„აპარატის უფროსმა შეურაცხმყოფლი ფორმით მითხრა, - შენი პოლიტიკური შეხედულებები შენთვის შეინახეო“

„აპარატის უფროსმა შეურაცხმყოფლი ფორმით მითხრა, - შენი პოლიტიკური შეხედულებები შენთვის შეინახეო“

„ჩემი ძმიშვილი პატიმარია და ჩემს გამო ის დღეს შეიძლება მძევლადაც იქცე“ - მითხრა პარალამენტის აპარატის თამაშრომლელმა ნინო ქავთარაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ძმისშვილს პრობლემები შესაძლოა მამიდის პოლიტიკური შეხედულებების გამო შეექმნას. ნინო ქავთანაძეს სამსახურში შენიშვნაც მისცეს იმის გამო, რომ 27 მაისს „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა და „ფეისბუკში“ სტატუსი დადო - პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაისურით რომ მივიდე, რა მოხდებაო?!“

ნინო ქავთარაძეიმას რაც მოხდა, ყოველდღე ველოდებოდი, მას შემდეგ რაც თანამშრომლობა დავიწყე საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“. ამ ორგანიზაციაში მმართველობის სისტემის კონცეფციაზე მომუშავე თემატურ ჯგუფს ვხელმძღვანელობ. პარალელურად პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად ვმუშაობ. მე ერთ-ერთი რიგითი ჩინოვნიკი ვარ, თუმცა რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ უფრო მეტად შემიძლია გამოვადგე ჩემს ქვეყანას, ვიდრე რომელიმე თანამდებობის პირი. ალბათ, ნორმალურ სახელმწიფოში მოქალაქეები პოლიტიკური მოცემულობისა და დილემების წინაშე ასე ხშირად და ასეთი დიდი რისკის ფასად არ უნდა დგებოდნენ.

საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ მოწვევა რომ მივიღე, გადაწყვეტილების მისაღებად დიდხანს არ მიფიქრია. რადგან დარწმუნებული ვარ ის საქმე, რასაც 12 წელზე მეტია ვემსახურები, პრიოროტეტული იქნებოდა იმ ადამიანისთვის, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში შემოვიდა.

რატომ იყავით ასე დარწმუნებული ამაში?

- საჩხერელი ვარ და წლების განმავლობაში საშუალება მქონდა თვალი მედევნებინა იმისთვის, რა ხდებოდა ამ კუთხეში. თუმცა ვაკვირდებოდი არა იმას, თუ რამდენი სახლი აშენდა, გადაიხურა, გათბა და განათდა, რამდენი ადამიანი გადაურჩა შიმშილს, ტკივილს და უიმედობას, არამედ იმას, თუ რა კრიტერიუმებით გეგმავდა და ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილი „სიკეთის ინექციებს“ და რამდენად მოტივირებულს ხდიდა ეს ყველაფერი რიგით ადამიანებს, ჩართულიყვნენ საკუთარი კუთხის „აღმშენებლობის“ პროცესებში.

ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში აღნიშნა - დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ავაშენოო. ასეთი სახელმწიფოს აშენება ადგილობრივი დემოკრატიისა და რეალური თვითთმართველობის ჩამოყალიბების გარეშე ხომ შეუძლებელია?! დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი მას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული.

მართალია, ამ თემატურ ჯგუფში მუშაობას, სამსახურის პარალელურად ვახერხებდი, მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც მაწუხებდა, არა იმის გამო, რომ მოძრაობაში გავერთიანდი, არამედ იმიტომ რომ, იძულებული ვიყავი გარკვეული პერიოდით მაინც ეს ამბავი დამემალა.

რატომ მალავდით ამას?

- თქვენის ნებართვით ამ მიზეზზე ვერ ვისაუბრებ. ეს დიდი საფრთხეს შეუქმის ჩემი ოჯახის წევრს.

პირიქითამის ხმამაღლა თქმა შესაძლოა, პრევენციაც იყოს.

- ჩემი ძმიშვილია პატიმარი და ის დღეს შეიძლება მძევლადაც იქცეს. თუმცა, ახლა, როცა ღიად განვაცხადე ჩემი შეხედულებების შესახებ, პრევენციის მიზნით, გარკვეულ ღონისძიებებსაც მივმართე...

ზუსტად ვიცი მას კონტროლზე აიყვანენ და იმედი მაქვს არაფერი დაუშავდება. ამ საკითხში და არა მხოლოდ ამ საკითხში თანადგომა უკვე აღმითქვეს.

საჯარო მოხელეს კანონი არ უკრძალავს ამგვარ საქმიანობას?

 - ანალიტიკური საქმიანობა არ იკრძალება, მითუმეტეს სამუშაო საათების შემდეგ. აქამდე არასდროს მქონია პარტიული ვალდებულებები. ანალიტიკური საქმიანობით წლებია დაკავებული ვარ სხვადასხვა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა ეს არასდროს  გამხდარა  პრობლემა.

აქამდე პროტესტი არაფერზე გამოგითქვამთ?

- რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ მომწონდა ამას არასდროს ვმალავდი. მქონდა პროტესტი გარკვეულ საკითხებზე როგორც ჩემს სფეროში, ასევე  ზოგადად  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. ხშირად გვიკამათია ჩემი კომიტეტის ყიფილსა და ახლანდელ თავმჯდომარესთანაც, რომელსაც  პიროვნულად ძალიან დიდი პატივს ვცემ, ბევრჯერ ცხარედ გვიმსჯელია და გამომითქვამს გაოცება, კანონის იმ მუხლის გაქრობის გამო, რომელმაც, მაგალითად, მერის უფლებამისლება უნდა განსაზღვროს.

დღეს არის ისეთი ვითარება, რომ ჯვარი სწერია და, უგულავას რომ რამე მოუვიდეს, თბილისის მერი ისევ უგულავა იქნება... კანონით არ არის გამიჯნული ქონება და უფლებამისილებები, მაგალითად, აჭარის ავტონომიაში და უფრო მეტიც, აჭარის კოსტიტუციის თანახმად, თვითთმმართველობა საერთოდ არ უნდა არსებობსდეს. დღეს პრეზიდენტს უფლება აქვს პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს თვითთმართველობის ქონება. ადგილობრივი დემოკრატიის მთავარი პრობლემა არის ერთპარტიულობა, როგორც წარმომადგენლობით ორგანოებში, ისე მთლიანად მმართველობით სისტემაში.

დღეს თბილისის საკრებულო ერთპარტიულიც რომ არ იყოს, ყბადაღებული სამარშრუტო ტაქსების, დენისა და  ნაგვის პრობლემას, მაინც არაფერი ეშველება, რადგან, მერის  გაძლიერების ხარჯზე ძალიან დასუსტებულია საკრებულო. დეცენტრალიზაციის პრობლემები ძალიან მტკივნეულია. გაგაოცებთ, რომ ბორჯმსა და გუდაურში ადგლობრივ ხელისუფლებას ახორცილებს თბილისის მერია. საოცარია ლაზიკის სტატუსი, ქალაქი-იდეა - საკონსტიტუციო გარანტიებით.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საჯარო სივრცეში მთავარი პრობლემა პოლიტიკოსების და პროფესიული მოხელეების დამახინჯებული ურთიერთობაა. მოხელეს იმის განცდა არ აქვს, რომ ქვეყანას და კანონს ემსახურება. მას უკვე დიდი ხანია წესად ექცა, რომ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას არაფერი აწყენინოს.

ჩემი ჯგუფის მიერ შემუშავებული მმართველობითი სისიტემის კონცეფციაში სწორედ ეს გვიწერია, რომ საჯარო სამსახური პოლიტიკური წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. მოხეელებმა უნდა დავიბრუნოთ ღირსება და განცდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს კი არა, სახელმწიფოს და საჯარო ინტერესს უნდა ვემსახურებოდეთ. მიმაჩნია, ბიძინა ივანიშვილის პრინციპი, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, საჯარო სამსახურზე არ უნდა ვრცელდებოდეს. საჯარო სამსახურს განხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და საქმის ინტერესების დამცველი ადამიანები სჭირდება და არა მხოლოდ რომელიმე პარტიის არაპარტიული მომხრეები. სწორედ ამიტომ გავაგრძელებ მუშაობას ჩემი პოლიტიკური არჩევანისა და თუნდაც, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფონზე (ალბათ  სადამდეც შევძლებ).

რა ზეწოლა განხორციელდა?

- ეს თემა მინდა აღარ განვავრცო, რადგან არ მინდა ჩემი სამსახურში ყოფნა გაუსაძლისი გახდეს, ან რამე უარესად გართულდეს, ან ჩემს კოლეგებს შეექმნათ პრობლემები, გამკაცრებული კონტროლის გამო. მიუღებელი და ძალიან დამამცირებელი იყო ის, რომ მათ ეჭვი შეიტანეს ჩემში. მას შემდეგ, რაც მიუვიდათ ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვთანამშრომლობ, ეგონათ, რომ ანაზღაურებასაც ვიღებდი და ამის დაზუსტება მოინდომეს. შეიძლება ასე მუშაობას, სამსახურიდან წასვლაც სჯობდეს, მაგამ ამას არ გავაკეთებ, რადგან ესაა ის ადგილი, სადაც 2004 წელს დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელო. ეს მხოლოდ ჩემი სამსახური არაა, ეს ჩემი ღირსების საქმეა.

შენიშვნა ვინ მოგცათ და რისთვის?

- შენიშვნა იმის გამო მივიღე, რომ აქციაზე ვიყავი და „ფეისბუკზე“ სტატუსად დავდე (ვიხუმრე) – „ქართული ოცნების“ მაისურით რომ მოვიდე სამსახურში რა მოხდება-თქო, ხოლო როდესაც გიგი წერეთელმა განაცხადა, - სახელმწიფო მოხელეები არ უნდა მონაწილებდნენ ოპოზიციის აქციაზეო, „ფეისბუკზე“ დავწერე - გაგვათავისუფლეთ, ვითომ ოქტომბრამდე უხელფასო შვებულებაში ვართ-თქო. ეს კი იმიტომ დავწერე, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, პარალამენტის თანამშრომელი ვნახე. ყველას ხომ ვერ გაგვიშვებდნენ?

ქართული ოცნების მაისურით წახვედით სამსახურში?

- ეს წესის უხეში დარღვევა იქნებოდა და ასეთ სისულელეს არ ჩავდიდენდი. ამის გამო მომედავებოდნენ კიდეც და მართლებიც იქნებოდნენ, რადგან პოლიტიკური ძალის რეკლამირება სახელმწიფო დაწესებულებაში არ შეიძლება და ეს მე კარგად ვიცი.

ვისგან მოხდა კონკრეტულად ზეწოლა?

- კომიტეტის აპარატის უფროსმა დამიბარა და ძალიან შეურაცხმყოფლი ფორმით მითხრა, - შენი პოლიტიკური შეხედულებები შენთვის შეინახე და მასზე თანამშრომლებთან საუბრისაგან თავი შეიკავეო. მე კი არ მივიღე ეს შენიშვნა და არც მომავალში მივიღებ. თანამშრომლებს კი ჩემი აგიტაცია არასდროს დასჭირვებიათ. უბრალოდ, ოდნავ გული მწყდება, რომ მათგად სოლიდარობის ნატამალიც ვერ ვიგრძენი. სხვა კომიტეტებიდან უფრო თამამად მომიკითხავენ, მეფერებიან, თვალს მიკრავენ და ცერა თითს მიჩვენებენ ქუჩაში, სანამ პარალამენტთან მოვალთ, მაგრამ კომიტეტში სოლიდარობის მინიმუმი აღმოჩნდა და გასაგებიცაა, ყველას არ შეუძლია ბეწვის ხიდზე სიარული.

სამაგიეროდ, დღეს უკვე ვიცი, რომ მე საკუთარი უფლებების დაცვა თუ არა, ამ უფლებებისთვის ბრძოლა მაინც შემიძლია და ისიც, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობა ღალატი არ არის. ეს პოლიტიკაა, რომელსაც ამ შენობაში სადაც არ უნდა გაექცე, მაინც მოგძებნის და არჩევანის წინაშე დაგაყენებს.