ნინო ბურჯანაძე ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის. რატომ მივიდა ეკა ბესელია სახალხო კრების შეკრებაზე.

ნინო ბურჯანაძე ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის. რატომ მივიდა ეკა ბესელია სახალხო კრების შეკრებაზე.

"ნინო ბურჯანაძე ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებს. კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე და თემურ შაშიაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას - როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ყველა საარჩევნო სეგმენტი რომ იყოს დაფარული და არც ერთი ხმა გამოუყენებელი არ დარჩეს. ამის შესახებ მან 21-26 მაისის აქციებისადმი მიძღვნილ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სახალხო კრების მხარდამჭერებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ", - წერს გაზეთ "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნინო ბურჯანაძე ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის / რატომ მივიდა ეკა ბესელია სახალხო კრების შეკრებაზე.

"ამოცანა იქნება ერთადერთი, რომ არც ერთი ნეიტრალური ადამიანის ხმა არ დაიკარგოს. არიან ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი, თუმცა გარკვეული მოსაზრებით არ მოსწონთ ესა თუ ის ოპოზიციური ძალა. ვინაიდან არ გამოდის ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა, ის მაინც უნდა მოხდეს, რომ ამომრჩეველთა ყველა სეგმენტი დაფარული იყოს. ეს იქნება ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების და არა ოპოზიციის წინააღმდეგ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. ამ ეტაპზე მან დაასახელა მხოლოდ კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო", რომელთანაც შესაძლო პოლიტიკურ ალიანსზე მოლაპარაკებები გაიმართება. სხვა პარტიებს ნინო ბურჯანაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. სახალხო კრების გუშინ გამართულ ღონისძიებას "ქართულიმ ოცნების" წარმომადგენელი ეკა ბესელიაც დაესწრო, რაც, შეიძლება ითქვას. მოულოდნელი იყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბესელიამ ღონისძიებაზე მისი მისვლის სტატუსი დააკონკრეტა - "მე აქ ვარ, როგორც უფლებადამცველი, რომელიც მონაწილეობდა და მონაწილეობს ასეთი ტიპის ღონისძიებებში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება. მოწვევაც ამ სტატუსით მივიღე. დამატებითი რეგალიები აქ არ არის საჭირო", - აღნიშნა მან და შეკითხვაზე, "იციან თუ არა კოალიციაში მისი დასწრების შესახებ აღნიშნულ ღონისძიებაზე და გამოხატავს თუ არა ეს ფაქტი კოალიციის" პოზიციას, განაცხადა, რომ მათ იციან, რომ ესწრება და ეს არის პასუხი შეკითხვაზე. აღსანიშნავია, რომ მეტეხი "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ სახალხო კრების ღონისძიებას, ივანიშვილის სახელთან ასოცირებული საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სახალხო კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმა კრებაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი ინიციატივის საპასუხოდ კომენტარი ისევ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა", - დასძენს გამოცემა.

"სამწუხაროდ, საარჩევნოდ ოპოზიციის ერთიანი ფრონტით ბრძოლა ვერ მოხერხდა. ჩვენ არ ვართ მზად, ქალბატონი ნონას ინიციატივასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია გამოვხატოთ, მაგრამ აუცილებლად დავიწყებთ კონსულტაციებს. აქ არის კახა კუკავა, თემურ შაშიაშვილი და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. გადაწყვეტილებას მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ. განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით. 21 მაისს ხელისუფლების უპრეცედენტო ტერორის მიუხედავად, დაპატიმრების, მეტროს გაჩერების, დაშანტაჟების მიუხედავად, 30 000 ადამიანი მაინც გამოვიდა ქუჩაში პროსტესტის გამოსახატად". ბურჯანაძის განმარტებით სახალხო კრება ბრძოლას აგრძელებს და იბრძოლებს ყველა "დემოკრატიული, ცივილიზებული კონსტიტუციური მეთოდით, სანამ საქართველო თავისუფალი არ გახდება რეალურად", - წერს სტატიის ავტორი.

"ნონა გაფრინდაშვილის განმარტებით, 27 მაისს, თუ ეტყვიან, რომ მათი გამოჩენა კარგი იქნება, ისინი გამოჩნდებიან, მაგრამ თუ ამის სურვილი არ იქნება, სახალხო კრება არსად მისვლას არ აპირებს - "სახალხო კრების სახელით მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული, იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც მართლა ებრძვის რეჟიმს. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება დამხმარე ნაბიჯი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მოხდება ერთიანობა თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ეს ქვეყანა გავათავისუფლოთ", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა. მისივე თქმით, რომ არ ყოფილიყო 26 მაისი, დღეს არ იქნებოდა ახალი პოლიტიკური რეალობა. გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც თავისი ნაკეთები საქმით მაღალი რაიტინგი აქვს საზოგადოებაში და რომლის მიმართ მათ თავიანთი კეთილგანწყობა გამოხატეს", - დასძენს სტატიის ავტორი.