მოქალაქეები თანხის გადახდას არ აპირებენ და ახლობლებისგან შეთავაზებულ დახმარებაზეც უარს აცხადებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ თავიანთი დანაზოგი საკუთარი შეხედულებისაებრ განკარგეს. ამდენად, ისინი კონტროლის პალატის გადაწყვეტილებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. დღეს ისინი Presage.tv-ს პრესკლუბს, ადვოკატ ალა კახნიაურთნ ერთად, სტუმრობდნენ. ალა კახნიაურის თქმით, აღნიშნულმა პირებმა შემოწირულობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს განახორციელეს. სამმა მათგანმა 10 ათასი, ხოლმა ერთმა მათგანმა - 5 ათასი ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. ამის გამო მონიტორინგის სამსახურმა ისინი გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა და მარიამ მეტრეველს, ვახტანგ ედიშერაშვილს, ბესიკ მუმლაურს ასი ათასი ლარი, ხოლო თამაშა ჩიტაიას 50 ათასი ლარი დააკისრა.
ამასთან, სახელმწიფომ იმდენად იჩქარა მოქალაქეების დაჯარიმება, რომ მოსამართლემ მათი საქმე უსწრაფესად განიხილა. ეს ყველაფერი კი სხვა ადამიანებისთვის საჩვენებლად გაკეთდა, რათ მომავალში მათაც არ ეფიქრათ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.
ადვოკატის განმარტებით, ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ რაიმე სახის გადაცთომა, რაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით. მათ ჰქონდათ საკმარისი შემოსავალი, რათა აღნიშნული შეწირულობა განეხორციელებინათ. მეტიც - ეს მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი იყო, მაგრამ არცერთმა ინსტანციამ არ ისურვა მათემატიკურად დაეთვალა და გაეანგარიშებინა ეს თანხები. კერძოდ, არავინ ისურვა, გაერკვია ამ ადამიანების შემოსავლები და გასავლები.
ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი შემომწირველის თამაშა ჩიტაიას წლიური შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში 38 500 ლარს შეადგენდა, ხოლო თვიურ გასავლად კონტროლის პალატის მიერ 800 ლარი დადგინდა. თუ ამ თანხას გავამრავლებთ 12-ზე, ეს მოგვცემს 12 ათასს. შესაბამისად, დანაზოგი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა 28 ათას 500 ლარს. ამდენად, ამხელა დანაზოგის მქონე პირს ერთი წლის განმავლობაში თავისუფლად შეეძლო აღნიშნული შემოწირულობის განხორციელება.
იმის გამო, რომ აღნიშნული დადგენილება უკვე ძალაში შევიდა და კონტროლის პალატამ სააღსრულებო სამსახურს მიმართა, შესაბამისად, აღნიშნული პირებიც გაფრთხილებულნი არიან, დროულად გადაიხადონ ჯარიმა. ეს თანხა კი გაზრდილია და შეადგენს 107 ათას ლარს, სააღსრულებლო თანხების დამატებით.
ადვოკატს ევროპის სასამართლოსთვის უკვე მზად აქვს საჩივარი, რომელსაც ამ დღეებში გაგზავნიან, რადგან დარღვეულია კონვენციის რამდენიმე მუხლი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მალე დაიწყება იძულებთი აღსრულების პროცესი და ამ ადამიანებს ქონებას დაუყადაღებენ და აუქციონზე გაიტანენ.
Presage.tv კონტროლის პალატისგან დაზარალებულებს ესაუბრა. მარიამ მეტრეველი აცხადებს, რომ 2008 წელს სამაჩაბლოში მშობლების სახლი ოკუპანტებმა წაართვეს. დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამავეს აკეთებს და აპირებს მისი სახლის დაპატრონებას.
„მომხდარის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ არაფერში არ ვავალდებულებ. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და მე შევწირე თანხა. იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ მოვლენ აღსრულების წარმომადგენლები ჩემი ქონების გასაყიდად. მაინც ვიტოვებ იმედს. ალბათ, ეს ემოციებია. უამრავი მეგობარი მთავაზობს დახმარებას, მათ შორის, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქომაგი“. მაგრამ დახმარების მიღებაზე უარს ვამბობ. ვფიქრობ, უკანონოდ დამსაჯეს და მინდა, სამართალმა იზეიმოს“, - გვითხრა მარიამ მეტრეველმა.
ბესიკ მუმლაურის თქმით, ხელისიუფლებამ მისი ოჯახი მშვიდობიან პერიოდში გახადა ლტოლვილებად და აბსოლუტურად ყველა ანგარიში დაუყადაღა. კერძოდ, მისი სახლი გასაყიდადაა მზად, იგი კი ქუჩაში რჩება.
„ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, მეშვიდე კვარტალში ოროთახიანი ბინა მაქვს, სადაც შვილებთან ერთად ვცხოვრობ. ამ ბინას ვკარგავ, უკვე დააყადაღეს, ყველანაირი ფინანსური ანგარში დაყადაღებულია. საზღვარგარეთ მეგობრები მყავს და გადმორიცხვის საშუალებაც აღარ მრჩება. ერთი ნაკვეთი მქონდა ვაზიანში და ისიც დაყადაღებულია. ავტოფარეხი მქონდა გაკეთებული, შემეძლო, იქ მეცხოვრა, მაგრამ იმასაც ყადაღა დაედო. აბსოლუტურად არავითარ საშუალებას არ მაძლევენ, გარეთ ვრჩები. ერთი ისღა დამრჩენია, ტყვია დავიხალო და თავი მოვიკლა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა ბესიკ მუმლაურმა.
ამის მიუხედავად, იგი ისევ „ქართული ოცნებისთვის“ აპირებს თანხის შეწირვას და ამის შესახებ ნათია მოგელაძესაც აუწყა.
„ვუთხარი, როგორც კი მექნება საშუალება, 2 ათასი ლარი მაქვს შეგროვილი, კიდევ დავამატებ და აუცილებლად შევიტან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, ბოლომდე ვიბრძოლებ. მქონდა საშუალება, შემეგროვებინა თანხა და „ქართულ ოცნებას“ დავხმარებოდი. ასევე, რისი საშუალებაც მქონდა, ვეხმარებოდი გაჭირვებულებსაც, მომავალშიც ამას გავაკეთებ“.
მუმლაურის თქმით, აღსრულების ვადა მას გუშინ ამოეწურა. ამდენად, ყოველ წუთას ელოდება აღმასრულრებლების შესვლას და აუქციონზე მთელი ქონების გაყიდვას. მას არაფრის გატანის საშუალებას არ აძლევენ. ყოველდღიურად დადიან მისი კორპუსის გარშემო, რათა ვერაფრის წაღება ვერ მოახერხოს.
„ეს თანხა ჩემი დანაზოგი იყო, ქალიშვილი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, ახლა გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით,1000 ლარი ჰქონდა შემოსავალი, მეორე ქალიშვილი მუშაობს და 900 ლარი აქვს შემოსავალი. ამასთან, ჩვენ გვაქვს პატარა შპს. იქიდანაც შემოსავლები გვაქვს, ასევე, მქონდა დახმარება. კონტროლის პალატის დაკითხვის ოქმში ჩანს, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი ფინანსურ დახმარებას, ამას არ ვმალავ. ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვსწავლობდი უნივერსიტეტში და მოგვიანებით მას გავახსენდი, როგორც იმდროინდელი მეგობარი. ისე, თავად ბიძინა ივანიშვილთან 10 წელია, არანაირი კონტაქტი აღარ მქონია“.
ამჟამად უმუშევარი ვახტანგ ედიშერაშვილიც აღმასრულებელს ყოველდღიურად ელოდება. სახელმწიფოსთან ბრძოლას იგი არ აპირებს, მაგრამ ევროპულ სასამართლოში იჩივლებს. მანაც საკუთარი ოჯახის ოთხი წლის დანაზოგი- 10 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“, ამჯერად კი ასი ათასი ლარით აჯარიმებენ.
„ამხელა თანხა საიდან გადავუხადო? მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები, მეზობლები გვერდზე დამიდგნენ, მათ დახმარებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. არ გადავუხდი, გამომასახლონ ბინიდან. ამის მიუხედავად, შემოწირულობის გაღებას არ ვნანობ“.
ვახტანგ ედუშერაშვილი მოგელაძესთან დაკითხვის დეტალებსაც იხსენებს, როცა მაკონტროლებელი ქალბატონი მისმა სიჯიუტემ წყობიდან გამოიყვანა.
„ქალბატონმა მოგელაძემ თავად მომიწყო დაკითხვა და სამი საათის განმავლობაში ხელებს მიბაკუნებდა. ახსნა-განმარტებისთვის მივედი, მაგრამ დაკითხვა დამიწყო. მითხრა, რასაც მე უშუალოდ გეტყვი, ის უნდა დაწეროო. ფურცელი გავუწიე და ვუთხარი, რაც გნებავთ, დაწერეთ და ხელიც თქვენ მოაწერეთ-მეთქი. ამაზე რამდენჯერმე გაბრაზდა, გარეთ გავარდა, ვიღაცას ურეკავდა თუ მას ურეკავდნენ, შემოდიოდა მერე და ბოდიშებს მიხდიდა. დავაწყნარე, ქალბატონო ნათია, ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი“.
ადვოკატ ალა კახნიაურის განმარტებით, ამ პირთა დაჯარიმება უკანონოდ მოხდა და მათ ქვეყნის შიგნით სამართალს ვერ მიაღწიეს. ელოდნენ კიდეც ასეთ განაჩენს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ადმინისტრაციული სასამართლო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ იღებს. ამიტომაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართვენ.
„ამ ოთხმა ადამიანმა უნდა გადაიხადოს 350 ათასი ლარი და კიდევ 7 % სააღსრულებო ხარჯი. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო მათ ედავებოდა, საიდან შეეძლოთ ამხელა დანაზოგის გაკეთება და 10 ათასი ლარის გადახდა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე?! ვითომ ეს მათი უკანონო შემოსწავალი იყო, ახლა კი საინტერესოა, როგორ ითხოვს სახელმწიფო ასი ათასი ლარის გადახდას?! თუ შეუძლებელი და უკანონო იყო მათთვის 10 ათასი ლარის შეგროვება, მაშინ რანაირად უნდა შეაგროვონ 100 ათასი ლარი?! ამიტომაც ერთადერთი ხერხი თანხის მიღების ისაა, რომ მათი ქონება აუქციონზე გავიდეს“.
ადვოკატის თქმით, ორ-სამ კვირაში ევროპული სასამართლოში საქმის განხილვა ვერ მოესწრება. ამას წლები დასჭირდება, თუმცა მას იმედი აქვს, რომ საკუთრების უფლების უკანონოდ ჩამორთმევის გამო საქმეს მოიგებენ და სახელმწიფოს აუცილებლად მოუწევს თანხების უკან დაბრუნება.
„ფონდ „ქომაგის“ თავმჯდომარე ია მეტრეველმაც გამოთქვა მათი დახმარების სურვილი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა მათი დახმარება არ მიიღეს“, -გვითხრა ადვოკატმა.