„პრეზიდენტი ხელს აუცილებლად მოაწერს“

„პრეზიდენტი ხელს აუცილებლად მოაწერს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ივანიშვილს არჩევნებში დამარცხების შეეშინდა და ამიტომ განაცხადა, რომ მისთვის მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი საბოლოოდ დაამტკიცა.

დამტკიცებულ პროექტზე ხელმოწერისთვის პრეზიდენტს 7 დღიანი ვადა აქვს და იმის გამო, რომ სააკაშვილი, ოფიციალური ვერსიით, ლოს-ანჟელესში იმყოფება, შეცვლილი კონსტიტუციისთვის ხელი არ მოუწერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმა ჯერ ძალაში არ შესულა.

არის თუ არა შანსი, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს და ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება  მოქალაქეობის მინიჭებით მისცეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.     

ნუგზარ წიკლაური: საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს მოაწერს და ეს ცვლილებები ძალაში სულ უახლოეს მომავალში შევა. ამით ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საშუალება ექნება, რომ მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში. თუ მას ამის სურვილი არა აქვს, შეუძლებელია, ვინმემ ძალით აიძულოს არჩევნებში მონაწილეობა.

პრეზიდენტი ივანიშვილსთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არ აპირებს?

- ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ვეტოს დაადებს, მაშინ მივმართავ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებადო და ხომ გითხარით, პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას აძლევს საშუალებას, რომ არჩევნებში მოიპოვოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

პრეზიდენტს ხელმოწერისთვის შვიდდღიანი ვადა აქვს და ამ ვადაში მოაწერს ხელს?

- როგორც იცით, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდება პრეზიდენტის რეაგირება ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ეს ნორმა ძალაში უახლოეს მომავალში შევა და ის გახსნის ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს.

ივანიშვილმა თქვარომ ხელისუფლებამ პრობლემის საკონსტიტუციო ცვლილებით მოგვარების გადაწყვეტილება საერთაშორისოსაზოგადოების ზეწოლის გამო მიიღოახლა არ გაქვთ მოლოდინირომ ეს ზეწოლა კიდევ განხორციელდება?

- არაფერი დასამალი არ არის, რომ ქვეყანაში გამოჩნდა გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართ არსებობდა გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესი და არც იმას უარყოფს ვინმე, რომ ეს პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ არის მეორე ადგილზე, მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, სოციოლოგიურ გამოკითხვებში და ამიტომ, ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ძალიან ცუდი იქნებოდა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონოდა.

სამწუხაროდ, ამ ადამიანმა ორჯერ უარყო საქართველოს მოქალაქეობა და კანონმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შემდეგ მან მიმართა არასწორ სამართლებრივ გზას. ამის მიუხედავად, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

დასავლეთიდან ზეწოლა არ იყო?

- ყველაფერი არის ღია და ჩვენ ღიად ვამბობდით, რომ ჩვენი ამოცანა არ არის, პოლიტიკური პროცესისგან ვინმეს იზოლაცია მოვახდინოთ. პირიქით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მაგრამ, როგორც გამოჩნდა, თავად ივანიშვილს არ სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ეს მიზეზები არის მხოლოდ და მხოლოდ იმით განპირობებული, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს.

ჩვენ გვახსოვს მისი პირველი განცხადებები, რომ არჩევნებში 2/3-ით გაიმარჯვებს და შემდეგ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ახლა უკვე ყველა ხვდება, რომ ეს არის ილუზიები და არჩევნებში გამარჯვება და ა.შ. არის ბლეფი და მეტი არაფერი. ამიტომ, ახლა, რა თქმა უნდა, არ სურს, რომ თავისი თავი პერსონალურად დაუკავშიროს იმ მარცხს, რომელიც მას ოქტომბრის არჩევნებში მოელის.

თქვენ რა იცითრომ მარცხი მოელისჯერ ხომ არჩევნები არ ჩატარებულა?

- ეს მისი ნათქვამიდან ჩანს. ყველასთვის ცხადია, ის რატომაც ამბობს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე.

ექსპერტების ძალიან დიდი ნაწილი ამბობსრომ მან ამ გადაწყვეტილებით სააკაშვილს ერთი ბრძოლა მოუგოგანსაკუთრებით იმიტომ,რომ ეს ცვლილება აშკარად ერთი კაცისთვის მორგება იყორაც ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის პრინციპს.

- მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს. საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები მიიღო საქართველოს დემოკრატიული განვითარებიდან გამომდინარე, იმ არაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. დიქტატი არც ერთ გადაწყვეტილებაზე არავის მხრიდან არ ყოფილა და ამიტომ, ივანიშვილის ეს განცხადებაც არის გაუთვითცნობიერებელი ადამიანის განცხადება.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხომ იყო მითითებებირომ მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცემოდა და ამას ხომვერ უარყოფთ?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა იყო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ახლა როგორც აღმოჩნდა, თვითონ პოლიტიკურ ლიდერებს აღარ სურთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ რა უნდა ვქნათ? მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი იმ პოლიტიკური შოკისა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალაში ახლა მოხდა, იყო საქართველოსთვის ნატოს მხრიდან გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. შესაძლოა, ახლა, რაღაცნაირად, თავისი ტაქტიკის ცვლილებაზე აქვთ ლაპარაკი. არა საარჩევნო გზაზე, არამედ რაღაცა სხვა გზაზე.

რა გზაზე?

- ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ცივილიზირებულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე და ეს გააკეთა ივანიშვილმა, ძალაუნებურად ხდებიან ქუჩის მძევლები და მათი რიტორიკაც და მათი ქმედებებიც ხდება რადიკალური. მაგრამ, როგორ ასრულებელ რადიკალური პოლიტიკური ლიდერები საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნას გაიხსენეთ, გვაქვს ბურჯანაძის, ნოღაიდელის და სხვების მაგალითი.

არჩევნები არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. როდესაც უარს ამბობ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, ცხადია, რომ რჩება ქუჩის გზა. სხვა შემთხვევაში, უნდა გამოაცხადოს, რომ ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ ამას არ აკეთებს. ამიტომაც, სხვა გზა არის რადიკალური გამოსვლების გზა და, შესაძლოა, ახლა ამ გზასაც განიხილავდნენ.

ივანიშვილს არ უთქვამსრომ მისი პოლიტიკური ძალა არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

- სხვათა შორის, ესეც ძალიან უცნაურია. თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი და ამიტომ, ის ვერ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. მაგრამ მისი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას იღებს და ესეც ხომ ძალიან დაუკავშირებელია? თუ არის ერთი პოლიტიკური ძალა, გადაწყვეტილებაც ერთიანი უნდა იყოს.

ივანიშვილმა ეს განცხადება უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთამას არ უთქვამსრომ არჩევნები არისსახელმწიფო გადატრიალება.

- ჰო, მაგრამ, ხომ არ შეიძლება, რომ სახელმწიფო გადატრიალება ერთ ადამიანთან იყოს დაკავშირებული. სახელმწიფო გადატრიალება დაკავშირებულია სახელმწიფოს გადატრიალებასთან.

ეს ცვლილება რომ მხოლოდ ერთ ადამიანთან არის დაკავშირებულიამას თავად უმრავლესობის წევრები ამბობდნენ.

- ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის ისეთ პოლიტიკურ ძალასაც, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. ასეთი არის ბიძინა ივანიშვილი და ამას არავინ არ მალავს. დიახ, მისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ქვეყანაში იყოს საზოგადოებრივი მშვიდობა და ყველა ჩაერთოს ცივილიზირებულ პოლიტიკურ ბრძოლაში.

მოსალოდნელიარომ ამის შემდეგ დასავლეთიდან იყოს კონკრეტული რეკომენდაციებირომ ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნდეს?

- აბსოლუტურად გამორიცხულია. როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესი იყო ის, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა ისე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეძლებოდა. ეს არის ყველასთვის მთავარი და მას შემდეგ, რაც ეს საკონსტიტუციო ცვლილებებმა უზრუნველყო, ვიღაცის ხუშტურები ვეღარაფერს შეცვლის და მუქარანარევი ტონალობის მიღებას არავინ არ აპირებს. ეს არის არასერიოზული განაცხადი და ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს დრო, რომ ყველა არასერიოზულ განაცხადზე რეაგირება მოვახდინოთ.

თუკი ივანიშვილი პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართავსუარს ეტყვის?

- წინასწარ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე მე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. თუმცა, ივანიშვილმა თქვა, რომ ის ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით იმ შემთხვევაში მიმართავს, თუკი ვეტოს დაადებს კონსტიტუციის ამ ნორმას. მაგრამ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.