა და მიმართვებით.

მაგრამ საქართველოს მთავრობა, რომელსაც არ აღელვებენ ოპონენტები, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მთლიანად წყვეტენ კავშირს საბჭოთა ეპოქის არქიტექტურასთან, რომელიც დომინირებს თბილისში.

რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობს სამშენებლო სამუშაოებს, ადგილის დათვალიერებისას, უცხოურ მედიას ამას წინათ განუცხადა, რომ შენობა მაღლა ასწევს საქართველოს თამასას ვიზუალური ხელოვნების განათლების თვალსაზრისით.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილების გემოვნება გაცამტვერდეს კომუნისტური არქიტექტურით,“ განაცხადა მან. „ჩვენ გვჭირდება ლამაზი შენობები და გვინდა, რომ მომავალ თაობას კარგი გემოვნება ჰქონდეს. ეს დაეხმარება მათ იმაში, რომ უკეთ და უფრო ღირსეულად იცხოვრონ.“
foreignpress.ge