„მოსყიდული ხალხი ვერასოდეს შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას“

„მოსყიდული ხალხი ვერასოდეს შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას“

რა დაანახა ხელისუფლებას ქუთაისში გამართულმა აქციამ, რამდენად აქვს დღეს ქართველ ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და რამდენად თანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი საქართველოში? ამის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას ვესაუბრეთ:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოდან წასვლის შემდეგ ისეთი ამბები მოხდა, რომ საზოგადოების ნაწილმა იფიქრა, - ჰილარი კლინტონის საუბარი დემოკრატიასა და თავისუფალ არჩევნებზე, ხელისუფლებამ არასწორად გაიგოო.

- ჰილარი კლინტონის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თავლსაზრისით, რომ მან ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ყველა სახელმწიფო დემოკარტიის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე საუბრობს.

ჩვენი მიზანია, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რადგან ჩიკაგოს სამიტზე ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში ინტერგაციისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ძალზე მნიშველოვანი იქნება.

ამ არჩევნების დროს ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი შეხედულების გამოხატვის საშუალება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს მოსყიდვები და თუ ეს ფაქტი მოხდა, ამაში მონაწილე პირები ისჯებიან. ეს კანონი მიიღო საქართველოს პარალმენტმა და მისი აღსრულება აუცილებლად უნდა მოხდეს. მახსოვს ტელევიიზიითა და პრესით ხშირად დაობდნენ რომელიმე ადამიანი უმრავლესობის წევრს შეხვდებოდა თუ არა რომელიმე რაიონში, ამაზე იქცეოდა მთელი პრესა და ტელევზიია. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში კი თვითონ მოისმინეთ ხიდაშელის პოზიცია. როდესაც „ქართული ოცნების“ წევრების ქმედება გახდა ცნობილი, ხიდაშელმა განაცხადა - ისინი ხელისუფლებისაგან მოგზავნილები არიან, იმიტომ რომ თავის დანაშაულზე მუხლების მიხედვით საუბრობენო. მერე გაირკვა რომ ის პირები, რომელიც საკუთარ დანაშაულზე მუხლების მიხედვით საუბრობდნენ, სულაც არ ყოფილან მოსყიდულები, „ქართული ოცნების“ წევრები ყოფილან და კომენტარებიც შესაბამისად შეიცვალა.

ასეთი რამ პირველად არ მომხდარა. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს უფლება მიეცათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, „ქართული ოცნების“ წევრმა კბილაშვილმა განაცხადა - ეს არის იმაზე მეტი, რასაც ველოდით და ამას ივანიშვილი აუცილებლად გამოიყენებსო. შემდეგ კი თქვეს ამ უფლებას ივანიშვილი არ გამოიყენებსო. ამდაგვარი ორმაგი მიდგომები ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც აშკარად რუსულ ხაზზე ზის.  

მათ კარგად იციან, რომ ამ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვთ და მხოლოდ იმისკენ არიან ორიენტირებულები, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს.

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები სუფარზე პატიჟებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა?

- ვისაც რაიმე ეჭვი ექნება ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მოსყიდვაზე, ნებსიმერი ფაქტი უნდა გადაიგზავნოს კონტროლის პალატაში და ვიცი, რომ კონტროლის პალატა ყველა პარტიის საქმიანობა სწავლობს ამ მიმართულებით. რაც შეეხება „ფურშეტზე“ მასწავლებლების თუ ექიმების დაპატიჟებას, ქალაქის მერის მიერ ასეთი შეხვედრების გამართვა ჩვეულებრივი ამბავია და ამას არაფერი კავშირი არ აქვს არჩევნებთან, რადგან ის მათ სარეცხ მანქანაში სამშობლოს გაყიდვაზე კი არა, რეფორმებზე ელაპარაკება. ეს კი ერთი და იგივე არ არის.

თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ავუკრძალავთ მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან შეხვედრას, ეს ხელისუფლების პარალიზებას გამოიწვევს. სოფლის მეურნეობის მინისტრს ხომ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ არ ჩავიდეს სოფელში, ჯანდაცვის მინისტრს - არ შევიდეს საავადმყოფოში, ქალაქის მერს კი - თბილისის მოსახლეობას არ შეხვდეს. ჩვენ ვლაპაკობთ სარჩევნო სუბიექტ „ქართულ ოცნებასა“ და საარჩევნო სუბიექტ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

მაგრამ ხელისუფლების წამომადგენლები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.

- სამართლებრივად მერს ვერავინ აუკრძალავს მერის ფუქციის შესრულებას. ის ხვდება მოსახლეობას როგორც ქალაქის მერი, მაგრამ თუ ის მოსახლეობას შეხვედება დეპუტატობის კანდიდატან ერთად და სხვადასხვა რესურსს გამოიყენებს, მაშინ ეს იქნება კანონის დარვევა.

რამდენად ემსახურება მოსახლოების ინფორმირებულ არჩევანს სამარშრუტო ტაქსებში რადიოს აკრძალვა და მე-9 არხის სიგნალის გათიშვა?

- გადაწყვეტილება „მე-9 არხის“ მაუწყებლობასთან  დაკავშირებით მარეგულირებელმა მიიღო. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებში რადიოს აკრძალვას, ეს ალბათ, მისი მფობელი კერძო კომპანიის  ბიზნესინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაა.

როდესაც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე ადამიანი დაიღუპა, ეს დაუკავშირეს პრეზიდენტის სურვილს, რომ რაც შეიძლება პარლამენტის შენობა სწრაფ ტემპში აშენდეს.

- ასეთივე უბედური შემთხვევები მოხდა ბათუმში სასტუმროს ჩამონგრევისას და თბილისის პირველ საავადმყოფოშიც, ეს ფაქტებიც ხომ პრეზიდენტის განცხადების გამო არ მომხდარა? ისიც კი თქვეს, ქუთაისში გარდაცვლილი ერთზე მეტიაო, მაგრამ როგორ შეიძლება საქართველოში მიცვალებული დაიმალოს?!

ქუთაისში გამართული ქართული ოცნების აქციამ რა დაგანახათ?   

- ნეტავ გახსენს ყუთი, სადაც იქ მისული ხალხის  ოცნებები იყო? იმ წერილებიდან ჩანს, რაც იყო იქ მისული ხალხის მიზანი. საქართველოში მოსყიდული ხალხი ვერასოდეს შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას.