საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნილია დაჯარიმების მიზეზები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,მონიტორინგის სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და მის კოალიციაში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელებულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა.
საქართველოს კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები“.
კონტროლის პალატა ამბობს, რომ, რომ საოფისე ფართების დაქირავებასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რომელიც თავის მხრივ, უშუალო პროცედურების შერსულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. ამ კომპანიების დამფუძნებელი, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა და მათი წარმომადგენელი საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშვილია.
„ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის, კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში.
აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე დროს არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით.
ამდენად შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ ხელმძღვანელები და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად, დასაქმებულები არიან მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან“, - განმარტავს კონტროლის პალატა.
კონტროლის პალატის ცნობით, ბიზნეს გარიგებები, რომლებსაც შპს „მენეჯმენტ სერვისი“ აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან აწარმოებდა, არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს.
კონტროლის პალატის გაანგარიშებით, ოფისების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხა, აღემატებოდა მოგებას, რომელიც კომპანიას „ქართული ოცნებისთვის“ ოფისების გაქირავებით უნდა მიეღო. ფართების სარემონტო სამუშაოებზე „მენეჯმენტ სერვისმა“ ჯამში 476 ათასი ლარის ხარჯი გასწია, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად შეაფასა.
საპასუხო განცხადება საკუთარ ვებ-გვერდზე „ქართულმა ოცნებამაც“ გამოაქვეყნა, სადაც კონტროლის პალატის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს მცდარს უწოდებს.
განცხადების თანახამად, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მონიტორინგის სამსახურს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ დაჯარიმების დასაბუთებული დადგენილება ჯერაც არ გადაუცია.
„პოლიტიკური პარტიები ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შევახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებში, საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები არ არის, ვინაიდან, ამ ხარჯების გადახდის ვალდებულება მხოლოდ მარტიდან გაჩნდა“ - ნათქვამია განცხადებაში.
„მენეჯმენტ სერვისის“ სასარგებლოდ დღეისთვის უკვე გადახდილია 200 000 ლარი. რაც შეეხება, რემონტის ხარჯებს, იგი პარტიების მიერ დეკლარირებულ და შესაბამისად, გადახდილ საიჯარო ქირის ღირებულებაშია ასახული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას „მენეჯმენტ სერვის“ საკუთარი სახსრებით ახორციელებდა, რომელიც სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. „ეს ინფორმაცია მცდარია. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ კომპანიების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დავრწმუნდეთ, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ დამფუძნებელი ცენტრალურ ამერიკაში რეგისტრირებული კომპანიაა, ხოლო „ბურჯის“ დამფუძნებელი კი - ევროპაში“ - აღნიშნულია ქარტული ოცნებისა და „მენეჯმენტ სერვისის” ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, უზუსტობაა იმ ნაწილშიც, სადაც „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელსა და საბუღალტრო მომსახურებაზეა საუბარი.
„ქართული ოცნებისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ წარმომადგენლები ასევე, უარყოფენ, კონტროლის პალატის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელი და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები, ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ არიან დასაქმებულნი.
„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საჯარო განცხადებების კეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ნაცვლად, შეიმუშავოს და „მენეჯმენტ სერვისს“ დროულად ჩააბაროს 4 760 190 ლარით დაჯარიმების შესახებ მიღებული დასაბუთებული დადგენილება“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე კონტროლის პალატის, „ქართული ოცნებისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ ურთიერთობა განცხადებების დონეზეა, თუმცა ყველაფერი სავარაუდოდ, კომპანიის დაჯარიმებით დასრულდება. presage.tv შეეცადა, „ქართული ოცნების“ იურისტებთან გადაემოწმებინა, როგორ ხდება, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მერამდენედ, კანონის დამრღვევად გვევლინება და რა ხდება სინამდვილეში. ჩვენს კითხვებს იურისტი არჩილ კბილაშვილი პასუხობს.
კონტროლის პალატა დავობს, რომ„მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელი და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელიპირები, ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ არიან დასაქმებულნი. დავუშვათ, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ დამფუძნებელი კომპანია,რომელიც ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. ასეც რომ იყოს, ამ შემთხვევაში, იურიდიულითვალსაზრისით რა პრობლემა შეიძლება გაჩნდეს და ირღვევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა?
