„მაპზე“ უკეთესი და მტრების გულის გასახეთქი „ასპირანტობა“

„მაპზე“ უკეთესი და მტრების გულის გასახეთქი „ასპირანტობა“

 

ნატო-ს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება. აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის ინფორმაციით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს პროგრესის ამსახველი განცხადებები გაკეთდება. საქართველოს პრეზიდენტი კი ნატოს ასპირანტობას გვპირდება და როგორც სააკაშვილი ამბობს: „ის, რომ ჩვენ ამ სამიტის მუშაობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში ვმონაწილეობთ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს - ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების შეხვედრაზე საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელიც. ბალკანურ ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებთ ასპირანტი ქვეყნების ახალ ფორმატშიც, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ ISAF-ის პროგრამის შეხვედრაზეც“.
რა მოლოდინები არსებობს და რა რეალობის წინაშე ვართ, ან ხელს ხომ არ გამოვკრავთ „მაპზე“ უკეთესს, ამ და სხვა თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

აშშ- ელჩმა ჯონ ბასმა რამდენჯერმე გარკვევით თქვარომ ჩიკაგოს სამიტი არ არის ნატო- გაფართოების სამიტითუმცა საქართველოსხელისუფლება რაღაც კარგს მაინც ელოდებათქვენ რას ელოდებით ჩიკაგოს სამიტისგან?

-კარსმომდგარი ნატოს სამიტი თავისი დღის წესრიგითა და ორგანიზატორთა წინსმსწრები განცხადებებით გვარწმუნებს იმაში, რომ იქნება საქართველოს მოფერება, მაგრამ ზომიერი და არც თუ შედეგიანი - ვგულისხმობ რაიმე სტატუსის ცვლილებას ნატოსთან მიმართებაში საქართველოთვის. სრულიად მკაფიოა პოზიცია ნატოსი, რომ ამ სამიტზე გაფართოებაზე საუბარი არ იქნება. ეს სწორედ ის თავშესაფარია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ, რომ არავის დავუწუნებივართ, უბრალოდ, ტექნიკურად ამ სამიტზე  არ დგებოდა ქვეყნების წინსვლა ალიანსისაკენ. მოვისმენთ „კომპლიმენტებს“, რომელიც მუდმივი ნაწილია ნატოს ხელმძღვანელობის ფრაზეოლოგიისა, აღნიშნული იქნება საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა, აღნიშნავენ წინსვლას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თავალსაზრისით, ამისი დაკონკრეტება არ მოხდება და არც იქნება მიზანშეწონილი, თუმცა, ფრაზეოლოგია იქნება იმდენად დამაჯერებელი, რამდენიც იქნება აუცილებელი რუსეთის მორიგი გაღიზიანებისათვის, რომელიც კვლავ მონახავს საფუძველს, რომ აქტიურად დაიძაბოს სიტუაცია საქართველოს მიმართულებით. ეს  უკვე მათი ქრონიკული მაზოხიზმის გამოვლინებაა, თუმცა  ნათქვამია, „წისქვილმა კი ფქვასო“, როდის დავფქვავთ ჩვენს სავალ გზას ნატოს წევრობამდე, ეს არც რუსეთზეა დამოკიდებული და არც ნატოზე. ეს არის დამოკიდებული საქართველოზე, რომელმაც უნდა შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება დემოკრატიის, კაცთმოყვარეობის მიმართ და იყოს ღირსი იმ სტანდარტებისა, რომელიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის.

თუმცა მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე წარუმატებლობას სავარაუდოდოპოზიციას აბრალებს და ამბობსრომრუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები დარბიან ბრიუსელში რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი კი არ აღნიშნონარამედ თქვან,რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება გაუარესდა...

რუსული ფული რომ დიდი ხანია ნავარდობს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეებში, ამაზე უამრავი არგუმენტი არსებობს. საკმარისია გადავხედოთ იმ ვაიინვესტორთა სიას, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და არა რაიმე ტიპის წარმატებულ ინდივიდებს. ის ფაქტი, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში მუდმივად არის ჩვენი ხელისუფლების აქტივობა ხალხის ფულის ხარჯზე, რომ მუდმივად შეალამაზონ ვითარება და ბურუსით შემოსონ რეალობა ჩვენი ქვეყნისა, ესეც არახალია. ამიტომ ნათქვამია, „ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო“, ვერ იწველის ეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე მოიწველა და ეს მონაწველიც მხოლოდ დაპირებებია, ან რაიმე ახირებული გეგმის განხორციელება. სხვა მხრივ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობის ზრდაზე, მისი სიკეთე არ აისახება საქართველოს მოსახლეობაზე, ხოლო რაც შეეხება კორუფციას, კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, მთლიან ეკონომიკაში, არის უზარმაზარი -72%. 67% იყო, როდესაც ჩაიბარა „ვარდების რევოლუციამ“ ეს ეკონომიკა და ახლა უკვე 72%-ია. ბოლივიასაც კი გავასწარით და უბრალოდ, სირცხვილია. საქმე იმაშია, რომ 150 ქვეყნიანი სია წარმოადგინა მსოფლიო ბანკმა და არ ვიცი, რატომ, 151-ე ქვეყნად მიაწერა საქართველო. ალბათ, იმიტომ, ვინმეს რომ არ ჰგონებოდა, რომ ეს ქვეყანა გამორჩათ. ასეთი ინფორმაციის გატანა, რაც ისედაც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, არ შეიძლება იყოს ისეთი წარმოშობის კაპიტალის ინტერესი, რომელიც არსებობს ასეთი დაფინანსების გარეშეც.

მსოფლიო ბანკის რომელ ანგარიშს გულისხმობთ?

- ეს არის 2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ასევე მოყვანილია გრაფიკი, როგორ ხდება 2003-დან 2007-წლამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა და რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. წარმატებულ ქვეყნებში ეს არის ერთნიშნა ციფრით გამოხატული სიდიდე, ხოლო 151 ქვეყანას შორის უკანასკნელია სწორედ საქართველო თავისი 72%-ით. როცა მის წინა საფეხურზეა ბოლივია და ლათინური ამერიკის ქვეყნები, სადაც მკაფიოა ნარკობიზნესის წილი მთლიანად ეკონომიკურ აქტივობაში, საინტერესოა, ჩვენ რის ხარჯზე ვუსწრებთ ქვეყნებს ამ სავალალო მონაცემებით.

სააკაშვილი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფს ქვეყანაში კორუფციის არსებობასთუმცა ნატოს რომ დავუბრუნდეთსააკაშვილიიმასაც კი ამბობსრომ  ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს უდიდესი წინსვლა ნატოსთან ინტეგრაციისპროცესშითუმცა აქვე საქართველოს პრეზიდენტი იმასაც ამბობსრომ ბუნებრივიაჩვენ დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა დამოთმინებავიდრე ნატოს სრულფასოვანი წევრები გავხდებითთქვენი შეფასებითარსებობს თუ არა ის წინსვლა , რაზედაც სააკაშვილისაუბრობს?

ესაა შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება ერთ წინადადებაში გამოთქმული ორი აზრი. თუ ამისთანა გადასარევი წინსვლა გვაქვს, მაშინ საინტერესოა, რატომ უნდა მოგვიწიოს ასე დიდხანს ცდამ. დიდხანს ცდა მოგვიწევს მხოლოდ იმ მოტივით, რის გამოც ახლაც გვაქვს შეფერხება - ეს არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება დემოკრატიულ რეალობას ქვეყანაში, არასოდეს მისცემს საშუალო კლასს განვითარების საშუალებას, არასოდეს იქნება კაცთმოყვარე ადამიანი მისი ფასეულობების ჩამონათვალის პირველ ადგილზე, და არასოდეს დათმობს ფულს, როგორც ლიდერს საკუთარი ფასეულობებისა.

სააკაშვილი ვარაუდობსრომ ამ სამიტზე მიიღებენ რაღაც ისეთ დოკუმენტსაცრომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს არგაუხარდებათ და ამაში დიდი იქნება წვლილი ავღანეთში მომსახურე ქართველი ჯარისკაცებისაარსებობსთუ არა მოლოდინირომ თუნდაც ავღანეთში გაწეული მსხვერპლი ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს რამეში დაეხმარება?

