220-ლარიანი პენსია, საყოველთაო ჯანდაცვა და მილიარდიანი ინვესტიცია სოფლისთვის

220-ლარიანი პენსია, საყოველთაო ჯანდაცვა და მილიარდიანი ინვესტიცია სოფლისთვის

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გლეხების ტექნიკით უზრუვნველყოფა. ამასთან, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გლეხებს მიეცემათ ინდივიდუალური სესხის აღების საშუალება დაბალი პროცენტით. დღეს ეს გლეხებს ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ და ამის გამო, ფაქტობრივად, საქმიანობას ვერ ახერხებენ. ამით ჩვენ გლეხებს დავეხმარებით, რომ შეიქმნას ინდივიდუალური და ფერმერული მეურნეობები", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ალასანია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 220-ლარიანი პენსია, საყოველთაო ჯანდაცვა და მილიარდიანი ინვესტიცია სოფლისთვის / ალასანია "ოცნების" გრანდიოზულ გეგმებზე.

"მილიარდიანი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ განხორციელდება. ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ ორ წელიწადს უკვე საგრძნობლად დაეტყობა სოფლის მიურნეობას. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის შიდა პროდუქციით თვითკმარი და შემდეგ წლებში უკვე გახდება რეგიონში ლიდერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც სოფლის მეურნეობაში ბიუჯეტის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს და ამან გამიწვია ის, რომ ქვეყნისთვის საჭირო სოფლის მეურნეობის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია. ჩვენ ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებისგან, მათ შორის კერძო დონორებისგანაც შევავსებთ ამ მილიარდიან ინვესტიციას... როგორც იცით ბიძინა ივანიშვილი სთავაზობდა სააკაშვილს მილიარდ დოლარს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის განსახორციელებლად და მან ამაზე უარი თქვა. ჩვენ კი შესაძლებლობა გვექნება, რომ მოვიზიდოთ მილიარდიანი ინვესტიცია სწორედ ქართული სოფლის აღორძინების მიზნით. შეიქმნება სოფლის მეურნეობის ფონდი, რომლისთვისაც თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან და დონორებიდან, მათ შორის ამერიკის, ევროპის და ასევე კერძო ინვესტიციები ჩაიდება სოფლის მეირნეობაში - ამის გარანტიები ჩვენ უკვე გვაქვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"ჩვენი გათვლებით, პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. დრეს საარსებო მინიმუმი სახელმწიფოს მიერ დაანგარიშებულია 157 ლარამდე. მაგრამ ეს არ შეესაბამება რეალობას და რეალობა არის ის, რომ საარსებო მინიმუმი 220 ლარს უტოლდება. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ კანონით იქნება გარანტირებული, პენსია უნდა იყოს არანაკლები საარსებო მინიმუმზე და ამს დაემატება წელთა ნამსახურეობაც. ცალკე ხედვა გვაქვს ჯანდაცვაზე - ჯანდაცვა იქნება საყოველთაო. ყველა მოქალაქეს ექნება აუცილებელი ჯანდაცვის პაკეტი. ანუ ჩვენს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს - ისეთ სისტემას, როგორიც არის ევროპის ბევრ ქვეყანაში. აუცილებლად შეიცვლება ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტები" - განაგრძობს რესპონდენტი.

"დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის უპრეცედენტოდ გაუმჭვირვალე. სააკაშვილი ბიუჯეტს ძირითადად თავისი ნება-სურვილით ხარჯავს. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას კი ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე და ცხადია, პრიორიტეტები იქნება სხვა. პრიორიტეტები იქნება ხალხზე და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ჯანდაცვა ეს არ არის პრივილეგია - ეს არის თითოეული ადამიანის უფლება", - განმარტავს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "თუ არ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა, მაშინ პენსიების გაზრდა როგორ უნდა მოხდეს?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა. ჩვენი ეკონომიკის ზრდას სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება, დაინგრევა მონოპოლიები, რომლითაც მართავს სააკაშვილი ხელისუფლებას და მცირე და საშუალო ბინზესს მიეცემა გასაქანი. სწორედ მცირე და სშუალო ბიზნესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სამუშაო ადგილების მომტანი. ამსას კი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება, რაც დრეს საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. თქვენ რომ ჰკითხოთ, რა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ვერაფერს გიპასუხებენ , რადგან ეს სტრატეგია არ არისებობს. ამ სტრატეგიას შევქმნით ჩვენ და ეს სტრატეგია არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა".