"მიშა, მე ის ლელა ებრალიძე ვარ, შენ რომ აღფრთოვანებით უწონებდი ადგილობრივ მმართველობასთან, კლანებთან, პროკურატურისა და სასამართლოს უკანონო ქმედებებთან დაპირისპირებას ფოთში, ხშირად სტუმრობდი "ფოთის მოამბეს" და ყველას უცხადებდი, ლელა კარგ სამჯერ აკეთებსო. დღეს აღარ არის საჭირო უკანონობასთან ბრძოლა? მიშა, დღეს ისევ და არანაკლებ ილახება მოქალაქეების უფლებები და თუ შენ გახდი ამ უკანონობის მთავარი ლობი, ჩემთვის არაფრით განსხვავდები წინა ხელისუფლებისგან" - ეს სიტყვები ყოფილმა ჟურნალისტმა ლელა ებრალიძემ სააკაშვილს კონტროლის პაპატის ალაყაფის კარტან მდგომმა "უდეპეშა" - ებრალიძე მოგელაძის უწყებაში უკვე მესამედ დაიბარეს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას უყვება "ალიას" კონტროლის პალატაში სამჯერ დაბარებული "ქართული ოცნების" აქტივისტი?!
"კონტროლის პალატამ უკვე სამჯერ დამიბარა... მივიღე უწყება ტექსტით - "თქვენ მოწვეული ხართ მოწმის სტატუსით თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების იჯარასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით... თან იქონიეთ საიჯარო ხელშეკრულების ასლები". ისევ გამოვცხადდით მე და ჩემი ადვოკატი გედევან ფოფხაძე და ამჯერად დამკითხეს, მაგრამ დაკითხვამდე ბევრი "პროცედურა" გავიარეთ. შენობაში ცოცხალი თავით არ შემიშვეს ადვოკატთან ერთად. ჯერ მე შევედი, მომთხოვეს მობილურის გამორთული სახით დაცვისთვის ჩაბარება. რა თქმა უნდა, არ ვენდე, გავბრუნდი და გარეთ ჩემს მეგობარს დავუტოვე. შებრუნებულზე წარვადგინე ადვოკატის რწმუნება და მხოლოდ ამის შემდგომ შემოუშვეს ადვოკატი. საგულდაგულოდ გაგვჩხრიკეს, მთელ ტანზე ჩამოგვატარეს სასინჯი აპარატი - არ ვიცი, ასაფეთქებელს შევიტანდით თუ რას. პროკურატუში არ ხდება ამ დონის ჩხრეკა. ერთია, ყველა ცდილობდა მაქსიმალურად თავაზიანი ყოფილიყო. შორიდან გვათვალიერებდა კონტროლის პალატის ფოიეში ვითომ უსაქმოდ მოყიალე პერსონა, აი ისეთი, შუბლზე რომ აწერია, რომელი კუდის კუდია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლელა ებრალიძე.
""მიმდინარეობს ვიდოთვალთვალი" - გვამცნობდა ტრაფარეტი ლიფტში. მაღლა შეგვხვდა ანა ქურიძე, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი და სწორედ მან დამკითხა, თან გაგვაფრთხილა, რომ მიმდინარეობს აუდიო და ვიდეოჩაწერა დაკიტხვის პერიოდში. გაფრთხილება, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვიქნებოდი მიცემული, რამდენჯერმე მივიღე. დაკითხვა ერთ საათამდე მიმდინარეობდა. პარალელურად ვწერდი ახსნა-განმარტებას. ყველა შეკითხვა მიდიოდა რარაც ქონების გარშემო, თუმცა არ აკონკრეტებდა, სად და რომელი საკუთრების გაქირავებაზე მედავებოდნენ, ან ვის მივაქირავე, ან რატომ იყოს ეს საინტერესო კონტროლის პალატისთვის. ჩემმა განმარტებამ, რომ არანაირი საკუთრება არ მაქვს გაქირავებული და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამიქირავებია არავისზე, არც ფიზიკურ, არც იურიდიულ პირზე, ანა საგონებელში ჩააგდო. შეკითხვა ძალიან ბევრი კუთხით ტრიალებდა ამ თემის ირგვლივ, გამოიკითხნენ ჩემი ოჯახის წევრები, ოჯახური მდგომარეობა. მოკლედ, ვერ მიაგნო ჩემს მიერ გაქირავებულ ქონებას, მით უფრო რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტზე", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საინტერესო იყო, რომ კონკრეტიკა მის შეკითხვებში არ ფიგურირებდა. არც მე ვპასუხობდი კონრეტულად, გარდა იმისა, რომ აღვუწერე ჩემი საკუთრება, სად და რა ფორმით მაქვს და რომ არ მაქვს არავისზეგაქირავებული. ჩემმა პასუხმა დამკითხავი აშკარად არ დააკმაყოფილა, თუმცა ისევ გავიმეორებ - კორექტულობის არჩოს მისი ქმედება არ გასცდენია, თუ არ ჩავთვლით, რომ თავად ეს დაბარება და მონიტორინგის ეს ფორმა, თავის დეპარტამენტიანად, არის არა მხოლოდ არაკორექტული, არამედ უკანონო. დაკითხვის განმავლობაში ქალბატონი ტელეფონით წერილებს წერდა ვირაცას და იქიდან მოსულ პასუხებსაც კითხულობდა... ეჭვი მაქვს, მთლად "სასიყვარული მიწერ-მოწერას" არ აწარმოებდა. თუ დააკვირდი, ბიძინაც რომ გააჩერეს, პატრული ტელეფონით იღებდა მითითებებს, ასე ხდებოდა ჩემი მეგობრის მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის დროს, ასე ხდებოდა ჩემი დაკითხვის დროსაც კონტროლის პალატაში. ვინაა სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში? ვინ იძლევა დირექტივებს "ოცნების" მხარდამჭერთა მსგავსი ღონისძიებებით დასასჯელად?" - დასძენს ლელა ებრალიძე.