"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ზის რესტორანში "დიარონში", "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და იწყებს ოპოზიციის გინებას…"

"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან, რომელიც რაღაც-რაღაცებს ითხოვს და უკვე ისეა საქმე, რომ მთვრალ ბაჩოს ახალაიას თავისი დაცვის წევრები ემსახურებიან მაგიდასთან, რომლებიც რესტორნის მომსახურე პერსონალს ემუდარებიან - თქვენი ჭირიმე, მთვრალია და ნუ მიეკარებით, რამე უბედურება არ მოახდინოსო", - აცხადებს "დაიცავი საქართველოსა" და "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "19 მაისს სენაკში, რესტორან "ვერსალში" ბაჩო ახალაია საშინლად დათვრა, დამლაგებლით დაწყებული ყველას სულ დედა აგინა და ისე ცუდად გახდა, ძლივს მოაბრუნეს".

"ზუგდიდში, ყოფილ მახარაძის ქუჩაზე, დღეს უკვე თავისუფლების ქუჩა ჰქვია, მთვრალი ბაჩო ახალაია პირადად მიადგა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ლექსო თოდუას, რომელაც ახალი სახლი ააშენა და უბრძანა - რამდენი დაგიჯდა ეს სახლი, მითხარი და ფულს ახლავე გაძლევ, ეს სახლი ჩემი უნდა იყოსო. იქ არის ხუთი-ექვსი სახლი, ძველი ჩაის ფაბრიკა და მთელი ეს ტერიტორია მოიცავს 20-25 ჰექტარს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყიდულობს მთლიანად ამ ტერიტორიას, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რისთვის სჭირდება ამოდენა ფართობი ზუგდიდში - ლექსო თოდუას სახლი 150 000 დოლარი მაინც ეღირება და ბაჩო ახალია იმ ხუთი-ექვსი სახლის ყიდვასაც გეგმავს, სწორედ იმ მეზობლებისგან მაქვს ეს ინფორმაცია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია და შეკითხვას - "კი მაგრამ, სად იშოვა ამდენი ფული ამ "კორუფციადამარცხებული" ხელისუფლების მინისტრმა?" - პასუხობს:

"კარგი რა, თუ ღმერთი გწამს, ესენი მილიონს უკვე დიდი ხანია ფულს აღარ ეძახიან! უფრო მეტს გეტყვი, 14 აპრილს ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად ჩამოვიდა ანაკლიაში, მთვრალმა ითამაშა ფეხბურთი, მას ჩამოყვანილი ჰყავდა ქალები და მთვრალი გაჰყვიროდა - "ბათუმისა და ბათუმელების დედაც… ჩვენი ქალაქი არის ლაზიკა, ლაზიკა უნდა გახდეს საქართველოს მთავარი ქალაქიო" და ა.შ. მთელი ანაკლიაა ამის მომსწრე და საერთოდ მთელმა ზუგდიდმა იცის, რომ ბაჩო ახალაია გარყვნილ ცხოვრებას ეწევა და მის აღვირახსნილობას არავითარი საზღვარი არ აქვს! შაბათს 19 მაისს, სენაკში, რესტორან "ვერსალში" ბაჩო ახალაია საშინლად დათვრა, დამლაგებლებით დაწყებული ყველას სულ დედა აგინა და ბოლოს ისე ცუდად გახდა, რომ ძლივს მოაბრუნეს. ამ ინციდენტს ესწრებოდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი და სენაკის პოლიციის უფროსი ჯგერენაია. თავიდან ახალაია სააქაოსკენ რომ ვერ მოუბრუნებიათ, მისაბიშვილს ისე შეშინებია, რომ იქიდან გაქცეულა…რა იცოდა მაგან ღვინის სმა, ეგენი ყველანი მიშამ გაალოთა, მიშამ!"

"რაც შეეხება "ქართული ოცნების" ხობის ორგანიზაციის ლიდერის, მამუკა ქარდავას ცემას, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ შსს-ს გავრცელებული ინფორმაცია, ქარდავა არავის უცემია და ავარიაში მოყვაო - არის სიცრუე და მერაბიშვილი არის მატყუარა! ჟურნალისტ ნანა ფაჟავასთან ერთად შემთხვევის ადგილზე ვინახულე მამუკა ქარდავა. ეს იყო 20 მაისის ღამის 2 საათი. აი, მამუკა ქარდავას ფოტოები და ვეკითხები ვანო მერაბიშვილს, რომელიც ასე უსინდისოდ იტყუება - ეს ნაავარიები კაცის სხეულია თუ ნაცემის, ვის აბრმავებენ ესენი? კაცმა გასაგებად გვითხრა, რომ ეს სცემეს კუდ-ის თანამშრომლებმა, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივები - ჩვენი მისვლის შემდეგ იქ მოვიდა პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა და მოადგილეები დათა ახალაია და ირაკლი ჯობავა. საქმე აღიძრა 276-ე მუხლით - ავტოსაგზაო შემთხვევა!!! მერე მოვიდა სასწრაფო და ქარდავა გადაიყვანეს ხობის საავადმყოფოში, ამჟამად მკურნალობს სახლში. ერთი სიტყვით, ოპოზიციის წინააღმდეგ სამეგრელოში ტერორი გრძელდება და ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ თავიანთი წევრები დაიცვან", - დასძენს კახა მიქაია.