თბილისში გამართული "ქართული მრეწველობის აღლუმის" შედეგებზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანასათან დაკავშირებით და დამოუკიდებლობის დღისადმი ჩატარებულ ღონისძიებებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის ექსპერტს, ლადო პაპავას ესაუბრა.
- ბატონო ლადო, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები თბილისში ჩატარებულ "ქართული მრეწველობის" აღლუმზე - დამზადებულია საქართველოში".
- რეალურად, სამრეწველო პროდუქციის ასეთი აღლუმის ჩატარება უაზრობაა. სამრეწველო პროდუქციის ყველაზე კარგი "აღლუმია", როცა ეს პროდუქცია მაღაზიაში დახლზეა. მომხმარებელი ამ "აღლუმს" ყოველ დღე უნდა ხედავდეს. სამრეწველო პროდუქციების გამოფენები კი იმართება, მაგრამ ამისთვის არის საგამოფენო დარბაზები და პავილიონები და არ უნდა იკეტებოდეს დედაქალაქის მთავარი ქუჩა. "მრეწველობის აღლუმი" ძალიან ჰგავდა პიარაქციას. შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ რუსთაველზე და ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა ღონისძიებები "მთავრობის ანგარიში ხალხს". რასაც "მრეწველობის აღლუმი" ეწოდა, ჩემი აზრით, ძალიან პრიმიტიული პიარი იყო. მთავარია, რომ ქართული პროდუქცია, იქნება ეს სასოფლო სამეურნეო თუ სამრეწველო, უნდა იყოს წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრებში და მის არსებობასა და ავკარგიანობას მოსახლეობა თავად შეაფასებს.
- ბევრი ვეცადეთ, მაგრამ "მრეწველობის აღლუმის" ორგანიზატორებისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - რამდენი მილიონი ლარის პროდუქციას ამზადებს ქართული მრეწველობა? რამდენად აკმაყოფილებს შიგა ბაზარს და რამდენია ქართული მრეწველობის წილი ბიუჯეტში, მათ შორის ექსპორტირებული პროდუქციისგან? ეკონომიკის სამინისტრომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გადაგვიმასამართა. ამ სამსახურის საიტიდან ამ კითხვებზე ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ...
- საქმეც იმაშია, რომ რეალურად დიდად სატრაბახო ბევრი არც არაფერი გვაქვს. ჩვენს ეკონომიკაში არსებული ვითარების ყველაზე კარგი სარკე ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსია, რომელიც კატასტროპულად უარყოფითია. იმპორტი ლამის 4-ჯერ მეტია ექსპორტზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საექსპორტოდ საქართველოს პრაქტიკულად ბევრი არაფერი გააჩნია. ექსპორტის 23% არის მსუბუქი ავტომობილები. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მსუბუქ ავტომობილებს არ აწარმოებს, ამიტომ ეს ექსპორტი ის იმპორტირებული უცხოური წარმოების ავტომობილებია, რომლებიც განბაჟებამდე ვერ გაიყიდა, მათი განბაჟების შემდეგ ქვეყნიდან გატანა კი - როგორც ექსპორტი დაფიქსირდა. გამოდის, რომ ავტომობილების სახით ქვეყნის ექსპორტის მეხუთედზე მეტი საქართველოში წარმოებული არ არის. ამას თუ დავუმატებთ კიდევ ჯართს, რომელიც ექსპორტის 8%-ს შეადგენს, გამოდის, რომ ექსპორტის მესამედამდე, ისედაც მწირ მთლიან ექპორტში, არაქართული წარმოებისაა. ამ თვალსაზრისით, ვითარება სავალალოა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, აქტიურად უნდა იმუშაოს საგარეო სავაჭრო ბალანსის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
- ვერც იმის დადგენა ვერ მოვახერხეთ, აღლუმში მონაწილე 270-მდე საწარმოში რამდენი ადამიანია დასაქმებული და რამდენია ამ საწარმოებში დასაქმებულ ადამიანთა საშუალო ხელფასი.
- ეს ყველაფერი ჩვენი ქართული სტატისტიკის პრობლემაა. თუ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება "მრეწველობის აღლუმის" ჩატარებაზე, აუცილებელი იყო, რომ ეს ინფორმაცია წინასწარ მოემზადებინათ და სტატისტიკის სამსახურს მედიისთვის მიეწოდებინა. სამწუხაროდ, სტატისტიკა იმ მცირე დაფინანსების პირობებში, რომელიც აქვს, საკმაოდ მძიმე ვითარებაშია და ჩვენ იმის გაკეთებას ვერ მოვთხოვთ, რომელიც ამ ეტაპზე არ შეუძლია.
- გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ იყო "ქართული მრეწველობის აღლუმის" ორგანიზატორი თბილისის მერია და არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...
- ეს ღონისძიება იმდენად აბსურდული იყო, რომ არავითარი ნიშვნელობა არა ჰქონდა, თუ ვინ იქნებოდა მისი ორგანიზატორი. შესაძლოა, ეს იმით აიხსნას, რომ ღონისძიება თბილისში ჩატარდა. ის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიას ვერანაირ ინფორმაციას ვერ აწვდის და სტატისტიკის სამსახურში ამისამართებს, ნიშნავს, რომ სამინისტრო საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარების ცოდნიდან საკმაოდ შორსაა.
- როგორ შეაფასებდით ქუთაისში გამართულ ღონისძიებებს? ქუთაისში ჩატარებულ სამხედრო აღლუმსა და იმას, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის მშენებარე შენობაში გამართულ პირველ საზეიმო სხდომაზე ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქად გამოაცხადა?
- პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მოსაზრება მე არაერთხელ გამომითქვამს. ამ გადაწყვეტილებით თბილისი, როგორც დედაქალაქი, თანდათანობით დაკარგავს თავის ფუნქციას. თბილისი ყოველთვის საქართველოს გამაერთიანებელი იყო. ასე იყო, ასე არის და ღმერთმა არ ქნას, რომ ასე არ იყოს. დედაქალაქის ფუნქციების სხვადასხვა ქალაქებში გადატანა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთლიანობას ზიანს აყენებს. თბილისის, როგორც დედაქალაქის დაკნინება კარგა ხანია დაიწყო. ეს მაშინ დაიწყო, როცა ბათუმში გადაიტანეს საკონსტიტუციო სასამართლო. ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც საქართველოს ახალ კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტის ადგილად განსაზღვრულია ქუთაისი.
რაც შეეხება ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან როდესაც მას უკვე კონსტიტუციით აქვს განსაზღრული დედაქალაქის (თუნდაც საპარლამენტო) სტატუსი, ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარებაც ბუნებრივი უნდა იყოს. ცუდია, რომ ამ ღონისძიებებით ქუთაისის მაცხოვრებლებს შეექმნებათ ილუზია, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანით ქალაქი აყვავდება. ასე ქვეყანა არ შენდება. სამწუხაროდ, ეს გზა საკმაოდ ძვირადღირებულია და ქვეყნის მთლიანობაზე გათვლილი არ არის.
- თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია პრეზიდენტის განცხადებები რომლის თანახმადაც, პარლამენტის ქუთაისში გადატანით ქვეყანაში მოხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, ეკონომიკური ზრდა ყველა ოჯახში შეაღწევს, საქართველო რეგიონის ეკონომიკურ, ფინანსურ და საგანმანათლებლებო ცენტრად გადაიქცევა?
- აქ ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ რამესთან გვაქვს საქმე. პარლამენტის ქუთაისში გადატანა სულაც არ ნიშნავს ხელისუფლების დეცენტრალიზაციას. დეცენტრალიზაცია მაშინ იქნებოდა, თუ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მმართველობის ორგანოებს მეტი უფლებები მიეცემოდათ. სინამდვილეში ასე არ არის. მერის არჩევნები მხოლოდ თბილისით შემოიფარგლა. მერის არჩევნები ყველა დიდ ქალაქში უნდა ტარდებოდეს. ეს იქნებოდა ხელისუფლების დეცენტრალიზაციისაკენ გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი. დეცენტრალიზაციის მონაპოვარი იქნებოდა, თუ ადგილობრივი ხელისუფლებას მეტი დამოუკიდებლობა მიეცემოდა და ისინი უშუალოდ არ იქნებოდნენ მიბმული ცენტრალურ ბიუჯეტიდან მისაღებ ტრანსფერებზე. ახლა პრაქტიკულად ფინანსთა სამინისტრო მართავს მთელ ქვეყანას. ამიტომ, პარლამენტის ქუთაისში გადატანას ხელისუფლების დეცენტრალიზაციასთან და ეკონომიკის სავარაუდო ზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დეცენტრალიზაცია პირველ რიგში ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლებისათვის გარკვეული უფლებების რეგიონებში დელეგირებას.
გაუგებარია, რა კავშირშია პარლამენტის ქუთაისში გადატანა ეკონომიკურ ზრდასთან. ამაზეა სწორედ ნათქვამი – "საიდან სადაო, წმინდა საბაო". ის, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანის გამო საქართველო რეგიონის ეკონომიკურ, ფინანსურ და საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცევა, ძალიან საეჭვო მტკიცებაა.
საქმე იმაშია, რომ რეგიონის, ანუ კავკასიის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად საქართველო თუნდაც იმიტომ ვერ გადაიქცევა, რომ ასეთი ცენტრი ბაქოს სახით უკვე ჩამოყალიბებულია. აზერბაიჯანი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ქვეყანაა და ამით უკვე აქვს მოპოვებული რეგიონში ეკონომიკური და ფინანსური ცენტრის სტატუსი. კავკასიის ცენტრის ფუნქციას არა ერთი საუკუნე თბილისი ასრულებდა. "ვარდისფერი" ხელისუფლება თბილისს აკნინებს და ასეთ ვითარებაში თბილისის კავკასის ცენტრად ჩამოყალიბება ძნელი წარმოსადგენია. რაც შეეხება საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივას, ქვეყანა, სადაც საუნივერსიტეტო განათლება პრაქტიკულად მოშლილია და უნივერსიტეტი განადგურების პირასაა, როგორ უნდა იქცეს კავკასის საგანმათლებლები ცენტრად, ყოვლად გაუგებარია. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გააძლიერდეს, მაგრამ ქუთაისში პარლამენტის გადატანას არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურად და ფინანსურად გაძლიერებასთან.
- რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები - "ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნისა და ხალხის წინაშე" და "თქვენ არ გთხოვთ 2015 წლამდე დაგვაცადოთ, ქართველი ხალხი დაგვაცდის"?
- ამ განცხადებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მას აქვს ამბიცია დარჩეს ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, რომ იგი მეტ პასუხიმგებლობას გრძნობს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ეს სულაც არ არის ცუდი, მხოლოდ მივესალმები ასეთ გამონათქვამს, თუ ის გულწრფელადაა ნათქვამი.
- სააკაშვილი ოპონენტებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" პირდაპირ არასოდეს არ ახსენებს, მაგრამ გულისხმობს და სწორედ მათზე ამბობს, რომ მათ სურთ ქვეყანაში რუსეთის სასარგებლოდ ვითარების არევა...
- ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძალასთან პირდაპირ ღია დაპირისპირებაზე არ გადადის, შესაძლოა, ხვდება, რომ ეს მისთვის წამგებიანი აღმოჩნდეს, თუმცა, ძალიან პრიმიტიულ მინიშნებებს აკეთებს. როცა სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსულ ფულს სუნი არ ასდის და ამიტომ რუსული კაპიტალის საქართველოში შემოსვლა საფრთხეს არ წარმოადგენსო, საინტერესოა სააკაშვილის ხელს სხვისკენ რატომ იშვერს. მით უმეტეს, რომ იგი თავადაც მიესალმება საქართველოში რუსული ინვესტიცების შემოსვლას. ასე რომ, ამ შემთხვევაში ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რეალურად ხედავს იმას, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში და ახლაც რა ხდება.