სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამშაბათს საქართველოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იღებს ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის რუსულ ოკუპაციას.
შავი ზღვის საკურორტო ქალაქში, ბათუმში სტუმრობისას, კლინტონმა ცხადად თქვა, რომ შეერთებული შტატები იმედოვნებს დემოკრატიის განმტკიცებას სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, რომელიც სრულდება მომავალ წელს.
მიუხედავად იმისა, რომ მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებსა და ანტი-კორუფციულ ძალისხმევას, აშშ-ს ოფიაციალურ პირებს აშინებთ დომინირება სააკაშვილისა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს „ვარდების რევოლუციად“ წოდებული 2003 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ეს დომინირება აძნელებს სხვა ლიდერებისთვის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასპარეზზე გამოსვლას.
„მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციით“ თქვენ შეცვალეთ ისტორია, მაგრამ უფრო რთული და საბოლოო ჯამში უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო წინ გელით – იმ ჩვევის და პრაქტიკის გამომუშავება, რომელიც შეინარჩუნებს დემოკრატიას დროთა განმავლობაში,“ განაცხადა კლინტონმა გამოსვლაში, სადაც ილაპარაკა შრომით უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მედიის თავისუფლებაზე.
„მე მოვუწოდებ ქართველ ლიდერებს კონკურენტული კამპანიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისკენ, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში.“
აყვავებული ზღვისპირა ქალაქი
ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებ ის, რომ 44 წლის სააკაშვილმა შეიძლება მიბაძოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა ჩინოვნიკმა უარი განაცხადა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ უთხრეს ხაზგასმით ქართველ პოლიტიკოსებს – „შემდეგი გადაცემა უნდა ჭეშმარიტი იყოს.“
ოპონენტები სააკაშვილს ბრალს სდებენ თავისუფლებათა ალაგმვაში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში შესვლის გამო, როდესაც ქართული ჯარი ხუთ დღეში დაამარცხეს. მოსკოვმა მალე აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ინარჩუნებს კონტინგენტს სეპარატისტულ რეგიონებში.
რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებამ ჩრდილი მიაყენა სააკაშვილის ოცნებას საქართველოს ნატოში და ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ, რადგან მათ შეიძლება არ მოინდომონ მოსკოვთან დავაში მყოფი წევრის მიღება.
„ჩვენ არ მივიღებთ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ოკუპაციას და მილიტარიზაციას და ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან 2008 წლის საზავო შეთანხმებების შესრულებას, მათ შორის იმას, რომ გამოიყვანოს ჯარი პრე-კონფლიქტურ ზონაში და გახსნას გზა ჰუმანიტარული დახმარებისთვის,“ განაცხადა კლინტონმა.
თავის სამდღიანი მოგზაურობისას სამხრეთ კავკასიაში, კლინტონი შეხვდა ოპოზიციის ხუთ წევრს, იმის საილუსტრაციოდ, რომ აშშ-ს სურს კონკურენტული არჩევნები.
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა წარმოდგენილი იყო მისი „ქართული ოცნების“ ბლოკი, რომელმაც პირობა დადო, რომ დაამარცხებს სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
აშშ-ს მაღალი რანგის ვიზიტი ბათუმში, აყვავებულ ზღვისპირა ქალაქში, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი აპირებს ინვესტრებას, ნაწილობრივ მიზნად იმას ისახავდა, რომ ხაზი გაესვა კონტრასტისთვის იზოლირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარებით.