საქართველო ნატოს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრობს

საქართველო ნატოს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრობს

 

საქართველოს მთავრობა ნატოს დამდეგ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრობს, და აცხადებს, რომ ის ალიანსისგან მხარდაჭერის „მკაფიო ნიშნებს“ მიიღებს. ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ განაცხადა ასევე, რომ საქართველო ნატოს „სტრუქტურის ნაწილად უნდა დარეგისტრირდეს“, იუწყება ქართული გაზეთი „რეზონანასი“ (BBC Monitoring-ის საშუალებით):

„მისი თქმით, „ჩიკაგოს ფორუმი არ იქნება გაფართოვების სამიტი, მაგრამ საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა „დარეგისტრირდება როგორც სტრუქტურის ნაწილი“, რაც დაადასტურებს იმას, რომ რუსეთი – ქვეყანა, რომელიც არ არის ალიანსის წევრი, ვერ დაადებს ვეტოს ნატოს გადაწყვეტილებას გაფართოვებასთან დაკავშირებით“.

„ბათუ ქუთელია: „გარკვეული შედეგების გარდა, ჩვენი მთავარი მიზანია ასევე დარწმუნებული ვიყოთ, რომ არსებობს მტკიცე მკაფიო ნიშნები. „მკაფიო ნიშნებში“ ვგულისხმობ ნიშნებს, რომელიც ისეთი ადამიანისთვისაც კი გასაგები იქნება, რომელიც საკითხს ღრმად არ იცნობს.

„ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ნატოს წევრი-ქვეყნებისთვის, და რუსეთისთვის, რომელმაც უნდა დაინახოს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი არ შენელებულა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ ნატოს სამიტისგან ველოდებით არის ის, რომ ასპირანტი ქვეყნების ჯგუფი, რომელშიც სამ სხვა ქვეყნასთან ერთად საქართველოც შედის, ცალკეულ სტრუქტურად დარეგისტრირდებიან. ეს გახდება ერთგვარი მკაფიო სიგნალი, რომლის დანახვასაც შეძლებს მთელი მსოფლიო, მათ შორის რუსეთის ფედერაცია“.

BBC Monitoring-მა ინფორმაცია ეს ესაა გამოაქვეყნა, თუმცა ქუთელია აქ 18 აპრილს საუბრობს, ანუ მანამ, სანამ სახელმწიფო დეპრატამენტის ჩინოვნიკი სამიტთან დაკავშირებით კონგრესის წინაშე წარსდგა და არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ასპირანტი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რაიმე ცალკეულ სტრუქტურაში მოექცევიან, არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე მსგავსი სტრუქტურა არ შეიქმნება, და სავარაუდოდ, ქუთელიაც არ ისაუბრებდა ამ მოლოდინზე, ის რომ წარმოუდგენელი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე, კონკრეტული კრიტერიუმი მაინც არსებობს, რომლითაც სამიტზე საქართველოს ჯილდოს (რაც არ უნდა იყოს ის) შეფასება შეიძლება.
foreignpress.ge