ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი შაშკინს თაღლითობაში ამხელს

ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი შაშკინს თაღლითობაში ამხელს

განათლების სისტემაში დანაერგილი ერთ-ერთი რეფორმის მიხედვით, 2012 წლის 21 მაისს, დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლეს სკოლაში მიღებულ ზოგად განათლებას საატესტატო გამოცდებზე შეუმოწმებენ. როგორც განთლების სამინისტროს მესვეურები ამბობენ, ეს რეფორმა საქართველოს “ჩაძინებული” ახალგაზრდების გამოსაფხიზლებლად აუცილებელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პრიორიტეტები შეეცვალათ და მხოლოდ ეროვნული კი არა, საატესტატო გამოცდებისთვისაც ემზადებიან. რეფორმები კარგია, მაგრამ არის თუ არა ეს რეფორმა შედეგზე ორიენტირებული და, საერთოდ, რას ფიქრობენ ექსპერტები და თავად მოსწავლეები საატესტატო გამოცდებზე?


ნიკა ადამია, მე-12-ე კლასის მოსწავლე: - სკოლაში ნორმალურად ვსწავლობ  და კარგი შეფასებებიც მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ იმ საგნებში, რომლებიც ტრიმესტრულად ვისწავლეთ, გამოცდის ჩაბარება მაინც გამიძნელდება, რადგან ის პროგრამა, რომელიც საბუნებისმეტველო საგნებში მეათე კლასში გავიარეთ, აღარ მახსოვს. “აბიტურებში” კი, სამი წლის მასალა უნდა ჩავაბაროთ და გამეორებას ვერ მოვასწრებ.

ანასტასია ბერიძე, მე-12-ე კლასის მოსწავლე: - ეს რეფორმა აუცილებელი იყო, რადგან მოსწავლე სკოლაში 12 წელი იმიტომ არ დადის, რომ ბოლო წელს იმ ოთხ საგანში მოემზადოს, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე ბარდება, თუმცა შეეძლოთ, გამოცდების რაოდენობა ნელ-ნელა გაეზარდათ.

ნინიკო სილაგაძე, მე-12-ე კლასის მოსწავლე: - არცთუ გამორჩეული მოსწავლე ვარ და გამოცდების ძალიან მეშინია, თუმცა ვთვლი, რომ საატესტატო გამოცდები კარგია, რადგან მომდევნო თაობა სწავლას უფრო მოინდომებს და განათლებულთა დონეც მოიმატებს. აქამდე ისეთი ბავშვებიც იღებდნენ სკოლის ატესტატს, რომლებმაც წერა-კითხვაც არ იცოდნენ... ახლა კი, ატესტატს ის აიღებს, ვინც მართლა სწავლობს და ატესტატის ღირსია...

გიორგი გურგენიძე, მე-12-ე კლასის მოსწავლე: - არ მგონია, რომ საატესტატო გამოცდები რომელიმე მეთორმეტე კლასელს უხაროდეს. იმ საგნებში, რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებლად მჭირდება, მეექვსე კლასიდან ვემზადები. ქიმია და ფიზიკა არასოდეს მაინტერესებდა და არ მესმის, რატომ ვარ იძულებული, ის ვისწავლო, რაც არ მაინტერესებს? ჩემი აზრით, თუ ბავშვმა დამამთავრებელ კლასში გამოცდა ყველა საგანში უნდა ჩააბაროს, ამის შესახებ, მინიმუმ, 4 წლით ადრე მაინც უნდა იცოდეს, რომ სათანადოდ მოემზადოს.

ნინო გოგუაძე, “თავისუფალი დემოკრატების” გამგეობისა და კოალიაცია “ქართული ოცნების” წევრი: - განათლების რეფორმამ, რომელიც 2003 წლიდან ტარდება, სკოლას საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაუკარგა, ანუ ერთიანი ეროვნილი გამოცდების შემოღების შემდეგ, ატესტატმა და სკოლაში სწავლებამ ფასი დაკარგა - აბიტურიენტები ე.წ. კერძო მასწავლებლებთან მხოლოდ იმ სამ საგანში ემზადებოდნენ, რომელიც უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდებოდათ. ამიტომ, ზოგადი განათლების ხარისხი მკვეთრად დაეცა. 

აქედან გამომდინარექალბატონო ნინოსაატესტატო გამოცდების შემოღებას ემხრობით?
- რა თქმა უნდა, ვემხრობი, მაგრამ ამ ტიპის გამოცდების დანიშვნა ამჟამად გაუმართლებლად მიმაჩნია.

რატომ?
- საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო, სწავალა ჩაშლილი იყო და ბავშვებს, რომლებსაც 4 წელი, პრაქტიკულად, სკოლაში არ უვლიათ, დიმიტრი შაშკინმა უცებ საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოსთხოვა. სახელმწიფოს უფლება არ აქვს, მოსწავლეებს ის მოსთხოვოს, რაც მათთვის არ მიუცია! სახელმწიფომ სკოლაში მაღალი ხარისხის განათლება უნდა შექმნას - სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო უნდა იყოს, სკოლამ ბავშვს ცოდნა უნდა მისცეს და ყველანაირი პირობა შეუქმნას, რომ მან ხარისხიანი განათლება მიიღოს. ამის შემდეგ, სახელმწიფოს ექნება უფლება, რომ ბავშვის ცოდნა გამოსცადოს. საატესტატო გამოცდები ყველაფერ ამის გათვალისწინების გარეშე შემოიღეს. ამასთან, სხვა უამრავი ფაქტორიც მეტყველებს, რომ ეს გამოცდები მოუმზადებელია.

რას გულისხმობთ?
- მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში ტესტები ისეთი მარტივია, რომ მის საშუალებით ბავშვის ცოდნის შემოწმება შეუძლებელია.

შეიძლებამაგრამ საბუნებისმეტყველო ტრიმესტრულად ისწავლებარაც იმას ნიშნავსრომ მაგალითადბილოგია მეათე კლასის შემდეგაღარ ისწავლებატესტები მარტივი შესაძლოაამიტომაცაა... 
- საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლება სრულიად გაუმართლებელია და, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ ბავშვებს ამ კუთხით სათანადო ცოდნა არ მისცა. 

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ტესტებს -ის სისტემით დაწერენქალბატონო ნინოთუ იცითეს სისტემა რას ნიშნავსანრა პრინციპებით მოხდება მოსწავლეების შეფასება?
- ეროვნული გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ ეს სისტემა ზომავს ბავშვის შესაძლებლობებს, თუმცა არაა ისეთი ტესტები, სადაც მსჯელობაა საჭირო. ჩათ-ი ძალიან მარტივი კომპიუტერული სისტემა და მის საშუალებით ბავშვების ცოდნის შემოწმება, ჩემი აზრით, ნაკლებადაა შესაძლებელი. 

ბავშვების ცოდნის გარდამასწავლებელთა დონეზნეცაა ლაპარაკიანუ პედაგოგთა ატესტაციის შედეგი არცთუ სახარბიელოა...
- განათლების სისტემაში მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პედაგოგთა პროფესიული დონე ზოგჯერ, მართლაც, პრობლემაა. ამიტომ, მასწავლებელთა ფილტრაციაზეც მიდის საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მასწავლებელმა 2014 წლამდე სერთიფიცირება არ გაიარა, პედაგოგად ვეღარ იმუშავებეს. 

ქალბატონო ნინოისევ მოსწავლეთა საატესტატო გამოცდებს დავუბრუნდეთიზიარებთ განათლების სამინისტროს არგუმენტსრომ ესგამოცდები მოწაფეებში სწავლის მოტივაციას აამაღლებს?
- ეს იძულებითი მეთოდი, ზოგჯერ იძულება მოტივაციის ასამაღლებლად ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა სწორედ აგებულ განათლების სისტემაში მოტივაცია გამოცდა კი არ უნდა იყოს, არამედ, ბავშვს თავად უნდა ჰქონდეს სწავლის სურვილი.

ისეთუ იცითსაატესტატო გამოცდების შემოღება ვისი იდეაა?
- ჩვენს ქვეყანაში სამინსტრო პრეზიდენტის ნების აღმსრულებელი. ასე რომ, ეს გამოცდებიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ინიციატვით შემოიღებს. დიმიტრი შაშკინს უამრავი სპეციალისტი და, მათ შორის, მეც, ვაფრთხილებდით, რომ მსგავსი გამოცდების ასე მოუმზადებლად დანიშვნა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენი გაფრთხილება არ გაითვალისწინა და ატესტატის გაცემის წესის შესახებ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ატესტატი იმ შემთხვევაში გაიცემოდა, თუკი მოსწავლე საატესტატო გამოცდებს ჩააბარებდა, თუმცა ეს ბრძანება შაშიკინმა თავადვე დაარღვია და 2011 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო ცნობა, რომ მინისტრის ბრძანებით, “სპეციალური სეერის მქონე ატესტატები გაიცა იმ მოსწავლეებზე, რომლეთაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები.”
წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, მაინტერესებდა, თუ როგორ გაკეთდა ასეთი დიფერენცირებული ბრძანებები და ამაში გარკვევა იუსტიციის სამინისტროს წერილობით ვთხოვე, საიდანაც მომივიდა ოფიციალური პასუხი, რომ შაშკინის მეორე ბრძანება იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია და, შესაბამისასდ, რეგისტრირებულიც არაა. თუ შაშკინმა გასცა ბრძანება, რომლითაც “სპეციალური სერიის მქონე ატესტატების” გაცემა შესაძლებელი გახდა, მას აუცილებლად უნდა გაევლო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ რადგან რეგისტრაცია არ გაუვლია, ე.ი. ასეთი ბრძანება არ არსებობს. მოკლედ, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ატესტატები უკანონოდ და თაღლითურად გააყალბა!

ნინო გოგუაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, “ქართული სიტყვა” განათლების სამინისტროსთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა რამდენიმე დღის მცდელობის მიუხედავად, შაშკინის უწყების პრესსამსახურში ტელეფონს არავინ პასუხობდა.