„თუ 26 მაისს სამძიმარს არ მეუბნები, წყალსაც წაუღია ყველანაირი არჩევნები და ყველაფერი“, - აცხადებს მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი Presage.tv-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ 27 მაისს ბიძინა ივანიშვილის აქციაზე მისვლა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ოღონდ 27-მდე არის 26 მაისი, როცა „სახალხო კრების“ წევრები დაღუპულებსა და დაზარალებულებს პანაშვიდსა და პარაკლისს გადაუხდიან.
„შერატონში“ სახალხო კრების წევრების შეკრებაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომხელისუფლებასთან ბრძოლას ნებისმიერი კონსტიტუციური მეთოდით გააგრძელებს.ითქვა, ასევე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთთან კონსულტაციები უნდა დაიწყონ. „სახალხო კრების“ წევრები რაზეშეჯერდით?
- „შერატონ-მეტეხი-პალასში“ ძალიან ბევრი სტუმარი იყო მოწვეული, მათ შორის, სოსო ცისკარიშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ზაზა ხატიაშვილი. გადაწყდა, რომ „სახალხო კრებამ“ ყველანაირი მეთოდით უნდა იმოქმედოს, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციები დაიწყონ და კომპრომისამდე მივიდნენ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამასთან, შეფასება მიეცა შარშანდლიდან დღემდე არსებულ მოვლენებს. 23 მაისს ბათუმში „სახალხო კრების“ წარმომადგენლები ჩავლენ, რადგან გახსოვთ, ალბათ, შარშან 21 მაისს დაიწყო ჩვენი აქციები და 23-ში, უკვე, ბათუმში სასტიკად დაარბიეს აქცია. რამდენიმე ათასი კაცი იყო გამოსული მაშინ. 26 მაისს 12 საათზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს გადავუხდით შარშან დაზარალებულ, გარდაცვლილ ადამიანებს. ვისაც გული შესტკივა, თუ მოვლენ, ძალიან კარგს გააკეთებენ.
მართალია, „სახალხო კრების“ წევრების სურვილია სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკების გამართვა და კომპრომისამდემისვლა, მაგრამ ვინ იგულისხმება ამ ოპოზიციურ ძალებში? ბიძინა ივანიშვილის კოალიცია თუ სხვებიც?
- ყველანი.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ უკვე გამოხატა საკუთარი აზრი ნინო ბურჯანაძის მიმართ და არ აპირებენ მასთანურთიერთობას.
- ურთიერთობა აქ იმაზე კი არაა, მაინცდამაინც კოალიციაში შესვლა მინდა და, გინდა თუ არა, სიები ერთად გვქონდეს და სხვა, არამედ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ლანძღვაში არ დაკარგოს ჯანი და ჯიგარი. ჩვენი მოქმედების რეჟიმი ასეთი უნდა იყოს, კონსენსუსი უნდა მოხდეს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. უნდა ვიცოდეთ, რომ მოწინააღმდეგე არის ესა და ეს კონკრეტული პიროვნება, რომელიც ჩვენ გვაგიჟებს.
ამ ეტაპზე ხალხში დიდი ეიფორია გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ და იგი ოპოზიციის უდაო ლიდერია. იმშემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილმა კვლავაც დაადასტურა, რომ იგი თქვენთან ითანამშრომლებს, ოღონდ ნინო ბურჯანაძისგარეშე, გამოსავალი რა იქნება? მით უფრო, რომ სულ ახლახანს ივანიშვილმა „სახალხო კრების“ მიმართ აღნიშნა, რომ იქსაქართველოსთვის სათაყვანო ადამიანები არიან გაერთიანებულნი.
