რამდენად გაიყიდა ერთი სომეხი ამომრჩევლის ხმა და ვინ გამოიყენა ჯავახელი სომხების ხმები სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში

რამდენად გაიყიდა ერთი სომეხი ამომრჩევლის ხმა და ვინ გამოიყენა ჯავახელი სომხების ხმები სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები ხეირიანად არც კი გასრულებულიყო, როდესაც „სომხეთი ფალსიფიკაციის გარეშე“ სამოქალაქო ინიციატივამ ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და იმ მოქალაქეთა მონაცემების გამოქვეყნება მოითხოვა, რომლებმაც 3-5 მაისს საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. მოთხოვნის მოტივი მარტივია - სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოება საქართველოს მოქალაქე იმ ეთნიკურმა სომხებმაც მიიღეს, რომლებსაც სომხური პასპორტებიც აქვთ. რაკი ზემოხსენებული სამოქალაქო ინიციატივა გარე სამყაროსთან მხოლოდ ელექტრონულად ამყარებს კავშირს, ბუნებრივია, მათი მოძებნა გაგვიჭირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, სომხური არჩევნების ქართულ შტრიხებზე დამოუკიდებელი სოციოლოგიური ცენტრის, „სოციომეტრის“, დირექტორ აგარონ ადიბეკიანს გავესაუბრეთ.

იზიარებთ მოსაზრებასრომ სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ისარგებლა საქართველოს მოქალაქეების ხმებით,რომლებსაცასევეაქვთ სომხური პასპორტები?

– ეს რესურსი მინიმალური იყო და მეათედ პროცენტსაც არ შეადგენდა, იმიტომ რომ, საერთო ჯამში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ-ნახევარზე მეტმა ამომრჩეველმა. საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ფაქტი პოლიტიკურმა ოპონენტებმა უბრალოდ კონტრარგუმენტის სახით გამოიყენეს. უფრო მაჟორიტარულ და არა პროპორციულ არჩევნებში. ჩვენთან, კანონით, შეგიძლია დროებით ჩაეწერო სადმე და იქ მისცე ხმა. მუნიციპალურ არჩევნებში კი, საერთოდაც, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს დროებითი ჩაწერა.

მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას დათუ ვინმეს აქვს სომხური პასპორტიაღარ უნდა ჰქონდეს ქართული?

– მაგრამ ეს შემთხვევა მხოლოდ კონტრარგუმენტად იქნა გამოყენებული. როდესაც შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ, სულ რაღაც, 50 ადამიანზე იყო ლაპარაკი „ჯავახკიდან“, რომლებიც ერთ ერთოთახიან ბინაში იყვნენ დროებით ჩაწერილი.

ზოგადადკმაყოფილი ხართ არჩევნებით?

– ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვებთან ერთად ჩვენც ვატარებდით გამოკითხვებს და, თუ მათი ცდომილება 5-15 პროცენტი იყო, მე მიზანში მოვარტყი: ჩემი პროგნოზები გამართლდა როგორც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის, ისე ხმების განაწილებისა და, მათ შორის, ნაყიდი ხმების რაოდენობის მხრივაც.

ნაყიდიანუ?

– ჩემს შემკვეთებს შორის იყვნენ მაჟორიტარი კანდიდატებიც. როდესაც მაჟორიტარი მეუბნება, მაქვს ამდენი და ამდენი ხმა, შეუძლია ჩემს მოწინააღმდეგეს, იყიდოს მეტი ხმაო, ერთ შემთხვევაში ვეუბნებით, შეგიძლია, არც ერთი კაპიკი არ დახარჯო და ამომრჩევლის 90 პროცენტი მოგცემს ხმას, მეორე შემთხვევაში კი გავაფრთხილებთ, რომ წააგებს მაშინაც კი, თუ ხმებს იყიდის. ჩვენთან ღარიბების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ მათგან მხოლოდ მესამედს მიაჩნია თავი რეალურად ღარიბად, ისინი რაღაცნაირად ახერხებენ ცხოვრებას.

ჩვენთან განსხვავებული სურათიაუფრო მეტი მიიჩნევს თავს ღარიბადვიდრე ჩვენი ხელისუფლება აღიარებს.

– მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენთან ხმების გაყიდვა განსაკუთრებული საქმეა. ჩვენი ელექტორატის ანატომია შემდეგნაირია: მეოთხედს საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და მათგან, ვისაც აინტერესებს, მხოლოდ ორი მესამედი შეიძლება, მივიდეს არჩევნებზე, დანაჩენი მერყეობს. აი, იმ აქტიური ორი მესამედიდან ნახევარი პატიოსნად მიდის და ასრულებს თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას. ისინი არავითარ შემთხვევაში არავის არ მიჰყიდიან თავიანთ ხმებს. ეს არის საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, ისინი ყოველგვარი ცვლილების წინააღმდეგი არიან და ამიტომ სომხეთში რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია. ელექტორატის ეს ძირითადი ბირთვი ძლიერია, ადაპტირებულია, აქვს ბიზენსი, ცხოვრობს თბილად და ასე შემდეგ. დარჩენილი ერთი მესამედი პრობლემაა, ისინი მერყეობენ, წავიდნენ თუ არა არჩევნებზე, ზოგიერთი რაღაც მატერიალურ ხეირსაც ელის, მაგრამ, როდესაც დავთვალეთ, ასეთთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 3-5-პროცენტია, მათი ხმები კი გავლენას ვერ ახდენს შედეგზე.

ანუ მხოლოდ 3-5-პროცენტის ხმები იყიდება სომხეთშითქვენთან რაღაც იდილიური სურათი ყოფილა.

– დიახ, ეს ხმები იყიდება და იყიდეს კიდეც, ოღონდ მაჟორიტარებმა.

თქვენს არჩევნებზე რა ღირს ერთი სომეხი ამომრჩევლის ხმა?

– 25-დან 50-დოლარამდე, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც თანხა 100 დოლარამდეც ადიოდა. გააჩნია, მაჟორიტარებს რა ლუფტი აქვთ. თუ მათი პროცენტული მაჩვენებლები ერთმანეთთან ახლოსაა, მაშინ თითოეულ ხმას ოქროს ფასი ედება და, შესაბამისად, ფასიც მაღლა იწევს. პროპორციული სიით არჩევისას კი, როდესაც ლაპარაკია 100 000-ობით ხმაზე, ხმების ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ჩვენ გვაქვს გაყალბების რამდენიმე აპრობირებული მეთოდი დაროგორც ვიციარც თქვენ უჩივით მათ ნაკლებობას?

– საარჩევნო უბნებზე ყველაფერი შესაბამისად მოხდა. მოსყიდვა თუ სხვა ტიპის ზემოქმედება ამომრჩეველზე მხოლოდ საარჩვენო უბნების გარეთ თუ ხდებოდა. ადამიანები მიდოდნენ უბნებში და ხმებს აძლევდნენ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სომხეთში დემოკრატია არის: ამომრჩევლის ორი მესამედი ხმას ნორმალურად აძლევს. თუ სადმე, საარჩევნო უბანს გარეთ, ვინმეს ხმები იყიდეს, ეს ჩვენი საერთო უბედურებაა და ვერანაირი ქარიზმატული ლიდერი ამას ვერ გააჩერებს. ჩვენთან მოსახლეობის 10-12 პროცენტი არათუ ღარიბი, უკიდურესად ღატაკია, ისინი უბრალოდ მშივრები არიან და, თუ მათ არჩევნებზე ეძლევათ საშუალება, რაღაც თანხა გამოიმუშაონ, ამორალურია მათი ამაში დადანაშაულება. ამასთან, იმ 10-12 პროცენტი ღატაკიდან ნახევარი არც კი მიდის არჩევნებზე.

მკვდარი სულები არ არის თქვენი არჩევნების პრობლემაჩვენ აგერ უკვე 20 წელიამკვდარი და ცოცხალი ამომრჩეველი ვერგაგვირჩევიათქვენ არჩევთ?

– ჩემთვის მთავარია, რა რაოდენობის ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. პირადად მე მარტივად ვითვლი: რამდენი აბონენტი იხდის წყლისა თუ დასუფთავების გადასახადს, ასე რომ, ზუსტად ვიცი რეალური ამომრჩევლის რაოდენობა. თუმცა საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს. ისინი აფიქსირებენ, რამდენი ადამიანია ჩაწერილი და ასახელებენ ორ-ნახევარ მილიონს, თუმცა, ჩვენი აზრით, მილიონ 100 ათასზე მეტი არ არის.

იმის თქმა გინდათრომ სომხეთის მმართველ პარტიას არ გამოუყენებია ადმინისტრაციული რესურსიისე გავიდაარსებულიმონაცემებითპირველ ადგილზე?

– ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ პოლიტიკაში გამოჩნდა მეორე ძალა, „აყვავებული სომხეთი“. მან ძლიერი სტარტი აიღო და გახდა სომხეთის „რესპუბლიკური პარტიის“ კონკურენტი. ეს ორივე პარტია ეყრდნობა ადმინისტრაციულ რესურსს და მათ, ორივეს, აქვთ ფინანსური შესაძლებლობა. როდესაც ბაზარზე ორი ძლიერი მოთამაშეა და არის კონკურენცია, ფასები ხარისხს უახლოვდება. დაახლოებით იგივე ხდება პოლიტიკაშიც: როდესაც ერთი ძლიერი მოთამაშეა, ეს არის სტაგნაცია, როგორც კი მეორე ჩნდება, პირველს აიძულებს, მოიკრიბოს ძალა და წესებით ითამაშოს. აი, ეს მოხდა ჩვენთან. მეორე ძალის წყალობით, „რესპუბლიკელები“ მობილიზდნენ და კარგი არჩევნები ჩაატარეს. არ ყოფილა არანაირი მაქინაციები, ყველა დამკვირვებელი დაუშვეს, სათვალთვალო კამერებიც დააყენეს. ღმერთმა ქნას, საქართველოშიც გამოჩნდეს ასეთივე ძლიერი პარტია.

ივანიშვილის პარტია არ ჩაითვლება ასეთ ძლიერად?

– უნდა გამოჩნდეს ძლიერი პარტია, რომელიც იქნება მთავრობაში და არ იქნება მხოლოდ ოპოზიცია, იმიტომ რომ ოპოზიცია ყოველთვის არის „იზგოი“. მეორე ძალაში ჩვენთან წარმოდგენილი იყვნენ მინისტრები. თქვენს ივანიშვილს კი არ აქვს ადმინისტრაციული რესურსი, ის არ არის წარმოდგენილი თვითმართველობის ორგანოებში. მის პარტიაში მხოლოდ ყოფილები არიან, რომლებმაც დამოუკიდებლად ბარიერიც კი ვერ გადალახეს. ხელისუფლების შიგნით უნდა გაჩნდეს მეორე ძალა.

ჩვენი ხელისუფლება ისეთი მონოლითურიაეს თითქმის გამორიცხულია.

– ჩვენ, ამ მხრივ, გაგვიმართლა, ამიტომაც გაჩნდა დემოკრატიის იმედი. მთავარი პირველი კი არა, მეორეა, რადგან იმ მეორის წყალობით იქმნება კონკურენტული გარემო. თუ მეორე არ არის, არის სტაგნაცია, მონოპოლია და ყველანაირი ქაქი.