- ორ წელიწადში ერთხელ ნატოს სამიტებზე იქმნება ხოლმე რაღაც დოკუმენტები, მაგრამ რატომ იქმნება ის, რაც იქმნება და არა ის, რისი მოლოდინიც გვაქვს, აი, ამაზე გაგვცეს პასუხი ბატონმა სააკაშვილმა. 2006 წელს ჩანაწერი გაკეთდა ნატოს სამიტზე, რომ საქართველომ უნდა მიხედოს საკუთარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ასეთი კონკრეტული საშინაო დავალებები არ კეთდება ზოგადად, ნატოს სამიტებზე. 2008 წლისთვის მოვახსენეთ, რომ ყველაფერი გაკეთდა, ყველაფერი გასწორდა, მართალია, რეფორმა გულისხმობდა მხოლოდ შენობების რემონტს და არ მგონია, ვინმეს დაეჯერებინა, რომ ეს სამართლიანობის რეფორმა იყო. როდესაც უსამართლობის თვალსაზრისით თანდათან წინ მივდივართ და ვამცირებთ მედიის თავისუფლების მაჩვენებელსაც, რომლითაც სამხრეთ კავკასიაში მაინც ვლიდერობდით, როდესაც საარჩევნო სამზადისი უამრავი ფაქტითაა არგუმენტირებული, რომ ის არ იქნება გამჭვირვალე და ლიტონი სიტყვებია ბატონი პრეზიდენტისა, რომ ეს იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები და თანაც ბრძანებს, რომ ის არის გარანტი ასეთი სამართლიანი არჩევნებისა, თუმცა იმავე წინადადებას ამთავრებს ასე, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ გამარჯვებული იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ გახლავთ დემოკრატია.

ერთი კაცი ორ კურდღელს რომ გაეკიდება სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვის უხერხულ პოზაში აღმოჩნდება. ამიტომ, საჭიროა, ჯერ, ფრაზის გააზრება და შემდეგ მისი წარმოთქმა. ასე ფრაზეოლოგიის ამოფრქვევით, ერთი ნაწილით ერთი აზრის მქონე ადამიანს აკმაყოფილებდეს, მეორე ნაწილით კი მისი საწინააღმდეგო აზრის მქონეს, არ ჭრის ისეთ სოლიდურ ორგანიზაციებში, როგორიც არის ნატო.

თანამიმდევრულობა, არგუმენტაცია, ლოგიკა, არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისა, რომ ინფორმაცია იყოს მოსმენილი. ხოლო აუცილებელი და საკმარისი იქნება ეს იმ შემთხვევაში თუ საუბარია სიმართლეზე, რეალობაზე და არა საკუთარ წარმოსახვით ემოციებზე.

ინტერფაქსის“ ინფორმაციითაშშ- ირანის ატომურ ობიექტებზე თავდასხმის გეგმაზე მუშაობა დაასრულა და მისიგანხორციელებისთვის მზადაა და ამის შესახებ განცხადება ისრაელში აშშ- ელჩმა დანიელ შაპირომ გააკეთა. როგორ ფიქრობთესროგორც მორიგი გამაფრთხილებელი განცხადება ისე უნდა განვიხილოთ თუ, ირანზე დარტყმის რეალური საფრთხე არსებობს?

იმდენი ხანია, საუბარი მიმდინარეობს არა მხოლოდ დიპლომატიურ და ეკონომიკურ სანქციებზე, არამედ მზაობაზე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად აშშ-ს მხრიდან, რომ თურმე ეს ყველაფერი ყოფილა წინსმსწრები განცხადებები და ახლა ვართ მზადო, იძახიან. რასაკვირველია, პენტაგონის ზოგიერთი ცხელთავიანი მოღვაწე შეიძლება ფიქრობდეს, მოვლენათა ასეთი განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა ამერიკელი ირანელი და არც ერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მოვლენათა ასეთი განვითარება არ იქნება სასურველი.

სხვათა შორისსაქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლაზე კომენტირებისას საქართველოში აშშ- ელჩმა ჯონ ბასმა ქვეყნებსირანთან მიმართებაში გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული სანქციების შესრულებისკენ მოუწოდათუმცა აღნიშნარომ ირანელიმოქალაქეებისთვის სხვა ქვეყნების ნახვა შესაძლოასასარგებლოც კი აღმოჩნდესროგორ ფიქრობთარის თუ არა ირანთან უვიზომიმოსვლის რეჟიმის შემოღება საქართველოსთვის უსაფრთხო?