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ძალიან კარგია, ეჭვი არ გვეპარება მის პიროვნებაში. ხალხში ძალიან დიდი იმედია ბატონი ბიძინას მიმართ, მაგრამ ძალა ერთობაშია. შაჰ-აბასი იძახდა, ქართველები არ უნდა გაერთიანდნენ, თორემ მერე მათი მომგები კაცი არ არისო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ კარგები ვართ და ვიღაცა არ გივარგათ, ეს შეურაცმხყოფელია თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ძალიან გვინდა, ყველანი ერთად ვიყოთ და, როცა ამბობენ, რომ შენ მოდი და ის არ უნდა მოვიდეს, ამას ვერ გავიზიარებ. ჩვენ ბრძოლაში გამოვცადეთ ერთმანეთი და, როცა მე მორალურად მართალი არ ვიქნები, შესაბამისად, ბრძოლის უნარს დავკარგავ. ბრძოლისუუნარო კაცი კი, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს არ გამოადგება. კაცი, რომელიც უღალატებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ეს ყველაფერი გაიარა, მორალურად შეურაცხყოფილი იქნება.
გეთანხმებით, რომ ღალატი მართლაც დამამცირებელია, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც ახსოვთ ნინო ბურჯანაძისპარლამენტის თავმჯდომარეობის დროინდელი პერიოდი, თუნდაც ის, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერმინი მის დროსდაკანონდა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ? ბიძინა ივანიშვილის გვერდით რომ დაინახონ ნინო ბურჯანაძე, რა განწყობაექნებათ ამ ადამიანებს?
- ყველა, ვინც დღეს ოპოზიციაში მოიაზრება, ამ მთავრობაში იყო და უამრავი კითხვებია მათ მიმართ. მაშინ ყველანაირი კითხვა შეიძლება დაისვას ამ ადამიანების მიმართ, თანაც - ძალიან მწარე. ამიტომ, კონფრონტაციაში არ უნდა შევიდნენ.
მაგრამ აქამდე ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა პოლიტიკაში და მისი არჩევანია, ისურვებდა თუ არა თანამშრომლობისგაგრძელებას იმ ადამიანებთან, რომლებიც, როგორც თქვენ ახსენეთ, იყვნენ პოლიტიკაში და - არცთუ კარგი წარსულით.
- როგორ არის იცით? არის ზოგჯერ ისეთი რაღაც... მე როცა ფილმის გადაღებას ვიწყებ და მოსამზადებელი პერიოდი მაქვს, იქ გარკვეული პირები მჭირდება. როცა სხვა ეპიზოდის გადაღებას ვიწყებ, იქ სულ სხვა ადამიანები მესაჭიროება.
„სახალხო კრების“ წევრებისგან ხშირად გამიგია, თითქოს ოპოზიციას იმიტომ არ სურს ბურჯანაძის დაახლოება, რომ მასშიმეტოქეს ხედავენ. მაგრამ აქვს კი ბურჯანაძეს რეალური მეტოქისთვის აუცილებელი რესურსი, რომ ხალხი გაჰყვეს?
- დიახ, მასში მეტოქეს ხედავენ და ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც მე და თქვენ ახლა ვსაუბრობთ. რატომ? იმიტომ, რომ, როცა მიმდინარეობს საუბრები კოალიციასთან დაკავშირებით და მასში შემავალ პარტიებს, პიროვნებებს დააყენებ პარიტეტზე და მერე გაიხსენებ, თუ ვინ ვინ იყო, ვინ რას აკეთებდა, ვის რა გზა აქვს გავლილი, თავის პლუს-მინუსებით, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოიტანო, რომ ბურჯანაძის გაგონებაზე (ახლა სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ), კომაში ვარდებიან, კრუნჩხვები ემართებათ, რადგან მასში სერიოზულ მეტოქეს ხედავენ. ეგაა ყველაფერი. აბა, შე კაი ადამიანო, რა გიშლის ხელს? ვინმე კალთებს გაგლიჯავს, შემოდის და გივარდება სადღაც? „სახალხო კრება“, მასში შემავალი პარტიები ვიძახით, არ გვინდა არც სიები, არაფერი არ გვინდა, მხოლოდ ერთიანი ფრონტის გახსნა გვინდა, რომ როგორმე ურჩხული დავამარცხოთ. ერთხელ ასეთი პასუხი გავიგონე, აი, როცა იძახით, რომ არაფერი არ გვინდა, შეიძლება, ეს უფრო მეტს ნიშნავდეს, რომ გინდათო. მაშინ მე დავუსვი ასეთი შეკითხვა, აბა, თქვენ შემოგვთავაზეთ რაიმე ალტერნატიული პასუხი ამასთან დაკავშირებით-მეთქი. ის, რომ პოლიტიკოსს ეუბნები, შენ გვერდზე გადექი, ხმა არ ამოიღო და მე უნდა ვიყოო, ეს შეურაცხმყოფელია და ამისი თქმის უფლება არავის აქვს.
თქვენც ბრძანებთ, რომ მასში მეტოქეს ხედავენ, მაგრამ, როგორ გგონიათ, ბურჯანაძის პოლიტიკაში ხელმეორედ გამოჩენაისეთივე ეიფორიას გამოიწვევდა და იმედს ჩასახავდა ხალხში, როგორც ბიძინას შემთხვევაში მოხდა?
- ბიძინა ივანიშვილს აქვს საკუთარი ნდობის მანდატი, ეს მანდატი უზარმაზარია, რომელიც ამ ოცი წლის განმავლობაში ქველმოქმედების სახით დათესა. ნინო ბურჯანაძეს აქვს თავისი ღვაწლი. ევროპელებმა გამოუშვეს წიგნი, სადაც ასი საუკეთესო ქალია დასახელებული, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ევროპის ცხოვრებაში. საქართველოდან ორი ქალბატონია შესული - თამარ მეფე და ნინო ბურჯანაძე. კიდევ კარგი, ეს ჩვენი დაბეჭდილი არაა და უცხოეთშია გამოცემული. ასე რომ, თითოეული ხმა გასაფრთხილებელია საქართველოში.
როცა შენი მეტოქის შესაძლებლობა არ იცი, შეიძლება, მაშინ არ ისურვო ვინმესთან ურთიერთობა, მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვებრძოლოთ სააკაშვილს, რეჟიმია მოსაცილებელი. ოღონდ მოვაშოროთ ესენი და, როცა მოვაშორებთ, ჩავატაროთ ჩვეულებრივი არჩევნები, ხუთი თვის თუ ერთი წლის მერე. რისი ეშინიათ? ბიძინა ივანიშვილს რომ არაფრის ეშინია და იგი თანამდებობისთვის და ფულის საკეთებლად არ მიდის იქ, მაგაში ხომ ყველანი დარწმუნებულნი ვართ?! აქ ჩნდება ეჭვი.
როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე მან სერიოზული დრო დაუთმო იმის ახსნა-განმარტებას, თუ რამ აიძულა, შემოსულიყო პოლიტიკაში. იყო ლაპარაკი 26 მაისზე. ამის შემდეგ იგი ცალკეულ პარტიებს დაელაპარაკა და უკვე სულ უფრო და უფრო მინავლდა 26 მაისის თემა. რატომ ხდება ასე?
26 მაისი მართლაც ახსენა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, პატივისცემით მოიხსენია ის ხალხი, რომლებიც26 მაისს დაზრალდნენ, დაიღუპნენ და არა ის პოლიტიკოსი, რომელსაც თავისი პასუხისმგებლობა მართებდა. აქ ბურჯანაძეიგულისხმება.
- გუშინაც ზუსტად ამის შესახებ ვისაუბრეთ. ნონა გაფრინდაშვილმა გაიხსენა, რომ როცა ვიდექით მოედანზე, ვსაუბრობდით, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? ამ ხნის განმავლობაში, რაც სააკაშვილის რეჟიმი გრიალებს და ზეობს, თუკი ქუჩის გამოსვლა მომხდარა, ხალხი სულ უკმაყოფილო იყო. გვესმოდა, რომ, აი, 200 ათასი გამოვედით, 300 ათასიც გამოვედით და ლიდერებმა კი დაგვშალეს, იქ წაგვიყვანეს, აქ წამოგვიყვანეს. ნონა გაფრინდაშვილმაც ეს აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძე აქ არაფერ შუაშია, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. იმ დროს ასეთნაირად გადაწყდა, თუ ჩვენ, „სახალხო კრების“ წევრები, ახლა დავიშლებით და წავალთ, მერე საერთოდ აღარ გამოვჩნდებით. დავუშვათ, მაშინ დაგვეშალა აქცია, რა მოხდებოდა? ვერ გავიგე, ამ ხალხს ვერანაირად ვერ მოვაწონეთ თავი. ჯერ ასი ათასი კაცი რომ შეიკრიბა და დაშალეს, რატომ დაგვშალესო? მერე 200 ათასი რომ გამოვიდა, სად წაგვიყავნესო? იმ ხალხმა, ვინც 26 მაისს იქ იდგა, თავი გაწირა, ადამიანები დაიღუპნენ. მანდ მე დავინახე, თუ როგორი თავდადება იყო. აქედან გამომდინარე, ახლა ზოგიერთებს სურთ, თავი გაიმართლონ. დავუშვათ, ლიდერები შეცდნენ, ხალხმა რა დააშავა?! ჩვენ რა, კანონი დავარღვიეთ?
„სახალხო კრების’“ წევრების პასუხისმგებლობაზე არავინ საუბრობს, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან,პოლიტიკოსებისგან განსხვავებით.
- რატომ არ გამოვიდნენ მეორე დღეს პოლიტიკის გარეშე? ეთქვათ, რატომ დახოცეს ხალხი?! რატომ არ ატეხეს ერთი ამბავი? მაგრამ, ეტყობა, ყველა თავის სკამს უფრთხილდება, რომ დივიდენდი დააგროვოს. „სახალხო კრება“ ყოველთვის იყოს ზეპარტიული, აპოლიტიკური, რადგან „სახალხო კრება“ ახლა არ შექმნილა. ეს კრება შეიქმნა გუბაზ მეფის დროს. იქიდან მოყოლებული, „სახალხო კრება“ მედიატიორი უნდა იყოს.
ერთგან ბრძანეთ, თუ 27 მაისს ბიძინა ივანიშვილი იმპიჩმენტს გამოუცხადებს სააკაშვილს, მის გვერდით დავდგებითო. თქვენხომ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის არჩევნებზე ამყარებს იმედს და არა იმპიჩმენტების გამოცხადებაზე? აქედანგამომდინარე, მიხვალთ 27 მაისის აქციაზე?
- ჩვენ ნაბიჯი უნდა გადავდგათ და წავიდეთ 27 მაისის აქციაზე. რა თქმა უნდა, იქ უნდა ვიყოთ, მთელი საქართველო იქ უნდა იყოს, თანაც საარჩევნო მარათონს იწყებენ. ამით უნდა დავანახოთ სააკაშვილს, რომ ჩვენ ერთად ვართ. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა გაახმოვანა, რომ ჩვენ უნდა ავდგეთ და 27 მაისს მივიდეთო, აუცილებლად უნდა მივიდეთ-მეთქი, მაგრამ 27-მდე არის 26 მაისის პარაკლისი და პანაშვიდი. დავუსვი კიდეც ასეთი კითხვა ბატონ იურის, რა თქმა უნდა, ბატონო იური, თქვენი წინადადება მისაღებია, ჩვენ ვუერთდებით ამ ყველაფერს, ოღონდ 26-ში პარაკლისია და პანაშვიდი და ყველას ვეპატიჟებით ეკლესიაში. 26-ში შენ თუ სამძიმარს არ მეუბნები, წყალს წაუღია ყველანაირი არჩევნებიც და ყველაფერი.
ერთმანეთისკენ ნაბიჯი უნდა გადავდგათ. რაც ბატონი ბიძინა პოლიტიკურ ასპარზზე გამოჩნდა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი, რამდენი ხანია, გადადგმული გვაქვს. დღეს ბიძინა ივანიშვილს მე როგორ ვუყურებ, ხომ იცი? ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ პარტიაზე მაღლა უნდა დადგეს და ის უნდა იყოს ქართველი ხალხის ლიდერი.
ხელისუფლების ადექვატურობასაც შევეხოთ. პრინსტონის უნივერსიტეტში გიორგი სიგუასა და მიხეილ სააკაშვილს შორისსიტყვიერ გაპაექრებას როგორ შეაფასებთ? მოგვიანებით გიორგი სიგუა იხსენებდა, რომ მისი კითხვების საპასუხოდსააკაშვილმა ჭიქას დასტაცა ხელი და მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჭიქა მისი მიმართულებით წავიდოდა.
- საზოგადოება როგორ გამონიავდა. ოცი წლის წინ, როცა ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, სიტყვა „სამშობლო“ რომ გეთქვა, ხალხი ტიროდა და ცრემლი ადგებოდა თვალზე. ახლა „სამშობლოს“ რომ იტყვი, სიცილით კვდებიან. ალენ დალესის დოქტრინამ ნაწილობრივ კი არა, თითქმის უკვე გაიმარჯვა, რადგან აგერ, უკვე გეი-პარადი ჩაგვიტარეს. ამ დროს ჩვენი პრეზიდენტი, როცა აქ წყალდიდობა, უბედურებაა და ხალხი კვდება, შოპინგობს. მას შეუძლია შვეიცარიული საათებით იმარიაჟოს, გადაფრინდეს ამერიკაში, სადღაც, „ჭე“ კლასის უნივერსიტეტში გამოვიდეს. გიორგი სიგუამ 1000 კილომეტრი გაიარა, რომ კითხვა დაესვა პრეზიდენტისთვის. კიდევ კარგი, ეს სიგუა საქართველოში არ ცხოვრობს, თორემ აქამდე დაბრედილი იქნებოდა მიშა სააკაშვილისგან. პრეზიდენტი გამოდის ამხელა აუდიტორიის წინაშე და შეკითხვის საპასუხოდ ახალგაზრდა ბიჭს ეუბნება, ნეხვი ხარ და პასუხსაც არ გაგცემო. პრეზიდენტი ამ სიტყვას უნდა იყენებდეს?! თარგმანში ის სიტყვა სწორედ „ნეხვს“ ნიშნავს. მეგონა, მეორე დღეს საზოგადოებას ამაზე სერიოზული რეაქცია ექნებოდა, ამიტომაც გითხარით, სამშობლოს ხსენებაზე წინათ ქართველებს ცრემლი გვადგებოდა-თქო... პრეზიდენტი დადის მთელ მსოფლიოში, ხალხს ლამის დედას აგინებს, გამოდის იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის ოაზისია და ვისაც უნდა, ეუბნება, შენ ნეხვი ხარ, შენ ისა ხარ, შენ ეს ხარ და ამაზე თვალს ხუჭავს ყველა. ეგაა უბედურება.
ერთხელ შალვა ნათელაშვილი იყო ინგა გრიგოლიასთან ეთერში და თქვა, „ჩვენი პრეზიდენტი სირიაო“ და პასუხად მიიღო: „კორექტულად, ბატონო, შალვა, კორექტულადო“. შალვამ უთხრა, მე კორექტული ვარ, რადგან სულხან-საბას მიხედვით, ეს სიტყვა „ჩიტს“ ნიშნავს და სააკაშვილი ხომ სულ დაფრინავსო?! ახლა არ იცოდნენ დავითგარეჯის თემა რითი გადაეფარათ და გეი-აღლუმი ჩაატარეს. რაც დედამიწა არსებობს, გეები და მესაჯდომეები ყოველთვის იყვნენ, ეს მათი საჯდომია, ვისაც უნდათ, იმათ მიაქირავონ, რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგათ ჩვენ ვერ გამოვასწორებთ, ოღონდ პოპულარიზაციას ნუ ეწევიან. მაშინ ჩაგვატარებინონ მართლმადიდებლობის, ადამიანობის, მეგობრობის, კაცობის, ქართველობის პოპულარიზაცია. ამ გეი-აღლუმების მოწყობაში ხელისუფლების კვალს ვხედავ. ყველაფრის გადაფარვა სურთ. ვინ დაჩაგრა ბავშვობაში ასე, ვინ ხდიდა მაგათ ნამუსს, რომ ასეთი დაბოღმილები არიან?!