- აკრძალვა შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი - თუ ესა თუ ის ბიზნეს სტრუქტურა თავის საქმიანობას ახორციელებს წამგებიანი ბიზნეს სტრატეგიით, წამგებიანში ვგულისხმობ იმას, რომ მისი ბიზნეს ქმედების შედეგად უკუგება ნულის ტოლია, ან საერთოდ, უარყოფითია და ეს ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.
მხოლოდ ასეთი კონსტრუქციაა აკრძალული და არა ის, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ დამფუძნებელი იყოს ისეთი კომპანია, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილია. თუმცა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში ეს ასეა თუ არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, არანაირ შეუთავსებლობასთან არ გვექნებოდა საქმე, თუკი ეს არ იქნებოდა წამგებიანი ბიზნეს საქმიანობა.
როგორც ვიცი, და მოვისმინე კიდეც ამ მკომპანიის დირექტორის კომენტარი, ამ ოპერაციების შედეგად მის კომპანიას უნდა მიეღო 400 ათასი ლარის მოგება.
ერთ-ერთ საეჭვო ფაქტად სახელდება ისიც, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორი სოფელ ჭორვილადანაა, ეს რამდენად ხელჩასაჭიდიარგუმენტია კონტროლის პალატისთვის?
- ამაზეც იგივე პასუხი მაქვს, რაც წინა შეკითხვაზე, თვითონ ბიძინა ივანიშვილიც რომ იყოს დამფუძნებელი თუ დირექტორი, ეს არაფერს არ შეცვლიდა, თუკი ბიზნესის რენტაბელობის პრინციპი იქნება დაცული. ამ შემთხვევაში თუ კონტროლის პალატამ დააჯარიმა კომპანია, მას მართებს, დაასაბუთოს, რომ ეს იყო არარენტაბელური ბიზნესოპერაცია ამ კომპანიისათვის.
კონტროლის პალატის განცხადებას, „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების შესახებ გამოეხმაურა ადვოკატი ეკა ბესელია, რომელმაცგამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნება“ რეგიონებში ოფისების გარეშე დარჩეს, რამდენად რეალურია საფრთხე,რომ ეს მართლაც ასე მოხდეს?
- მიჭირს, ვთქვა, რამდენად რეალურია, იმიტომ რომ უნდა შეფასდეს რეალური ვითარება, მაგრამ სამართლებრივად შესაძლებელია. თუკი ეს კომპანია ჯარიმის გამო გადახდისუუნაროდ გამოცხადდება და საქმიანობას შეწყვეტს, ანუ იმ საიჯარო ურთიერთობის მონაწილე კომპანია შეწყვეტს არსებობას, სამართლებრივად, შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ რეალურად ეს რამდენად განხორციელდება, მიჭირს თქმა.
თავის დროზე რა ნიშნით შეირჩა ეს კომპანია ან შესაძლებელი იყო თუ არა კოალიციას სულაც შუამავლის გარეშე დაექირავებინაოფისები და კონტროლის პალატისთვის ასე ვთქვათ, თვითშემოქმედების არეალი შეეზღუდა?
- იურიდიულად შესაძლებელი იყო, ეს ოფისები პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ დაექირავებინა, მაგრამ ეს კომპანია იმისთვის გახდა საჭირო, რომ კოალიცია არის პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი სუბიექტი და ოფისების პოვნა და დაქირავება ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა არ არის.
პოლიტიკურმა პარტიამ თუ იმაზე დაიწყო ფიქრი, რეგიონებში ოფისები როგორ იქირავოს და ხელშეკრულებები როგორ გააფორმოს და აწარმოოს, მაშინ ის აცდება თავის საქმიანობას და ამით დაკავებული უნდა იყოს კერძო ბიზნეს სტრუქტურა. ბინის ყიდვა-გაყიდვის დროს ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები არ აქვთ, ხშირად სარგებლობენ ბროკერის მომსახურებით. 74 რეგიონში ოფისების მოძებნა უზარმაზარი საქმიანობაა და ამისი კეთება კოალიციას რომ დაეწყო, მაშინ გვერდზე უნდა გადაედო პოლიტიკური მშენებლობა და მარტო ოფისების ძებნაზე გადართულიყო.
უბრალოდ, ლოგიკურია, რომ ეს საქმე ბიზნეს–სტრუქტურის დახმარებით მოიგვარა. რაკი ეს ბიზნეს სტრუქტურა იყო უშუალო რგოლი, აქედან გამომდინარე, ამ კომპანიამ გააფორმა პირველადი ხელშეკრულება მესაკუთრეებთან, ის გახლავთ დამქირავებელი. მეორე მხრივ კი ამ ბიზნეს სტრუქტურამ გააფორმა ხელშკრულება პოლიტიკურ პარტიასთან და გახდა ქვე-გამქირავებელი.
კონტროლის პალატამ კომპანია დააჯარიმა „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობების გადარიცხვაშიეს რას ნიშნავს, რა უკანონო შემოწირულობაზეა საუბარი?
- ეს არის ფორმულა, რომელშიც კონკრეტული შინაარსი უნდა იყოს ჩადებული. „მენეჯმენტ სერვისმა“ თუ რომელიმე რეგიონში იქირავა ოფისი 150 ლარად, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მიაქირავა 100 ლარად, ან თუნდაც 150 ლარად, მაშინ ეს ჩაითვლება პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობად, რადგან აღმოჩნდება, რომ ბიზნეს სტრუქტურა არანაირ მოგებას არ ღებულობს, ან მისთვის წამგებიან კონტრაქტს დებს და ეს არმიღებული მოგება განიხილება როგორც პოლიტიკური პარტიისთვის გაკეთებული შემოწირულობა.
როდესაც კონტროლის პალატა ამბობს რომ შემოწირულობა განახორციელა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ ასეთ სქემას ხომ არ აქვს ადგილი, მაგრამ მე როგორც ვიცი, ფასთა შორის ყველა შემთვევაში არსებობს განსხვავება და კომპანიას თავისი მარჟა შენარჩუნებული აქვს.
ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თანხის გადახდის პრობლემა ჰქონდეს, ფულის დაზოგვას ცდილობდესდა ოფისში იმაზე ნაკლებ თანხას იხდიდეს, რა თანხადაც ეს ფართები „მენეჯმენტ სერვისს“ აქვს ნაქირავები, როგორ ფიქრობთ,რეალურად რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
- ერთადერთი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში დავუშვათ, არის ის, რომ კონტროლის პალატა წარმოადგენს ერთი პოლიტიკური ძალის ნების გამომხატველ და აღმასრულებელ ორგანოს. ეს პოლიტიკური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მისი საპირწონე ძალა არის „ქართული ოცნება“, ამ შემთხვევაში მმართველ ძალას სურს, რომ დეზორგანიზაცია შეიტანოს „ქართული ოცნების“ რიგებში, დაასუსტოს მისი ორგანიზმი და ამ გზით შეამციროს საარჩევნოდ მისი ეფექტუნარიანობა. ეს არის ერთადერთი დასკვნა, რომელიც პირადად მე გამოვიტანე.
თუკი როგორც თქვენ აღნიშნეთ, კომპანიის მიერ დაქირავებული და გადაქირავებული ფართის ფასებს შორის სხვაობა არსებობს, ამშემთხვევაში რა შეიძლება გახდეს კონტროლის პალატის მიერ „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების საფუძველი, ბოლოს და ბოლოს,კონტროლის პალატას რაღაც ხელჩასაჭიდი არგუმენტი ხომ უნდა გააჩნდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რა ხდება ...
- ჩემთვისაც გაუგებარია, რა ხდება, კონკრეტულად ამ შემთხვევაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ კონტროლის პალატას პირველად არ დაუჯარიმებია საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ და კიდევ ცალკეული ფიზიკური პირები. ვიცნობ, რა მათ ხელწერას, როდესაც არავითარი დასაბუთება არ არის, მაგრამ რაკი სასამართლო თავისი დანიშნულებით არ ფუნქციონირებს, ასეთი მეთოდები ჭრის. რასაც დასკვნებში წერენ, ის სრულდება, რადგან კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული დაკვნის გაკონტროლების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.
რა გზას მიმართავს „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში, კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ უბრალოდ, ადგებადა დაემორჩილება?
- სასამართლოს არარსებობის პირობებში საჩივრის დაწერა მხოლოდ 20-დან 25-დღემდე ვადის გადაწევაა და მეტი არაფერი. გარდა გასაჩივრებისა, სიტუაციიდან გამომდინარე, არსებობს სხვა გზაც, თუმცა ამის შესახებ რაიმე მკაფიო გეგმა არ მაქვს, რადგან საკითხს შესწავლა სჭირდება და ალბათ, ამაზე უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით.