ზვიად ძიძიგურის განცხადება 27 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით (VIDEO)

ზვიად ძიძიგურის განცხადება 27 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით (VIDEO)

27 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენცია გამართა. ძიძიგურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა სამი ადგილიდან გაიმართება - ვაკის პარკი, დინამოს სტადიონი და ავლაბარი. ძიძიგურის განცხადებით, ეს გამოიწვევს გადაადგილების შეფერხებას ქალაქში, ვინაიდან ძალიან დიდი მასშტაბის მსვლელობა იქნება. ამასთან, ძიძიგურის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტები დაგზავნილია როგორც თბილისის მერიაში, ისე - საპატრულო პოლიციაში.

 რამდენიმე ასეულ მეტრზე განხორციელდება გახმოვანების აპარატურის დამონტაჟება. ასევე, იმის გამო, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ღონისძიებაზე ბევრ ხალხს ელოდება და ყველა ვერ დაეტევა თავისუფლების მოედანზე, მთელ პერიმეტრზე დიდი ეკრანები დამონტაჟდება.