- ნებისმიერ შემთხვევებში საფრთხის წარმოქმნა ხელეწიფებათ მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებებს და არა ცალკე აღებულ რომელიმე ირანელ ტურისტს ან ბიზნესმენს. თუმცა ცნობილია ისეთი ფაქტებიც, რომ რატომღაც ჩვენი საბანკო სისტემა აღარ არის სანდო ირანელი ბიზნესმენებისთვის და რამდენიმე მათგანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, უჩივის პერიოდულად ანგარიშების გაყინვას გაუგებარი მოტივით და ეს მათი განმარტებით, ხდება ეროვნული ნიშნით. ბანკებს განმარტებებისთვის არ სცალიათ და რამდენიმე დღიანი ურთიერთობაა ბანკთან საჭირო იმისათვის, რომ ეს ანგარიშები ამოქმედდეს. სამწუხაროა, რომ თუკი რაიმე სიკეთე აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას რომელიმე ქვეყნის მიმართ, იმდენად არაბუნებრივია შემდეგ განვითარება ამ ურთიერთობების, რომ შემდეგ ყველა უკმაყოფილო რჩება. ასე იყო მაშინაც, როცა ვცდილობდით დაბალანების პოლიტიკით გვესარგებლა ჩვენს მეზობელ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან, რატომღაც უარი ვთქვით აქტიური მოლაპარაკების პოლიტიკაზე, სწორედ იმიტომ, რომ რიგრიგობით დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი მეზობლების ინტერესი, ცხადია რიგრიგობით მაცხონეობა ყველას უკეთესად ამახსოვრდება, მათ შორის ჩვენს მეზობლებს.

არის საფრთხე, რომ ირანმა, რომელმაც ერთხელ ძალიან მწვავედ გადაიტანა მათი მოქალაქეების დაპატიმრება საქართველოში და ამერიკის მხარისთვის გადაცემა, რაღაცაზე ისევ განაწყენდეს (მაშინ სერიოზული საფრხე გაჩნდა ქართულ-ირანული ურთიერთობების, რომელიც ჩვენი საელჩოს სასწრაფო ევაკუაციაშიც გამოიხატა). დრო გადის, თუმცა მეხსიერება ინახავს ისეთ მომენტებს, რომლის განმეორება უფრო მწვავე რეაქციის მომტანი იქნება.

ჰილარი კლინტონის ვიზიტზე აქტიურად საუბარი აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ დაიწყო დამოსალოდნელი იყორომ აშშ- სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩიკაგოს სამიტამდე ეწვეოდათუმცა მოლოდინი არ გამართლდადა ჯერაც არ არის ცნობილიროდის ეწვევა ქალბატონი კლინტონი საქართველოს.

ქალბატონი კლინტონის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯერ კიდევ გასული წლის დამლევს, მაგრამ როდესაც წელს, იანვარში დაინიშნა სააკაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში, ცხადია, ამ ვიზიტმა აქტუალობა დაკარგა და მას შემდეგ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა. არჩევნებამდე ეს ვიზიტი შედგება, მაგრამ მაშინ, როდესაც აშშ-ს ექნება უტყუარი მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და, რომ აგიტაციურ- პროპაგანდისტული ხრიკები ნაციონალური მოძრაობისა, იქნება გაშიფრული და უკუგდებული დემოკრატიული ამერიკის მხრიდან.

ასეთ შემთხვევაშიშესაძლოაერთგვარი მონიტორინგის ფუნქციაც კი ჰქონდესსაქართველოში .დემოკრატიული ცენტრების შექმნას,რომელიც აშშ-  მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა...

- საინტერესოა, როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება ამ ცენტრებს, ჩვენ ხომ ვხედავთ ყოველდღიურად რას სჩადის ქართული დემოკრატია კონკურენტული ოპოზიციური ძალის მიმართ და თუ გგონიათ, რომ VII-VIII საუკუნეში ვართ და თუ ცხენით არ გაიქცა ვინმე გრაგნილიანი წერილის გადასაცემად ცხრა მთას იქით, ისე ამბავი ვერ გავა ვერსად, ძალიან ცდებით. ყველამ ყველაფერი დროულად იცის, აფასებს და რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯონ ხალხის ფული, უცხოელების შეცდომაში შესაყვანად, არაფერი გამოვა. შეუძლიათ გამოძებნონ მხოლოდ ერთი-ორი ჟურნალისტი, რომელიც მარტივად აღწევს „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციაში, სხვა სერიოზულ მსმენელი „ნაციონალური“ ხრიკებისა აღარ მოიძებნება.