ჩემს გარშემო ძალიან ბევრი უსამართლობა დაგროვდა. ადამიანები კარგავენ ყველაფერს და მე ამ დროს განზე ნამდვილად ვერ გავდგები...

ჩემს გარშემო ძალიან ბევრი უსამართლობა დაგროვდა. ადამიანები კარგავენ ყველაფერს და მე ამ დროს განზე ნამდვილად ვერ გავდგები...

 

"ქართულ ოცნებაში" ახლად გაწევრიანებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მის მეგობრებს კი ტელეფონზე ურეკავდნენ და მისთვის აზრის შეცვლევინებას სთხოვდნენ. ზვიადაურის ტქმით, პოლიტიკაში იმიტომ წავიდა, რომ სურს ხალხის გვერდით იდგეს და უკეტესი მომავლისთვის იბრძოლოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ზვიად ზვიადაურზე ზეწოლა ხორციელდებოდა / "ტელეფონზე ზარები შემოდის, როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს, ჩემს მეგობრებსაც ურეკავდნენ".

"რატომ გადავწყვიტე? - იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა ძალიან ცუდ დღეშია. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი უსამართლობა დაგროვდა ვხედავ, ხალხი დღითი-დღე უფრო მეტად ვარდება გასაჭირში - კარგავენ ყველაფერს და მე ამ დროს განზე ნამდვილად ვერ გავდგები. ჩემი ხალხის გვერდით უნდა ვიდგე და მათთან ერთად ვიბრძოლო უკეთესი მომავლისთვის. რაც შეეხება ზეწოლას, "ქართულ ოცნებაში" მოსვლის დროსაც განვაცხადე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ-მეთქი. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემს ტელეფონზე ზარები ხორციელდება. ასევე, როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს, ჩემს მეგობრებსაც ურეკავდნენ - არ დავკონკრეტდები, თუ ვისგან იყო ეს ზარები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ზვიადაური.

"მე და გიორგი ასანიძე მეგობრები ვართ და მას ვერაფერს ვერ ვეტყვი. მე ისეთი ადამიანის გვერდით დავდექი, რომ დარწმუნებული ვარ, თავს არასოდეს არ შეირცხვენს - ეს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, მინდა გითხრათ, რომ გიორგი შეცდა, რადგან ბოლომდე ღირსეულად ვიბრძოლებთ და ამის იმედი ჰქონდეს ყველას - მტერსაც და მოყვარესაც. რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარობას, გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის. რა იქნება, რა გადაწყდება არ ვიცი - ვიყრი თუ არა კენჭს, ეს მალე გაირკვევა - დასძენს ოლიმპიური ჩემპიონი და და შეკითხვას - "რატომ წახვედით "ქართულ ოცნებაში", გქონდათ თუ არა შემოთავაზება "ნაციონალური მოძრაობისგან?" - პასუხობს:

"შემოთავაზება არავისგან არ მქონია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილში დავინახე ღირსეული ადამიანი, რომელსაც საქართველო და ქართველი ერი უყვარს. ამ ადამიანთან ურთიერთობა და გვერდში დგომა ამიტომ გადავწყვიტე".