80 წლის კაცი ვარ, 100 ლარი პენსიით როგორ ვიცხოვრო?! თვითონ მილიარდები იშოვეს და არ ჰყოფნით. განა ჩემით და თქვენით, ამ ხალხის მეშვეობით არ იშოვეს? ჰოდა, უნდა მორჩეს ამათი პარპაში! ხელისუფლება ვალდებულია ხალხს მოუსმინოს", - მითხრა განაწყენებულმა მოხუცმა...
სოხუმელი ქალბატონი: "აქ იმიტომ მოვედი, ეგება საშველი დაგვადგეს და ამოისუნთქოს ქართველმა ხალხმა. სააკაშვილი გვპირდებოდა, სოხუმში დაგაბრუნებთო და კიდევ დაკარგა ტერიტორიები. მთელი ცხოვრება მაჭავარიანს, წერეთელსა და გოგორიშვილს უნდა ვუყურო პარლამენტში? ყველა მთავრობას ეგენი ერგებიან. ახალგაზრდებს დაუთმონ გზა, ეგებ რამე გააკეთონ და გვეშველოს. სააკაშვილის აშენებული საქართველო ეს არის, შუქს რომ დახარჯავ, ნაგავს გიწერს".
გუბაზ სანიკიძე: "დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში სასწაულია. დღეს მე სასწაული ვნახე, რომელიც ქართველმა ხალხმა მოაწყო! ვარ ბედნიერი, რომ ვარ ქართველი, ამ ადამიანების თანამოქალაქე და თანამემამულე. ვფიქრობდი, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა, მაგრამ თუ სრულიად თბილისი გამოვიდოდა, არ მეგონა! შიში გატეხილი კი არა, წიხლქვეშ არის გაგდებული!"
კახა კახიშვილი, პოლიტოლოგი: "ეს ხალხის სოლიდარობაა. ეს არის იმ ემოციის გამოხატულება, რაც დაგროვილი იყო ხალხის გულებში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის ავანსად გამოცხადებული ნდობა. ათასი პრობლემით შეწუხებულმა ხალხმა უკანასკნელი იმედი დაუკავშირა ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ფულის გამო მოდის პოლიტიკაში. ტყუილად ამბობდნენ, ხალხი შეშინებულიაო, ხალხი ყოველთვის გულანთებული იყო, ეს პოლიტიკოსები იყვნენ შეშინებული. ეს ხალხის ნების დემონსტრირებაა, ხელისუფლებამ უნდა ნახოს, რამდენი ადამიანია მათი პოლიტიკით უკმაყოფილო".
კახა მიქაია: "ტირანიის წინააღმდეგ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ტირანიის დასასრულებლად მთელი ერის გაერთიანებაა საჭირო და მიხარია, რომ Dდღეს გაერთიანებულ ქართველ ერს ვხედავ".
გურამ დევიძე (აქციის მონაწილე): "ხომ ბევრი ხალხია მოსული, მაგრამ ასი იმდენი ვერ მოდის, რადგან ეშინიათ. მე შევეწირები ამ საქმეს, ოღონდ ახალგაზრდებმა გაიხარონ".
დიმა ჯაიანი (მსახიობი): "დღეს მოხდება გარდატეხა ხვალინდელი საქართველოს იმედით. დღეს წყდება ოქტომბრის არჩევნების ბედი. ხალხის ასეთი სიმრავლე ხალხის ხმამაღალი განცხადებაა, რომ ჩვენ ასე ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ჩვენ უკეთესი სახელმწიფოს ღირსები ვართ და ვიცხოვრებთ უკეთეს და თავისუფალ საქართველოში. არავითარი შიში არ არსებობს. ქართველი კაცის მოტეხა შეიძლება, მაგრამ ვერავინ მოდრეკს".
აქცია-მსვლელობაზე სასულიერო პირები და მონაზვნებიც კი შევნიშნეთ.
ლუკა კურტანიძე
: "26 მაისი იყო ტკივილი, ხოლო წლისთავზე, 27 მაისს, დაიბადა ახალი რეალობა. სადაც მადლი კეთდება, იქ ყოველთვის არის ქართველი ხალხი. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებითა და მოქმედებით მოაგროვა ეს მადლი. ეს მადლი მას სამშობლომ, ხალხმა და ქვეყანამ დღეს უკან დაუბრუნა... ეს იყო ჭკუის სასწავლებელი დღე მათთვის, ვისაც ჰგონია, ქართველ ერს დააჩოქებს! დღეს ხომ ყველამ დაინახა, რომ არ არსებობს სიკეთის ძალაზე უფრო დიდი ძალა!"
ნინო ბურჯანაძე: "სახალხო კრებამ" გადაწყვიტა, სოლიდარობა გამოუცხადოს "ქართული ოცნების" ამ ღონისძიებას და ამიტომ ვარ აქ. მინდა სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, მათი არ არის".
ლევან გაჩეჩილაძე
: "ჩემი ოცნებაა ქართული ჯიშის, ნიჭის, გენის, ჯილაგGის, საქართველოს ისტორიის გადარჩენა. საქართველოს გადარჩენისთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ, ეს მუდმივად ასე იქნება, სანამ პირში სული მიდგას".
მიტინგზე სიტუაცია მას შემდეგ "გახურდა", რაც ბერა ივანიშვილი საკუთარი სიმღერით წარდგა აქციის მონაწილეთა წინაშე. ვიღაცას აღმოხდა, "ბიძინამ მაგრად შეუ(ბერაო)", რამაც გარშემომყოფების ოვაცია გამოიწვია.