26-27 მაისს „ქართული ოცნების“ მხრიდან დაანონსებულ აქციას „სახალხო კრების“ წევრებისგადაწყვეტილება მოჰყვა და მათ გააუქმეს დაგეგმილი აქცია. „ქართულ ოცნებასთან“ ერთადერთობლივად ხომ არ გინდოდათ აქციის ჩატარება?
- „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ აქციის გამართვას სტადიონზე აპირებდნენ. იმისთვის, რომ ხალხის აზრი არ გაყოფილიყო და გაუგებრობა არ მომხდარიყო, ჩვენ გავაუქმეთ 26 მაისის აქცია, მაგრამ პარაკლისს მაინც გადავუხდით გარდაცვლილებს.
ამას მოჰყვა ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 26 მაისს აქციის გამართვა, რბილად რომ ვთქვათ,არაკორექტული იყო. ამდენად, თქვენი მხრიდან აქციის გაერთიანების სურვილი არსებობდა?
- მათ იცოდნენ, რომ აქციას ვგეგმავდით და ან კოორდინაცია უნდა ყოფილიყო, ან სხვა რამ. ელემენტარულად, როდესაც იცი, რომ რაღაცას ვაკეთებთ ჩვენც და შენც იმავეს აპირებ, შეეძლოთ, ეთქვათ და ჩვენ იქნებ, მანამდე მოგვეხსნა და წავსულიყავით მათ ნებაზე, ან პირიქით.
თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ 26 მაისთან დაკავშირებით მხოლოდ „სახალხო კრება“ და ნინო ბურჯანაძე უფლებამოსილნი არარიან, გამართონ აქცია და სხვასაც შეუძლია, თუნდაც მომდევნო დღეს, საზოგადოებას მოუხმოს.
- რა თქმა უნდა, ყველას აქვს ამის უფლება. განა, ხელისუფლება არ მართავს აღლუმს ქუთაისში და ჩვენ ხომ ამას არ გვითანხმებს?! მათ უხარიათ, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ, რაც შარშან მოხდა, ტრაგიკული დღე იყო და 26-ში ამ დღის ერთი წლისთავია. მართალია, ხელისუფლებას უხარია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ამ ტრაგიკული დღის აღნიშვნა. ვისთვის ეს დღე გლოვის დღეა, ვის კი - უხარია და ორდენებს არიგებს.
ერთი თვის წინ ლუკა კურტანიძე აცხადებდა, რომ შეეცდებოდა, მოლაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილს და, იქნებ, საერთო აქციადაეგეგმათ. რატომ არ მოხერხდა შეთანხმება?
- ეს ლუკას ჰკითხეთ, არ ვიცი.
როგორ შეაფასებთ ნინო ბურჯანაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, როცა ბიძინა ივანიშვილმა იგი რეალურ ოპოზიციურ ძალადარ მიიჩნია?
- მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა საქართველოში სამარცხვინოდ და დანაშულად ითვლება. ეს კარგი არის. მაგრამ, თუ ვინმე მარსიდან ჩამოსვლას დაგაბრალებთ, უნდა დაასაბუთოს კიდეც.
თავის დროზე ნინო ბურჯანაძე ამ ხელისუფლებაში კარგა ხანს იყო. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს რაღაც საფუძველი, უბრალოდ,ხომ არ გააკეთებდა ასეთ განცხადებას? ასევე, შალვა ნათელაშვილთან მიმართებითაც გამოხატა საკუთარი აზრი და იგიც არარეალუროპოზიციად მოიხსენია.
- როცა მსგავს ბრალდებას უყენებენ ვინმეს, მაშინ უნდა დასაბუთონ, რაში გამოიხატება თანამშრომლობა. როდესაც მთელი საზოგადოება იძახის, რომ ქდმ-ს პარტია ხელისუფლების პროექტია, საზოგადოება ამას ამტკიცებს კიდეც, იმიტომ, რომ ხელმოსაჭიდი უამრავი მასალაა ამასთან დაკავშირებით.
ნინო ბურჯანაძე ხშირად იმყოფებოდა რუსეთში, იქნებ, ესეც გასათვალისწინებელია, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებისთვალსაზრისით ნინო ბურჯანაძისადმი?
- რუსეთში რომ იყო ბურჯანაძე, ეს ჩვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ნიშნავს?! ე.ი. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის წარმომადგენელია?
რატომაც არა. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის წარმომადგენელი რომ იყოს, ეგ ხომ არ გამოირიცხება?!
-თუ ამბობენ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მარიონეტია, მაშინ ეგეც უნდა დაამტკიცონ, თუნდაც ხელისუფლების მისამართით, მაგის დამტკიცება იოლია... რა ვიცი, აბა.
„სახალხო კრების“ წევრების მიმართ ბიძინა ივანიშვილმა პატივისცემა გამოხატა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ნინო ბურჯანაძის მიმართ.ივანიშვილთან თქვენი შეხვედრიდან უკვე საკმაო დრო გავიდა და ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს შორისკოორდინაცია უნდა მოხერხდეს? თუ „სახალხო კრება“ ნინო ბურჯანაძის გარეშე არ აპირებს ივანიშვილთან თანამშრომლობას?
- იცით, რაშია საქმე? მოდით, იქიდან დავიწყოთ, რას თვლის მნიშვნელოვნად თითოეული ჩვენგანი სამშობლოს საკეთილდღეოდ? აქედან გამომდინარე, ვიტყვი, რომ „სახალხო კრებამ“ ნინო ბურჯანაძესთან ერთად გაიარა ის გზა, რაც გავიარეთ და, მე მგონი, ამ კრებას ცუდი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. პირიქით, საქართველოსთვის თავდადებული ხალხია. მეორე მომენტიცაა, 12 მარტის „სახალხო კრების“ განცხადება გადაიკითხეთ და აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა.
იქნებ, თქვენ დაგვიკონკრეტოთ?
- „სახალხო კრების“ 12 მარტის განცხადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქართულ პოლიტიკაში. მსგავსი განცხადება ქართულ პოლიტიკაში ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომისმენია - პარტიები უარს ამბობენ ყველანაირ პარტიულ ადგილებზე, სიებზე, ქვოტებზე, არც მაჟორიტარი, არც თანამდებობა, ყველაფერზე უარს ამბობს ეს ხალხი, ოღონდ, ერთად ვიბრძოლოთ. თვითონ პარტიული ხალხი, რომლებიც, წესით, უნდა ისწრაფოდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე, უარს ამბობს პარტიული ადგილების დაკავებაზე. ოღონდ ვიბრძოლოთ ერთად, ერთიან ფრონტში. ამიხსენით ახლა, ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს, მოდით, ერთად ვებრძოლოთ დამნაშავე ხელისუფლებას, ვისაც დამნაშავე ხელისუფლებასთან ერთობლივად ბრძოლა არ უნდა, ახლა მას რა უნდა ველაპარაკო?
მაგრამ თქვენ გამორიცხავთ, რომ ნინო ბურჯანაძე ისევ ხელისუფლებაში მოსვლას არ მოიწადინებს?
- რატომ უნდა გამოვრიცხოთ? ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ მე ახლა არ მოვალ ხელისუფლებაში, ამ არჩევნებში საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ ვიბრძოლებ თქვენთან ერთად და თქვენზე მეტს გავაკეთებ ამ ბრძოლაში. არ მინდა ამ ხელისუფლებაში, თქვენ იყავით ამ ხელისუფლებაში და თქვენ - „ქართული ოცნება“ და დანარჩენი პარტიები ხელისუფლებაში რომ მოხვიდეთ, ამისთვის მე დავიწყებ ბრძოლას. ამის შემდეგ, როდესაც იქნება ნორმალური საარჩევნო გარემო და ნამდვილი არჩევნების ჩატარებას აზრი ექნება, ამის შემდეგ დანიშნონ არჩევნები იმ არჩეულმა ხალხმა, 6 თვის შემდეგ იქნება ეს, თუ 9 თვის შემდეგ და მერე შეებრძოლონ ადამიანები ერთმანეთს იდეებისა და პლატფორმების მიხედვით. ნორმალურ გარემოში ხალხი აირჩევს ღირსეულს.
დარწმუნებული ხართ, რომ ბურჯანაძეს პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია არ ექნება?
- უცნაურ რამეს მეუბნებით, ნინო ბურჯანაძეს კი არა, გიორგი თარგამაძეს აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია. პრეზიდენტობის ამბიცია აქვს გიორგი თარგამაძეს და ნინო ბურჯანაძეს არ უნდა ჰქონდეს?
ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ნინო ბურჯანაძე ერთხელ უკვე იყო ხელისუფლებაში და საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული არდაუმსახურებია.
- უკაცრავად, მაგრამ რომელმა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული? ყველა ნამყოფია ხელისუფლებაში, ბიძინას გარდა. მითხარით ერთი ადამიანი მაინც, ვინც ხელისუფლებაში იყო, რომელიც კარგადაა დახასიათებული.
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული აკადემიის“ წევრებს სწორედ ის მოუწონა, რომ ისინი არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას.სხვათაშორის, „სახალხო კრებიდან“ წავიდა გოგი ქავთარაძე და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა...
- დაიცათ, ახლა თქვენ მეკითხებით გოგი ქავთარაძეზე და მის მაგივრად მე გიპასუხოთ?
დავამთავრებ აზრს, გოგი ქავთარაძის მსგავსად, „სახალხო კრების“ სხვა წევრებიც თანდათან ხომ არ გადავლენ „ქართულ ოცნებაში“?
- პირდაპირ მკითხეთ, რა გაინტერესებთ. ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდათ, ანუ გაინტერსებთ, ჩვენგან ვინმე გადავა კოალიციაში? ან მე ვაპირებ თუ არა გადასვლას?
გოგი ქავთარაძის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მაინტერსებს თქვენიდან ვინმე თუ შეუერთდება „ქართულ ოცნებას“.
- გოგი ქავთარაძე როდის გავიდა „სახალხო კრებიდან“? ბიძინას საერთოდ ჰქონდა განცხადება გაკეთებული? „სახალხო კრებაში“ იყო გუბაზ სანიკიძეც, რომელიც ახლა კოალიციაშია, მაგრამ როდის გავიდა გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა „სახალხო კრებიდან“? მე თუ მეკითხებით, მე არსად წამსვლელი არ ვარ. ეს გაინტერესებთ? თუ სხვა რამ გაინტერესებთ, მკითხეთ.
პირდაპირ გკითხეთ, რაც მაინტერესებდა. ამ კუთხითაც დაგისვამთ შეკითხვას, იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგქვეყანაში ასეთი ძვრები მიმდინარეობს, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ნინო ბურჯანაძემ დათმოს პოზიცია და „სახალხოკრების“ წევრები ივანიშვილთან ერთად იყოთ? რადგან ბიძინა ივანიშვილისთვის ფასეულია ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაშიმოსასვლელად არ იბრძვიან.
- დაიცათ, ნინო ბურჯანაძემ რა ქნას მაგ შემთხვევაში?
დათმოს პოზიცია, რომ მის გარეშე გაერთიანდეთ კოალიციაში.
- რას ჰქვია მის გარეშე?
ნინო ბურჯანაძის გარეშე.
- რატომ?
როცა ქვეყანა გადარჩენას მოითხოვს, ხომ შეიძლება, ასეთ კომპრომისზე წავიდეს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც ნინო ბურჯანაძეა,როგორც თქვენ აღნიშნეთ.
- კი, მაგრამ, ამიხსენით, ნინომ რა უნდა დათმოს?
საინტერესოა, „სახალხო კრების“ წევრები შეელეოდით ნინო ბურჯანაძეს, როდესაც...
- რას ჰქვია შეველევით, ამიხსენით, ხალხო, შეელიონ „სახალხო კრების“ წევრები ბურჯანაძეს და გადავიდნენ კოალიციაში? რატომ, ნინო ბურჯანაძე დამნაშავეა? საქართველოს წინააღმდეგ წავიდა რამეში?!
როდესაც ქვეყანა გადასარჩენია, ამ კომპრომისზე წასვლას გამორიცხავთ?
- როდესაც ქვეყანა გადასარჩენია, „სახალხო კრებამ“ ისეთი განცხადება გააკეთა, რაც პოლიტიკურ სივრცეში არავის გაუკეთებია. ჩვენ გადავდივართ უკანა მხარეს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენთან არიან, არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ვიბრძოლებთ, და სხვებზე უფრო მეტად ვიბრძოლებთ, ოღონდ საქართველო გადარჩეს.
ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ გააქტიურებას როგორ შეაფასებთ? ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ...
- მითხარით, ეგებ, მე გამომრჩა? რომელ გააქტიურებაზე მეუბნებით?
თუნდაც პარტიის ჩამოყალიბება, ან კიდევ, რეგიონებში გასვლა.
- პარტიის დაარსება და რეგიონებში გასვლა გააქტიურებას ნიშნავს?
რატომაც არა. ბატონო გია, ვეღარ გავიგე, თქვენ ჩემზე ხართ გაბრაზებული, თუ ბატონ ბიძინაზე?!
- არ ვარ გაბრაზებული, თქვენ მეუბნებით ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე და, ეგებ, გამომრჩა რამე?! პარტია არ უნდა დაეარსებინა ბიძინას?
თქვენგან მოველი პასუხს და თქვენ კი მე მეკითხებით?
- მაშინ თქვენ არ უნდა მითხრათ გააქტიურებასთან დაკავშირებით, პარტია რომ დააარსა, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. პარტიას რომ აარსებს, ეს მარტო თბილისის პარტია არის? რეგიონებში არ უნდა იყოს ეს პარტია?
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ივნისში გააქტიურდება და მოვლენები რადიკალურად შეიცვლება.
- ჩემო კარგო, მაშინ, როდესაც ეს მოხდება, მაშინ მკითხეთ. რასაც თქვენ მეუბნებით, რომ ივნისში რადიკალურად შეიცვლება მოვლენები, ეს ჯერ განცხადების დონეზეა, როდესაც ამ განცხადებასთან ადექვატური ქმედებები იქნება, მაშინ დამისვით ეგ შეკითხვა.
ამ ეტაპზე არ მოელით, რომ პროცესები ივნისში რადიკალურად შეიცვლება?
- მე ისიც ვიცი, რომ 2012 წლის მერე არ უნდა იყოს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. ე.ი. 2/3-ით უნდა შევიდეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში. ამაზე გინდათ, კომენტარი გავაკეთო?
ამაზე არა, მე ივნისის შესახებ გკითხეთ, და თუ გნებავთ, მაგაზეც პასუხი გაგვეცით.
- ივნისი და სექტემბერი რამ გაყო? როცა იქნება რამე, მაშინ უნდა მკითხოთ. გააქტიურება სულ სხვა რამეა, ეს არის პარტიის სტრუქტურების შექმნა.